წარმომადგენლობა
ყალიბაფი (ხალიჩის ქსოვა)

ყალიბაფი (ხალიჩის ქსოვა)

ყალიბაფი (ხალიჩის ქსოვა)

ყალიბაფი (ხალიჩის ქსოვა)

 

ჩვენთვის ცნობილი უძველესი ირანული ხალიჩა  დაახლოებით 2500  წლისაა. იგი ფაზირიკის ხალიჩის სახელითაა ცნობილი და   ციმბირის სამხრეთ ნაწილშია ნაპოვნი. ხელოვნებათმცოდნეთა  აზრით  და ამ ხალიჩაზე გამოყენებული ნახატების და ორნამენტების მიხედვით,  ქსოვილი აქამენიდების პერიოდისაა და სკვითელმა მთავრებმა ის ფაზირიკის მმართველს აჩუქეს.  ფაზირიკის ხალიჩა მსოფლიოში უძველესია. ირანში ხალიჩა აქამენიანთა პერიოდამდეც  ფასეული  და გავრცელებული იყო. აბრეშუმის მისაქსელით ნაქსოვი,  ოქროთი, სიმებით და  თვალ-მარგალიტით შემკული ბაჰარესტანის ცნობილი ხალიჩა  ხოსრო ფარვიზის მმართველობას და  სასანიანთა პერიოდს უკავშირდება. ისლამის გავრცელების შემდეგ, წიგნებში და საფარ-ნამეებში ხშირად ახსენებენ სახლებში დაფენილ ხალიჩებს. ხალიჩა მოხსენიებულია რიგ ისტორიულ ტექსტებში, როგორიცაა "ბაიჰაყის ისტორია" (XI საუკუნე). სეფიანთა პერიოდში, XVII-XVIII საუკუნეებში, ირანული ხალიჩის სიდიადემ პიკს მიაღწია. ამ პერიოდიდან მრავალი შედევრია შემორჩენილი, მათ შორის "არდაბილის" და "სამონადირეო ხალიჩა".

ხალიჩა, როგორც წესი, ნახატის შესაბამისად იქსოვება. XIV-XV  საუკუნეების  მინიატურებში  ნახატებით გაფორმებულ,  ნაირფერი ხალიჩების გამოსახულებებს ვხვდებით. ირანული ხალიჩის დიზაინი, მისი წარმოუდგენელი მრავალფეროვნების გამო,   სხვადასხვა კატეგორიად იყოფა.

ირანული ხალიჩების დიზაინს  ზოგადი სტრუქტურის,  დიზაინის მახასიათებლების,  გეომეტრიული ფორმების, ნახატის თემის და სხვა ნიშნების მიხედვით ჰყოფენ.   ხალიჩის ტიპებიდან ზოგიერთია: ლაჩაქ-თორაჯული (კუთხეებში - სამკუთხედური, ცენტრში კი წრიული ფორმით განლაგებული ორნამენტები)  გაბნეულ ორნამენტებიანი, ნადირობასთან დაკავშირებული, ხაზობრივად და კვადრატულად განლაგებული ორნამენტებით, თევზების გამოსახულებებით,  აფსიდური ფორმის ნახატებით, გეომეტრიული ფიგურებით, სამლოცველოების ნახატებით, თარიღებით, პიროვნებების სახელებით გაფორმებული  და ა.შ..

ზოგიერთი ქალაქის, მაგალითად ქაშანის ხალიჩის ქსოვის ხელოვნება  იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

სახელი ყალიბაფი (ხალიჩის ქსოვა)
ქვეყანა ირანი

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: