მინაქარი (მომინანქრება)
მინაქარი (მომინანქრება)
მინაქარის ხელოვნებას თითქმის ხუთიათასწლოვანი ისტორია აქვს და ირანულ ხელნაკეთობებს შორის ითვლება. მომინანქრება ძირითადად სპილენძზე სრულდება, თუმცა, შესაძლოა, ოქროსა და ვერცხლზეც შესრულდეს. ოქრო ერთადერთი ლითონია, რომელიც მინანქრის დნობისას არ იჟანგება, ეს კი მინანქარზე სრულყოფილი და რაც შეიძლება დეტალური დიზაინის შექმნის საშუალებას იძლევა. სპილენძის და ვერცხლის ზედაპირის მინანქრით მოწერის შედეგად მსგავსი ხარისხი არ მიიღება. მომინანქრება ლითონის ოქსიდების და რამდენიმე სახის მარილის მაღალ ტემპერატურაზე (750-850ºC) სინთეზის მეშვეობით ხდება. ფერები დროთა განმავლობაში გახურების შედეგად ყალიბდება. ისპაჰანი დღევანდელი ირანის მინაქარის ცენტრია და მომინანქრებულ ნაკეთობებს დიდებული ოსტატები ქმნიან.
სახელი | მინაქარი (მომინანქრება) |
ქვეყანა | ირანი |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: