მეცნიერებისა და ტექნოლოგიების რეგიონალური ცენტრი
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საინფორმაციო რეგიონალური ცენტრი (RICeST), ირანის კულტურის და უმაღლესი განათლების სამინისტროსა და მესამე მსოფლიოს ქვეყნების მეცნიერებათა აკადემიას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ქალაქ შირაზში ამოქმედდა. მისი დაარსების კანონპროექტი 1996 წელს ისლამურმა საბჭოს მეჯლისმა და გვარდიის საბჭომ დაამტკიცა. მისი მიზანია უახლესი ტექნოლოგიური და სამეცნიერო სიახლეების გავრცელება, უნივერსიტეტების, კვლევითი ერთეულებისა და ორგანიზაციების, ადგილობრივი და რეგიონის სპეციალისტების დახმარება და სამეცნიერო რესურსებით აღჭურვა, რათა ირანში და რეგიონის სხვა ქვეყნებში სამეცნიერო დონე გაუმჯობესდეს. ეს ცენტრი, როგორც განათლებისა და კულტურის სამინისტროს კვლევითი ინსტიტუტი, საქმიანობას ეწევა და სამურვეო და უმაღლესი საბჭო ჰყავს, რომელიც სამეცნიერო, პროფესიული და აღმასრულებელი პოლიტიკის შემუშავებაზეა პასუხისმგებელი. ამ ცენტრმა, 8000-ზე მეტი პუბლიკაციით, შეძლო, დაეკმაყოფილებინა ქვეყნის შიდა, რეგიონის თუ რეგიონსგარე მომხმარებლების საჭიროებები. იგი ასევე დაკავშირებულია შემდეგი კომპანიების მონაცემთა ბაზებთან: BLAISE, QUESTEL, STN, ORBIT, DIALOG. მან საქმიანობის დასაწყისიდანვე სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზა შექმნა და თითოეული მათგანი მომხმარებელთა საინფორმაციო საჭიროებების ნაწილს აკმაყოფილებს. მონაცემთა ბაზების მეშვეობით წვდომა შესაძლებელია სპარსულ, ლათინურ, არაბულ და სხვა ენებზე არსებულ სხვადასხა თემატური ჯგუფის კვლევითი და სამეცნიერო სტატიების სრულ ტექსტებზე, მიმოხილვით სტატიებზე, სამეციერო კონფერენციების სტატიების კრებულებზე, სხვადასხვა სახის წიგნებზე, ისეთ ინფორმაციებზე, როგორიცაა საგაზეთო სტატიები და ა.შ..
ვებ-საიტი:
https://en.ricest.ac.ir/
სახელი | მეცნიერებისა და ტექნოლოგიების რეგიონალური ცენტრი |
ქვეყანა | ირანი |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: