ირანის ისლამური რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო
ირანის ისლამური რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო (IRNA) პირველი საინფორმაციო სააგენტოა ირანში. იგი 1935 წელს "ფარსის სააგენტოს" სახელწოდებით მსოფლიოში და ირანში მიმდინარე ამბების შეგროვების, თარგმნისა და გამოცემის მიზნით დაარსდა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ექვემდებარებოდა. მას 1964 წელს "ფარსის საინფორმაციო სააგენტო" ეწოდა. საბოლოოდ, ირანის ისლამური რევოლუციიდან 3 წლის შემდეგ, 1982 წელს, ისლამური საბჭოს მეჯლისის დამტკიცებით, მას ირანის ისლამური რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო დაერქვა. ამჟამად იგი კულტურისა და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროს დაქვემდებარებული ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელსაც ქვეყნის შიგნით - 60, ქვეყნის გარეთ კი 30 წარმომადგენლობა აქვს. ეს ოფისები საშინაო და საგარეო პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, სპორტული, კულტურული, სამეცნიერო და კვლევითი სიახლეებისა და მოხსენებების შეგროვებასა და გამოქვეყნებაზე არიან პასუხისმგებელნი. საინფორმაციო სააგენტოს ფოტოარქივი, ფირების არქივი და საინფორმაციო ბაზა აქვს.
IRNA ისეთი საერთაშორისო გაერთიანებების წევრია, როგორიცაა ისლამური საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო (IINA), აზიისა და წყნარი ოკეანის საინფორმაციო სააგენტოები (OANA), დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტოები (NANAP), ოპეკის საინფორმაციო სააგენტო (OPECNA), კასპიის ზღვის საინფორმაციო სააგენტოების ასოციაცია ACSNA) და ეკონომიკური საინფორმაციო სააგენტო (ECONA).
1997 წელს ირანის ისლამური რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტომ ახალი ამბებისა და მედიის სფეროში სპეციალიზებული ცენტრი - ახალი ამბების ინსტიტუტი დააარსა, რომელიც დაინტერესებულ სტუდენტებს ყოველწლიურად იზიდავდა. ეს ინსტიტუტი 2022 წელს ირანის პრესის კულტურის ინსტიტუტს გადაეცა და მისი საგანმანათლებლო საქმიანობა შეჩერდა.
ვებ-საიტი:
https://en.irna.ir/
სახელი | ირანის ისლამური რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო |
ქვეყანა | ირანი |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: