წარმომადგენლობა
მალექის ეროვნული მუზეუმი და ბიბლიოთეკა

მალექის ეროვნული მუზეუმი და ბიბლიოთეკა

მალექის ეროვნული მუზეუმი და ბიბლიოთეკა

საჯარო ბიბლიოთეკა ხელნაწერი და ბეჭდური წიგნების და მდიდარი ისლამური წყაროებისა და რესურსების შეგროვების და თავმოყრის მიზნით გაიხსნა. ბიბლიოთეკის დამაარსებელმა, ჰაჯ ჰოსეინ აყა-მალექმა, კითხვისადმი დიდი სიყვარულისა და ინტერესის გამო, წიგნებისა და ტრაქტატების ძვირფასი კოლექცია შეაგროვა. ეს კოლექცია მის მშობლიურ სახლში და დაბადების ადგილას, ბაინ ალ-ჰარამაინის ბაზარში, ავტორიტეტულ ბიბლიოთეკად იქცა. 1939 წელს მან ბიბლიოთეკა ასთან ყუდს რაზავის ფონდს გადასცა და გარდაცვალებამდე (1972 წლის ზამთარი) წიგნების შესყიდვისა და ბიბლიოთეკის მართვის უფლებამოსილება გააჩნდა. 1963 წელს, იმავე ადგილას, ბიბლიოთეკისათვის ახალი შენობა აშენდა, რომელიც 3 საცავს და 150 კვ.მ. სამკითხველო დარბაზს მოიცავდა. თუმცა, არასაკმარისი ადგილის გამო, 1985 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხრეთით, 6 ათასი კვ.მ. მიწის ფართობზე ახალი ბიბლიოთეკის მშენებლობა დაიწყო. შენობის ფართობი 10 000 კვადრატული მეტრია, საიდანაც 5 000 კვ.მ -  ბიბლიოთეკას, 5 000 კვ.მ. კი მუზეუმს ეთმობა.

ბიბლიოთეკის ძველი შენობიდან ახალში გადატანის შემდეგ, 1998 წლის იანვარში, მუზეუმი და ბიბლიოთეკა ოფიციალურად გაიხსნა. ამ ბიბლიოთეკაში 18 ათასზე მეტი უიშვიათესი ხელნაწერი ინახება. იქვეა ამკინძავი და სარესტავრაციო განყოფილებები. ბიბლიოთეკის შენობის პირველ და მიწისქვეშა სართულებზე მალექის ეროვნული მუზეუმია განთავსებული. ამ მუზეუმში ქამალ ოლ-მოლქის და ყაჯართა პერიოდის ცნობილი ხელოვანების 12 უნიკალური ნახატი და სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ოქროს მონეტებია წარმოდგენილი. მუზეუმის სხვა ძვირფასი ექსპონანტებია: იტალიური ზეთის საღებავებით შესრულებული ტილოები და საკალმეები, ნატიფი მინიატურები, ბაისუნყურ მირზა თეიმურის ხელნაწერის ფრაგმენტები, რეზა აბასის ხელნაწერები, ჰაჯი მოლა ჰადი საბზავარის კუთვნილი სათვალე და ფოტო, მირზა თაყი-ხან ამირ ქაბირისა და ნასერ ად-დინ შაჰ ყაჯარის დის საქორწინო კონტრაქტი და მარკების კოლექცია.

 

ვებ-საიტი:

http://malekmuseum.org/en/

სახელი მალექის ეროვნული მუზეუმი და ბიბლიოთეკა
ქვეყანა ირანი

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: