წარმომადგენლობა
საადი შირაზელი - სიტყვის ჭეშმარიტი დიდოსტატი

საადი შირაზელი - სიტყვის ჭეშმარიტი დიდოსტატი

საადი შირაზელი - სიტყვის ჭეშმარიტი დიდოსტატი
სახელი საადი შირაზელი - სიტყვის ჭეშმარიტი დიდოსტატი
ქვეყანა ირანი
შექმნის პერიოდი

აბუ მუჰამად მუსლიჰედინ იბნ აბდოლაჰ შირაზი, ცნობილი პოეტური ფსევდონიმით საადი, სპარსული ლიტერატურის კლასიკოსი, ცნობილია თავისი უკვდავი ნაწარმოებებით „ბუსთანი“ და „გოლესთანი“. საადი შირაზელის შემოქმედება სპარსული კლასიკური ლიტერატურის ერთ-ერთ მწვერვალად არის აღიარებული. საადიმ განვლო უაღრესად საინტერესო ცხოვრების გზა. იგი დაიბადა ფარსის პროვინციაში, ქალაქ შირაზში. განათლება მიიღო ბაღდადის ცნობილ უმაღლეს სასწავლებელში „ნიზამიეში“. იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდა გაემგზავრა წმინდა ადგილთა მოსანახულებლად. მან მოიარა მუსლიმანური აღმოსავლეთის ბევრი ქვეყანა, არაბული ქვეყნები, ჩრდილოეთ აფრიკა, მცირე აზია, სირია და ინდუსტანი. საადის ეს მოგზაურობა 25 წლამდე გაგრძელდა.  მისი მოგზაურობა ხშირად ფათერაკებითაც იყო აღსავსე. ქვეყანანანახი და დაბრძენებული პოეტი უბრუნდება თავის მშობლიურ მხარეს, შირაზს და წერს დიდაქტიკური ხასიათის ორ ნაწარმოებს: „ბუსთანს“ და „გოლესთანს“. მისი უნიკალურობა მდგომარეობს მისი ენის სიმსუბუქესა და სიმარტივეში. ამ ორმა თხზულებამ ავტორს უაღრესად დიდი სახელი მოუხვეჭა. გარდაიცვალა შირაზში 1292 წელს. დაკრძალულია იქვე.

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: