აიათოლა მარაში ნაჯაფის საჯარო ბიბლიოთეკა
აიათოლა მარაში ნაჯაფის საჯარო ბიბლიოთეკა
ისლამური მეცნიერებების პოპულარიზაციის საჯარო ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკის დაარსების მიზანი მდიდარი ისლამური ხელნაწერი წყაროების შეგროვება და მათი შენარჩუნებისა და დაცვის მიზნით დიდი ისლამური კულტურული ცენტრის შექმნა იყო, აგრეთვე, შიიტური აზროვნების აღორძინება და გავრცელება მსოფლიოს დიდ ბიბლიოთეკებთან და სამეცნიერო ცენტრებთან ურთიერთობის გზით, მათი წყაროების გაცნობა, მკველვრებისთვისა და მეცნიერებისთვის მომსახურების გაწევა ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ.
აიათოლა სეიედ შაჰაბ ად-დინ მარაში ნაჯაფი (1898-1991) ნაჯაფში სწავლის დროიდან ხელნაწერ წიგნებს აგროვებდა. მან ბეჭდური და ხელნაწერი წიგნების ნუსხა მოამზადა და თანდათან მათ ყიდვას შეუდგა. ყუმში გადასვლის შემდეგ პირადი ბიბლიოთეკაც იქ გადაიტანა. ბიბლიოთეკის მოცულობა დღითიდღე იზრდებოდა, რის გამოც მან თავისი ბეჭდური და ხელნაწერი წიგნების დიდი რაოდენობა ასთანე ყოდსე რაზავის ბიბლიოთეკას, ფატიმა მასუმეს სალოცავს, აბდულ აზიმს, შაჰჩერაყს და ფიზიეს სკოლას შესწირა.
აიათოლა მარაშიმ სამეცნიერო სკოლის დაარსების შემდეგ, 1955 წელს, სკოლის 2 ოთახში პატარა ბიბლიოთეკა მოაწყო და მას საკუთარი წიგნები უსაჩუქრა. წიგნების რაოდენობის ზრდის გამო, სკოლის მე-3 სართული, რომელიც ბიბლიოთეკისათვის იყო აშენებული, 1956 წლის 6 ნოემბერს ოფიციალურად გაიხსნა. წიგნების ოდენობის მუდმივი ზრდისა და მკითხველების მიღების საჭიროების გამო, შენობის ფართობი და სართულიანობა თანდათან გაიზარდა, ისე, რომ 2000 წელს ახალი შენობა, 7 სართულით და 25 ათასი კვ.მ. ფართობით, მზად იყო მკითხველთა მისაღებად.
ამჟამად ბიბლიოთეკაში დაახლოებით 1 მილიონი ბეჭდური და 40 ათასი ხელნაწერი წიგნია. აიათოლა მარაშის ვაჟი, დოქტორი მაჰმუდ მარაში ნაჯაფი, მისი მეურვე და ზედამხედველია. ბიბლიოთეკის უცხოური წიგნების უმეტესი ნაწილი მსოფლიოს უდიდეს ბიბლიოთეკებთან და კვლევით ცენტრებთან კულტურული თანამშრომლობის გზითაა მოპოვებული. ბიბლიოთეკას სხვადასხვა სექცია აქვს - პათოლოგიების, წყაროების უზრუნველყოფის, კატალოგიზაციის, კომპიუტერების, საჯარო და საერთაშორისო ურთიერთობების, ბიბლიოთეკის დაცვისა და უსაფრთხოების, ბეჭდური და დასურათებული წიგნების საცავი, ფირების, შემოწირული და შეძენილი წიგნების საცავი და ჟურნალების არქივი. ბიბლიოთეკა გამოსცემს ჟურნალს სახელწოდებით "შაჰაბის მემკვიდრეობა".
სახელი | აიათოლა მარაში ნაჯაფის საჯარო ბიბლიოთეკა |
ქვეყანა | ირანი |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: