წარმომადგენლობა
აბრეშუმის ქსოვილის დამზადება

აბრეშუმის ქსოვილის დამზადება

აბრეშუმის ქსოვილის დამზადება

ერთ-ერთი ყველაზე ნატიფი ირანული ხელობა, აბრეშუმის ქსოვილის დამზადებაა. აბრეშუმის ფერადი ქსოვილები, სადა თუ სხვადასხვა ორნამენტებით, ყვავილებით მოჩითული თუ ფიგურებით, იქსოვება სპეციალურ ხელნაკეთ აბრეშუმის საქსოვ დაზგებზე, რომელთა სიგანე 30-50 სმ., სიგრძე კი 100 მ. ან უფრო მეტია. ქსოვილის შესაღებად გამოიყენება სხვადასხვა ფერის ბუნებრივი საღებავი.

აბრეშუმის ქსოვილის დამზადებას ირანში დიდი ხნის ისტორია და ტრადიცია აქვს, რაც არქეოლოგიური მასალითაც დასტურდება.   შუშტარში, შირაზში, ფასაში, ისპაჰანში აბრეშუმი ოქროსა და ვერცხლის ძაფების ვანართით იქსოვებოდა; ირანში აბრეშუმის ქსოვილის წარმოების ცენტრებად შეიძლება დასახელდეს რამიანის რეგიონი, მინუდშთი და თორქმან-საჰრა გულისტანის პროვინციაში, სოფლები ზავინი, კალათ ნადერი, რაზი, ჯარგალანი, მანე და სამოლღანი ხორასნის პროვინციაში.

აბრეშუმის ნაწარმის სახეებია: ხელსახოცები, შარფები, ლენტები, ცხვირსახოცები,  სუფრები, ბოხჩები და სხვ.

დღეს, ირანის სხვადასხვა ნაწილში, განსაკუთრებით რამიანსა და მინუდაშთში და თურქმენული ტომებით დასახლებულ ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად სოფელ ქალალესა და  მახლობელ სოფლებში, აბრეშუმის ქსოვილის წარმოება საკმაოდ გავრცელებული ხელობაა.  გარდა ამ რეგიონებისა, აბრეშუმის ქსოვის ხელობა, ირანის სხვადასხვა სოფლშიც მეტნაკლები პოპულარობით სარგებლობს. 

სახელი აბრეშუმის ქსოვილის დამზადება
ქვეყანა ირანი

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: