წარმომადგენლობა
საბავშვო წიგნის საბჭო

საბავშვო წიგნის საბჭო

საბავშვო წიგნის საბჭო

საბავშვო წიგნის საბჭო

 

კულტურული, არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც თეირანში მწერლების, გამომცემლების, ილუსტრატორების და საბავშვო ლიტერატურისა და აღზრდა-განათლების საქმეში ჩართულ ადამიანთა ჯგუფის მიერ 1963 წლის იანვარში დაარსდა.

საბჭოს მიზნები: ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის განკუთვნილი ორიგინალური ირანული ლიტერატურის აღორძინებაში წვლილის შეტანა; ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო და ლიტერატურული რესურსების რაოდენობისა და ხარისხის გაუმჯობესება; ირანელი ბავშვებისთვის ყველა სახის  ლიტერატურულ და საინფორმაციო რესურსზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ავტორებისა და გამომცემლების წახალისება და მხარდაჭერა, რათა ღირებული ლიტერატურული ნაწარმოებები შექმნან.

გადაწყვეტილებების მიღება და საბჭოს საქმეთა ადმინისტრირება ათკაციან დირექტორთა კოლეგიას ევალება. კოლეგიის წევრები ორ წელიწადში ერთხელ საჯარო არჩევნებში პირდაპირი და ფარული კენჭისყრის გზით აირჩევიან. საბჭო ორი ძირითადი მიმართულებით საქმიანობს:

1. კვლევითი ჯგუფები, რომლებიც საქმიანობას საბჭოს დაარსებიდანვე შეუდგნენ. მათ წლის განმავლობაში ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის გამოცემული ყველა ნაწარმოების შეფასება ევალებათ.

2. ბავშვებისთვისა და მოზარდებისთვის განკუთვნილი ლექსიკონის შედგენა, რომელიც საბავშვო წიგნის საბჭოს ყველაზე ხანგრძლივი სამუშაოა. მისი შედგენა 1980 წელს დაიწყო.

1964 წლიდან საბჭო საბიბლიოთეკო საქმიანობის მოკლევადიან კურსებს და სასწავლო სახელოსნოებს მართავს. აქვს სპეციალური ჯგუფები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც.

1965 წელს იგი "მოზარდებისთვის განკუთვნილი ლიტერატურის საერთაშორისო საბჭოს" (IBBY) წევრი გახდა და, როგორც ამ საბჭოს ეროვნული ფილიალი ირანში, მის პროგრამებს ახორციელებს.

საბჭოს კვლევითი ბიბლიოთეკა, რომელიც 1971 წელს გაიხსნა, საბავშვო ლიტერატურის დარგში მრავალფეროვან წყაროებს და რესურსებს აერთიანებს და ამ სფეროს მკვლევართათვის სასარგებლო დაწესებულებაა.

 

ვებ-საიტი:

http://cbc.ir/en/

სახელი საბავშვო წიგნის საბჭო
ქვეყანა ირანი

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: