წარმომადგენლობა
 თეირანის ცენტრალური ბიბლიოთეკა

თეირანის ცენტრალური ბიბლიოთეკა

თეირანის ცენტრალური ბიბლიოთეკა

თეირანის ცენტრალური ბიბლიოთეკა

თეირანის უძველესი, უდიდესი და საუკეთესოდ აღჭურვილი ბიბლიოთეკა თეირანის პარკის - ფარქე შაჰრის (სპარს. پارک شهر - "ქალაქის პარკი") ტერიტორიაზე, სანგელაჯის რაიონში, 1961 წლის 8 ოქტომბერს გაიხსნა.

ამ ბიბლიოთეკის პირველი კოლექცია დაახლოებით 3 800 წიგნს მოიცავდა, რომელთა უმეტესობაც ნავთობის ეროვნული კომპანიისა და ქალაქის მერიის მიერ იყო შემოწირული. 1971 წელს ეს კოლექცია ქალაქის პარკის სამხრეთ ნაწილში, ბეჰეშთის ქუჩაზე, ახალ შენობაში გადაიტანეს. შენობის ფართობი 2830 კვ.მ. იყო. ბიბლიოთეკა თავდაპირველად ქალაქ თეირანის საჯარო ბიბლიოთეკების ორგანიზაციასა და ქალაქის მერიას ექვემდებარებოდა, ხოლო 1994 წლიდან ისლამური ხელმძღვანელობისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

2014 წელს ნახევარ პროცენტიანი კრედიტის საშუალებით, რომელიც ქვეყნის საჯარო ბიბლიოთეკებმა მერიისგან მიიღეს,  გადაწყდა, რომ 50 წლის შემდეგ, შენობის ისტორიული ღირებულებისა და ორიგინალურობის შენარჩუნებით, ბიბლიოთეკის შენობის კაპიტალური რეკონსტრუქცია ჩაეტარებინათ. განახლებული ბიბლიოთეკა 2019 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა. ახალი ბიბლიოთეკა სხვადასხვა სივრცეებისგან შედგება: სამკითხველო დარბაზი, პუბლიკაციები, წყაროები, მოზარდების, უსინათლოების, ინდივიდუალური სამკითხელო და საბავშვო სივრცე.

ვებ-საიტი:

https://www.samanpl.ir/

სახელი თეირანის ცენტრალური ბიბლიოთეკა
ქვეყანა ირანი

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: