წარმომადგენლობა
აინექარი (სარკეებით მოპირკეთება)

აინექარი (სარკეებით მოპირკეთება)

აინექარი (სარკეებით მოპირკეთება)

აინექარი შენობის შიდა ინტერიერის  სარკის პატარა ნაწილებით მოპირკეთებაა. სარკის ნატეხებს შენობის კედლებზე იმგვარად ამაგრებენ, რომ ყვავილების, ბუჩქების ან  გეომეტრიული ფიგურების ფორმა ჰქონდეთ.

აინექარის ოსტატი სარკით და მისი სხვადასხვა ფორმის ნაჭრელებით შენობაში ნათელ, თვალისმომჭრელ ატმოსფეროს ქმნის, რომელიც სარკის უთვალავ ნაწილაკში სხივების არეკვლით მიიღება. აინექარი შენობის დეკორირებისთვის გამძლეობის და სიმტკიცის თვალსაზრისითაც შესაფერისია.

აინექარი - ირანელი ხელოვანების ქმნილება  და დეკორატიული ხელოვნების ერთ-ერთი განშტოება, სასანიანთა პერიოდში იყო გავრცელებული. აინექარის ოსტატებს შორის ისპაჰანელი, შირაზელი და თეირანელი ოსტატები ყველაზე სახელგანთქმულნი არიან.

ეს არქიტექტურული ტრადიცია, მდიდარი ადამიანების სახლების გარდა,  სალოცავ ადგილებშიც გავრცელდა და ამ ძვირფასი ხელოვნების ნიმუშებს ქვეყნის სხვადასხვა ადგილას მდებარე მავზოლეუმებში  იხილავთ. აინექარის გამორჩულ ნიმუშებს  სასახლეებში და სხვადასხვა სახის ნაგებობებში ვხვდებით, მათგან ზოგიერთი კი, -  გოლესთანის სარკეებიანი დარბაზი,  შამს-ოლ-ემარეს  სასახლე და გოლესთანის სასახლე, მთელს მსოფლიოშია ცნობილი.

არიან ხელოვანები, რომლებმაც აინექარი არქიტექტურის საზღვრებს მიღმა გაიტანეს  და ამ ხელობას ჭურჭლის ზედაპირის დეკორირებისთვისაც იყენებენ. ეს მცდელობა ამ ლამაზი, ნატიფი და ორიგინალური ხელოვნების გავრცელებისთვის და ცოცხლად შენახვისათვის, დიდი მნიშვნელობის მქონეა

სახელი აინექარი (სარკეებით მოპირკეთება)
ქვეყანა ირანი
ვებგვერდიGolestanPalace@mcth.ir

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: