წარმომადგენლობა
ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული არქივი და ბიბლიოთეკა

ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული არქივი და ბიბლიოთეკა

ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული არქივი და ბიბლიოთეკა

 ირანის ეროვნული არქივი არის საარქივო იურიდიული ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია ეროვნული დოკუმენტების შეგროვებასა და შენახვაზე, ასევე ამ დოკუმენტებზე საზოგადოების წვდომისათვის სათანადო პირობებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე.

ირანში სახელმწიფო დოკუმენტების შენახვისა და დაცვის პრაქტიკა დიდი ხანია გავრცელებულია. აქემენიდების დროს საიმპერატორო ადმინისტრაციის ინფრასტრუქტურა ქმნიდა „სამეფო არქივს“. ირანის სამეფო საარქივო ორგანიზაციები თითქმის ყველა ქალაქში არსებობდა  სადაც სამეფო რეზიდენცია იყო - ბაბილონში, ეკბატანაში, სუსაში, პერსეპოლისში და სხვა. სეფიანთა პერიოდში ყველა დოკუმენტის ასლი - ფინანსური შინაარსის, სამეფო დადგენილებები, მნიშვნელოვანი წერილები და ა.შ. ინახებოდა და აღირიცხებოდა სპეციალურ დავთარში. ასეთი დავთრები კი ინახებოდა  "სამეფო კარის კანცელარიის საცავში", ჩეჰელსოთუნის სასახლეში. ყაჯართა ხანაში, ფათალი-შაჰის დროიდან, დოკუმენტები, კორესპონდენცია, ფირმანები სამეფო კარზე ინახებოდა;  ნასრედინ შაჰის დროიდან მოყოლებული, ზემოთ მოხსენებული შინაარსის დოკუმენტების გარდა, ყველა პოლიტიკური შინაარსის დოკუმენტი თავს იყრიდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ნასრედინ შაჰის დიდი ვეზირის და იმ პერიოდის ყაჯარული ბიუროკრატიული სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრის მირზა იუსეფ ხან მოსტოუფი ოლ-მამალექისთან, მაგრამ მათი შესანახად სათანადო პირობები არ არსებობდა. საკონსტიტუციო რევოლუციის შემდეგ წლებში, საფრანგეთისა და ბელგიის დელეგაციების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების საფუძველზე, მიღებულ იქნა ზომები ახალი საარქივო სისტემის და მეთოდების დასანერგად. 1930 წლის მაისში მინისტრთა საბჭოს სხდომამ დაამტკიცა სამთავრობო დოკუმენტების საარქივო ცენტრის შექმნა. 1970 წელს ეროვნულმა მეჯლისმა  მიიღო კანონი ირანის ეროვნული არქივის ორგანიზაციის შექმნის თაობაზე. ეროვნული არქივის მმართველი საბჭოს მოვალეობებია:

- ეროვნული დოკუმენტების მომზადებისა და მოვლა-შენახვის და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის შესახებ კანონქვემდებარე აქტების დამტკიცება, აგრეთვე კონფიდენციალურ დოკუმენტებთან დაკავშირებული რეგულაციები და მათზე წვდომის წესი.

- დაამტკიცოს საარქივო მასალის მომზადების, აღრიცხვისა და შენახვის წესები და კრიტერიუმები.

-  გასანადგურებელი საარქივო მასალის დიფერენციაცია.

-   მიკროფილმის, ასლების და დამოწმებული ასლების დამზადების საფასურის განსაზღვრა. ამ გზით მიღებული თანხები შედის მთავრობის სახაზინო შემოსავლების ანგარიშზე.

ირანის ეროვნული არქივის ორგანიზაციას აქვს სხვადასხვა დეპარტამენტი, მათ შორის დოკუმენტების კვლევის, საგამომცემლო, საერთაშორისო ურთიერთობების, საარქივო მასალების მართვის და ზეპირი არქივების.

2002 წლის სექტემბერში, უმაღლესი ადმინისტრაციული საბჭოს გადაწყვეტილებით, ეროვნული არქივის ორგანიზაცია და ირანის ეროვნული ბიბლიოთეკა გაერთიანდა. ორგანიზაციის ოფიციალური სახელწოდებაა ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული არქივი და ბიბლიოთეკა. განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გამო ექვემდებარება პრეზიდენტის ადმინისტრაციას.

ეროვნული არქივის და ბიბლიოთეკის ნტერნეტ გვრედის მისამართია

სახელი ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული არქივი და ბიბლიოთეკა
ქვეყანა ირანი

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: