ირანის ისლამური რევოლუციის დისკურსი
ირანის ისლამური რესპუბლიკა, როგორც იდეოლოგიური და რევოლუციური პოლიტიკური სისტემა, ეფუძნება ისლამური რევოლუციის დისკურსს - იმამ ხომეინის ინტელექტუალურ სისტემას, რომელიც წარმოიშვა 1978 წელს და შეძლო ჩამოეყალიბებინა შინაარსობრივად დამოუკიდებელი სისტემა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ცნებებს, როგორებიცაა დამოუკიდებლობა, სამართლიანობა, ქედმაღლობის და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლა, ჯიჰადი - წმინდა ომი და მოწამეობა (ჭეშმარიტი ისლამის გაგებით) და ასევე შეძლო დასავლური ლიბერალიზმის და აღმოსავლური კომუნიზმის იდეოლოგიაზე უპირატესობის მოპოვების შემდებ, მნიშვნელოვნად გაემყარებინა პოზიცია ირანულ საზოგადოებაში და მასების ინტელექტუალური და იდეოლოგიური გზამკვლევის ფუნქცია ეკისრა.
ისლამური რევოლუციის დისკურსის მახასიათებლები
1-ჭეშმარიტი მუჰამედისეული ისლამი
2- ველაიათე ფაყიჰი
3- ადამიანის ბედნიერებისა და ღირსებისადმი ყურადღება
4- სამართლიანობა
5- რელიგიური დემოკრატია
6- ბრძოლა ქედმაღლობის წინააღმდეგ
7- ჩაგრულთა უფლებების მხარდაჭერა და დაცვა
8- დამოუკიდებლობა და ეროვნული ღირსება
9- ისლამური რევოლუციისა და ერთობის გაზიარება
ისლამური რევოლუციის პოლიტიკური დისკურსი: პრინციპები და კომპონენტები
1- რელიგიის უნივერსალურობა: კავშირი რელიგიასა და სამყაროს შორის
2- რელიგიური მმართველობა: სუვერენიტეტი და ღმერთზე ორიენტირებულობა
3- ისლამური მმართველობის მოქალაქე: ამოცანაზე ორიენტირებული, პერფექციონისტი
4- რელიგიური სურვილი/მიზანი: მსოფლიო ხელისუფლება და ტრანსნაციონალური მოქალაქე
5- პოლიტიკური მობილურობა: სულიერებასა და მიზანდასახულობაზე ორიენტირებული.
ისლამური რევოლუციის კულტურული დისკურსი
ირანის ისლამური რევოლუცია არის კულტურული რევოლუცია. ისლამური რევოლუციის გამარჯვებამ აჩვენა, რომ ისლამურ კულტურას ღრმა ფესვები აქვს ირანელ ხალხში. ფაქტობრივად, ამ რევოლუციამ ხელი შეუწყო ისლამის ხელახლა გააზრებასა და აღორძინებას ირანულ საზოგადოებაში და მისი მთავარი მიზანი იყო ისლამის სულიერი კულტურის აღორძინება.
ისლამური რევოლუციის კულტურულმა დისკურსმა ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ისლამური რევოლუციის გამარჯვების დღიდან ვიდრე დღემდე; ირანული თვითმყოფად კულტურასა და ისლამური სწავლებებზე დამყარებული კულტურა, სწავლებებზე, რომლებიც ყოვლისშემძლე ალაჰმა გვიბოძა და რომელთა პრინციპები და წესები, ხაზგასმულია წმინდა ყურანსა და რელიგიურ სწავლებებში.
სახელი | ირანის ისლამური რევოლუციის დისკურსი |
ქვეყანა | ირანი |
ტიპი | ლოგიკა |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: