წარმომადგენლობა
ლიტერატურა / „ბუსთანი“

ლიტერატურა / „ბუსთანი“

ლიტერატურა / „ბუსთანი“

ლიტერატურა / „ბუსთანი“

 

 ლიტერატურული თხზულება "ბუსთანი" საადის, მეცამეტე საუკუნის სახელგანთქმული პოეტის და სწავლულის პირველ ნაწარმოებადაა მიჩნეული.  იგი ათი კარისგან შედგება და მესნევის სალექსო ფორმითა და  შემოკლებული მოთეყარიბითაა დაწერილი. ამ ზომითაა დაწერილი ფირდოუსის "შაჰ-ნამეც". ნაწარმოებში პოეტის იდეალები,  რჩევა-დარიგებები და საზოგადოებრივი საკითხები ჭკუის სასწავლებელი და საამოდ საკითხავი იგავების ფორმითაა გადმოცემული.

თავად ავტორი  პოემას "საადის წიგნად" ასათაურებს. ავტორმა 5000 ბეითისგან შემდგარი პოემა  მე-13  საუკუნის შუა ხანებში დაწერა და ათაბეგ აბუ-ბექრს მიუძღვნა.  პოემის 10 კარი შემდეგი შინაარსისაა: სამართლიანობა, ქველმოქმედება და მოწყალება, სიყვარული, მორჩილება და თავმდაბლობა,  კმაყოფილება, აღზრდა და ზნეობა, მადლიერება, მონანიება და პატიება, ლოცვები და წიგნის დასასრული.

შეიძლება ითქვას, რომ "ბუსთანი", მჭერმეტყველებით, რიტორიკით, თხრობის სტილით, მშვენიერებითა და სიბრძნით, უბადლო და შეუდარებელია  არა მხოლოდ სპარსულ, არამედ ნებისმიერ სხვა ენაზე შექმნილ ლიტერატურაში. ეს პოემა მეტ-       ნაკლებად მოიცავს იმ თემებს, რაზეც სანაი (მე-12 საუკუნე) თავის "ჭეშმარიტების ბაღში" წერდა და   პოეტური თვალსაზრისით ამ უკანასკნელს ბევრად აღემატება, რაც მესნევის სალექსო ფორმაში ახალ ეტაპად ითვლება. საადი "დიდებულ ქალაქს" ეძებდა, რომელსაც ის "ბუსთანში"  გვიხატავს.  სამყარო, რომელსაც ავტორი  ესწრაფვის, სავსეა ღვთის რწმენით, სიმშვიდითა და სიკეთით, სიმართლითა და სიწმინდით, სინათლითა და ჭეშმარიტებით.

"ბუსთანი" მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი.  პოემა ინგლისურად უილიამ ჯონსმა თარგმა, გერმანულად - კარლ ჰაინრიხ გრაფმა. „ბუსთანის“ განმარტებები დაწერილია სპარსულ და თურქულ ენებზე.

ყოლამჰოსეინ იუსეფის რედაქცია "ბუსთანის" ყველაზე სარწმუნო გამოცემაა.

სახელი ლიტერატურა / „ბუსთანი“
ქვეყანა ირანი
ავტორისაადი შირაზ
შექმნის პერიოდი

ლიტერატურული თხზულება "ბუსთანი" საადის, მეცამეტე საუკუნის სახელგანთქმული პოეტის და სწავლულის პირველ ნაწარმოებადაა მიჩნეული.  იგი ათი კარისგან შედგება და მესნევის სალექსო ფორმითა და  შემოკლებული მოთეყარიბითაა დაწერილი. ამ ზომითაა დაწერილი ფირდოუსის "შაჰ-ნამეც". ნაწარმოებში პოეტის იდეალები,  რჩევა-დარიგებები და საზოგადოებრივი საკითხები ჭკუის სასწავლებელი და საამოდ საკითხავი იგავების ფორმითაა გადმოცემული.

TemplateOrganized

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: