წარმომადგენლობა
ისლამური რევოლუციის კულტურული დოკუმენტების ორგანიზაცია

ისლამური რევოლუციის კულტურული დოკუმენტების ორგანიზაცია

ისლამური რევოლუციის კულტურული დოკუმენტების ორგანიზაცია

ისლამური რევოლუციის კულტურული დოკუმენტების ორგანიზაცია

 

 

ეს კულტურული, კვლევითი, საინფორმაციო, არაკომერციული ორგანიზაცია ისლამურ რევოლუციასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და საბუთების იდენტიფიცირების, შეგროვების, შენახვის, დაცვისა და გავრცელების მიზნით შეიქმნა.

მან საქმიანობა ისლამური ფასეულობების დანერგვის და ისლამური რევოლუციის კულტურული დოკუმენტების კვლევის, შენახვისა და დაცვის მიზნით, 1982 წელს კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროს კულტურის განყოფილების დაქვემდებარებაში დაიწყო. 1988 წლის დასაწყისში საქმიანობა განაგრძო, როგორც კულტურისა და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროს ერთ-ერთმა შვილობილმა ორგანიზაციამ.

1999 წელს, უმაღლესი ადმინისტრაციული საბჭოს თანხმობით, იგი ირანის ეროვნულ ბიბლიოთეკას შეუერთდა.

ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები:

  1. ირანის ისლამურ რევოლუციასთან დაკავშირებული ყველა წერილობითი და არაწერილობითი დოკუმენტისა და საბუთის შეგროვება. 
  2. ისლამური რევოლუციის კულტურული დოკუმენტებისა და საბუთების შენახვა და აღდგენა სამეცნიერო და ტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით.
  3. ირანის ისლამურ რევოლუციასთან დაკავშირებული კულტურული კვლევებისა და სწავლების შესაძლებლობის უზრუნველყოფა.
  4. მსურველებისთვის კვლევითი მომსახურების გაწევა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.
  5. ტერმინებისა და ინდექსების შემუშავება, რათა ხელი შეეწყოს ირანის ისლამური რევოლუციის კულტურული დოკუმენტების ხელმისაწვდომობას და მოძიებას.
  6. გამოფენების, სემინარების და კონფერენციების გამართვა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.
  7. საერთაშორისო გაერთიანებებში გაწევრიანება კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად.

 

ისლამური რევოლუციის კულტურული დოკუმენტების ორგანიზაციის სტრუქტურა 4 სამდივნოსა და ადმინისტრაციას მოიცავს: 1. კომუნიკაციებისა და კულტურული სერვისების ადმინისტრაცია; 2. დოკუმენტების განლაგებისა და თავმოყრის სამდივნო, რომელიც ბიბლიოთეკის, წესრიგისა და უსაფრთხოების, კულტურული დოკუმენტების თავმოყრის, კომპიუტერისა და ჩანაწერების ადმინისტრაციებს მოიცავს; 3. კვლევის და საბუთების მომზადების სამდივნო; 4. აღმასრულებელი სამდივნო.

ამ ორგანიზაციის ხელმისაწვდომი რესურსები შემდეგ განყოფილებებში ინახება: 1. ბიბლიოთეკა; 2. პოლიტიკური მოვლენების არქივი, რომელიც შიდა პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებულ წყაროებს, ფაჰლავიანთა მმართველობასთან  და ქვეყნის გარეთ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოწინააღმდეგე ჯგუფებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს მოიცავს; 3. ყოფილი ხელოვნებისა და კულტურის სამინისტროს გენერალური განყოფილების არქივი, რომელიც 22000 ფაილს მოიცავს და იმ წიგნებს უკავშირდება, რომლებიც ისლამურ რევოლუციამდე ამ დეპარტამენტში გამოსაცემად იყო წარდგენილი. წიგნის ეგზემპლარებს თან კრიტიკოსთა მოსაზრებებიც ერთვის; 4. აუდიო და ვიზუალური მასალების არქივი.

სახელი ისლამური რევოლუციის კულტურული დოკუმენტების ორგანიზაცია
ქვეყანა ირანი

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: