წარმომადგენლობა
„გოლესთანი“

„გოლესთანი“

„გოლესთანი“

“გოლესთანი" სპარსული ენის მელოდიური  პროზის ნიმუშია, რომელიც საადი შირაზელმა 1258 წელს დაწერა. ნაწარმოები ზნეობრივ, საზოგადოებრივ და რელიგიურ საკითხებს შეეხება. შედგება  შესავლისგან  და 8 კარისგან, რომლებიც შემდეგნაირადაა დასათაურებული: მეფეების ხასიათი, დერვიშთა ზნეობა, ბედით კმაყოფილება, დუმილის სარგებელი, სიყვარული და სიყმაწვილე, უძლურება და სიბერე, აღზრდის როლი და საუბრის ხელოვნება. საადიმ „გოლესთანი“ საად ბენ აბუ-ბექრ ბენ საად ზანგის (სპარსეთის ათაბეგთა დინასტიის ყველაზე გამორჩეული მმართველი) მიუძღვნა.

ავტორი თხრობისას სხვადასხვა ფორმას და საზომს მიმართავს. თხზულება შეიცავს  როგორც სადა, ისე რითმოვან და შედარებით რთულად გასაგებ მონაკვეთებს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ,  საადის, ალაგ-ალაგ, სადა და ოსტატური პროზის ნაცვლად, დახვეწილი და გარითმული მონაკვეთები შემოაქვს.  საერთო ჯამში, "გოლესთანი" რიტმულ პროზად უნდა მივიჩნიოთ. აღსანიშნავია, რომ საადიმ ამ თხზულებაში არაბულ ენის  დიდი დოზით გამოყენებას თავი აარიდა და "გოლესთანი" სპარსულენოვანი მკითხველის  გემოვნების სრულად მოარგო, რაც მე-13 საუკუნეში საადის დიდი ნოვატორობა იყო.

„გოლესთანი“ ამ ეპოქის სხვა ლექსნარევი პროზის ნიმუშებთან შედარებით, ლექსების დონის თვალსაზრისითაც გამორჩეული და აღმატებულია. საადის მიბაძვითაა დაწერილი მოაინ ად-დინ ჯუვეინის "ნეგარესთანი", ჯამის "ბაჰარესთანი" ყაანის "ფარიშანი", ყაემ მაყამ ფარაჰანის  ნაწარმოებები და სხვა. მრავალი მწერლის მიერაა დაწერილი „გოლესთანის“ კომენტარები  არაბულად, თურქულად თუ სპარსულად.

1634 წელს, პარიზში საადის „გოლესთანის“ ყველაზე ადრეული თარმანი გამოიცა, რომელიც ანდრე დიუ რიოს ეკუთვნის. ჰენრი მასე, ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე, თავის წიგნში  „გოლესთანის“ ლათინურ, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ, რუსულ, არაბულ, თურქულ და სხვა ენებზე შესრულებულ 55 თარგმანს გაგვაცნობს.

სახელი „გოლესთანი“
ქვეყანა ირანი
ავტორისაადი შირაზ
შექმნის პერიოდი

“გოლესთანი" სპარსული ენის მელოდიური  პროზის ნიმუშია, რომელიც საადი შირაზელმა 1258 წელს დაწერა.

Templateპროზა

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: