ფირუზექუბი -ფირუზის მოზაიკა
ფირუზექუბი (ფირუზის მოზაიკა)
ფირუზექუბი ხელნაკეთობის ერთ-ერთი სახეობაა და ფირუზის ქვის პატარა ნატეხების ჭურჭლის, საიუველირო ნაწარმის და დეკორატიული საგნების ზედაპირზე მოზაიკურად ჩასმას ნიშნავს. ფირუზის მოზაიკით აფორმებენ ისეთ ნივთებს, როგორიცაა სპილენძის, ბრინჯაოს, ვერცხლის და მელქიორის სადგამები და სხვა. ფირუზის ქვის ნატეხებს შორის სივრცე მუქი ფერის ლაქით იფარება. მოზაიკა რაც უფრო ნატიფად და მოწესრიგებულადაა შესრულებული, ფირუზის ნატეხებს შორის რაც უფრო მცირე მანძილია, მისი მხატვრული ღირებულება მით მაღალია. დღეს ამ ხელოვნების ცენტრი ისპაჰანია.
ფირუზექუბის, ხელოვნების ბევრი სხვა სახეობის მსგავსად, მდიდრული, დეკორატიული დანიშნულება აქვს. თუმცა, რადგან ფირუზის ქვით მოჭედვა ისეთი ჭურჭლის ზედაპირზე სრულდება, როგორიცაა ტკბილეულის ლანგარი, საშაქრე, ვარდის წყლის საწვეთური, თასი და ა.შ., მან პრაქტიკული, გამოყენებითი დანიშნულებაც შეიძინა.
ფირუზის ქვით მოჭედვა ხელნაკეთობის ის სახეობაა, რომელიც მეტწილად ისპაჰანში და შეზღუდდული რაოდენობით, თეირანში იქმნება. ფირუზექუბის თავდაპირველად მაშჰადში სამკაულებზე - ყელსაბამებზე, საყურეებზე, სამაჯურებზე გამოიყენებდნენ.
სახელი | ფირუზექუბი -ფირუზის მოზაიკა |
ქვეყანა | ირანი |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: