საადი შირაზელი - სიტყვის ჭეშმარიტი დიდოსტატი
ლიტერატურული თხზულება "ბუსთანი" საადის, მეცამეტე საუკუნის სახელგანთქმული პოეტის და სწავლულის პირველ ნაწარმოებადაა მიჩნეული. იგი ათი კარისგან შედგება და მესნევის სალექსო ფორმითა და შემოკლებული მოთეყარიბითაა დაწერილი. ამ ზომითაა დაწერილი ფირდოუსის "შაჰ-ნამეც".
“გოლესთანი" სპარსული ენის მელოდიური პროზის ნიმუშია, რომელიც საადი შირაზელმა 1258 წელს დაწერა. ნაწარმოები ზნეობრივ, საზოგადოებრივ და რელიგიურ საკითხებს შეეხება. შედგება შესავლისგან და 8 კარისგან, რომლებიც შემდეგნაირადაა დასათაურებული: მეფეების ხასიათი, დერვიშთა ზნეობა, ბედით კმაყოფილება, დუმილის სარგებელი, სიყვარული და სიყმაწვილე, უძლურება და სიბერე, აღზრდის როლი და საუბრის ხელოვნება. საადიმ „გოლესთანი“ საად ბენ აბუ-ბექრ ბენ საად ზანგის (სპარსეთის ათაბეგთა დინასტიის ყველაზე გამორჩეული მმართველი) მიუძღვნა.
„არსთა მესნევი" ჯალალ ედ-დინ რუმის მიერ დაწერილი მისტიკური პოემაა. „მესნევი“ 26 000 ბეითისგან შედგება, 6 წიგნს მოიცავს და დაწერილია სალექსო საზომით - რამალით (სალექსო საზომი, რომელიც დიდაქტიკური ნაწარმოებებისთვის გამოიყენება).
ფირდოუსიმ (940-1025) 981 წელს აბუ-მანსურის "მეფეთა წიგნის" გალექსვა დაიწყო. მან „შაჰ-ნამეს“ პირველი ხელნაწერი 994 წელს დაასრულა, საბოლოო ვერსიაზე მუშაობას კი 1010 წელს მორჩა.