წარმომადგენლობა
მინიატურა

მინიატურა

მინიატურა

მინიატურა

მინიატურა ( minium - წითელი მიწა/ წითელი ტყვია) უძველესი დროის ან შუა საუკუნეების ხელნაწერების დასურათებას ეწოდება. იმ პერიოდში  წიგნებს თბილი პიგმენტის გამოყენებით აფორმებდნენ.

ირანული მინიატურის ისტორია ისლამამამდელ, შორეულ წარსულში იღებს სათავეს. შეიძლება ითქვას, რომ მე-10 საუკუნეში, აბასიანთა კარზე,  უმოძრაობის გარკვეული პერიოდის შემდეგ, ირანული მხატვრობა ხელახლა აღორძინდა.  ირანული მინიატურა, ფაქტობრივად,  ისლამურ მისტიციზმთან და აზროვნებასთან ასიმილირებული ისლამამდელი ირანული მხატვრობაა, რომელიც ღვთაებრივი სახის გამოვლინების გზად იქცა. აბასიანთა მმართველობის პერიოდში  მინიატურის დახვეწილი ნიმუშები შეიქმნა. სამწუხაროდ, ამ ნამუშევრების დიდი ნაწილი მე-13 საუკუნეში, მონღოლთა შემოსევების დროს, განადგურდა.

ილხანიანთა პერიოდში, როდესაც ქვეყანაში შედარებით მშვიდი ვითარება იყო,  ხელოვნების განვითარებისკენ რიგი ნაბიჯები გადაიდგა. იმპერიის მაშინდელ დედაქალაქში, თაბრიზში, რაშიდის  კომპლექსი დაარსდა, რომელიც ხელოვანების, კალიგრაფების, მხატვრების ნიჭის გამოვლენისთვის შესაფერის ადგილად იქცა. რაშიდის კომპლექსში ხელნაწერების შექმნის და მათი ილუსტრირების სახელოსნოები არსებობდა. ამ პერიოდში, თაბრიზის სკოლამ  განვითარების მწვერვალს მიაღწია. სწორედ ამ დროს  შეიქმნა "შაჰ-ნამეს" ილუსტრირებული ხელნაწერი.  დროთა განმავლობაში, ირანულმა მინიატურამ მრავალი ცვლილება განიცადა, შეიქმნა მრავალი სკოლა საკუთარი მახასიათებლებით, მათ შორისაა  შირაზის, ჰერათის, თაბრიზის, ყაზვინის და ისპაჰანის სკოლები.

სახელი მინიატურა
ქვეყანა ირანი

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: