წარმომადგენლობა
ყალამზანი (ჭედურობა)

ყალამზანი (ჭედურობა)

ყალამზანი (ჭედურობა)

ყალამზანი  ლითონის - სპილენძის, ოქროსა და ბრინჯაოს საგნების ზედაპირზე სხვადასხვა ორნამენტის ამოკვეთას ნიშნავს.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყალამზანი ერთგვარი გრავირებაა -   ლითონის ზედაპირზე დადებულ რკინის სოლზე ჩაქუჩის დარტყმით ხაზების და ორნამენტების შექმნა. სპილენძი სირბილის და მოქნილობის გამო, გრავირებაში უფრო ხშირად გამოიყენება, ვიდრე სხვა ლითონები.

ჭედურობის სახეებია: 1. ჭედურობა; 2. ნახევრად ჭედურობა; 3. ფაქიზი ჭედურობა; 4. გრავირება; 5. ბადისებრი ჭედურობა.

ჭედურობას ირანში ხანგრძლივი ისტორია აქვს. ისპაჰანი იყო და არის ამ ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი.   ისპაჰანში სახელოსნოთა უმრავლესობა სპილენძის და ბრინჯაოს ჭედურობის სახელოსნოებია.  ამ საქმიანობას, სხვა მიმართულებებთან შედარებით, ბევრად მეტი შემსწავლელი ჰყავს.  სხვადასხვა ეპოქის ჭედური ნაკეთობები მუზეუმებსა და კერძო კოლექციებს ამშვენებს.

ვერცხლის საგნების დამზადება და მათი ზედაპირის მოჭედვა ირანში უძველესი დროიდან იყო გავრცელებული. დღესდღეობით, ამ საქმიანობით შირაზში, ისპაჰანში, თაბრიზსა თუ თეირანში, ოსტატთა მრავალი ჯგუფია დაკავებული.

სახელი ყალამზანი (ჭედურობა)
ქვეყანა ირანი
ქალაქები

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: