წარმომადგენლობა
მოარაყქარი (მოზაიკა)

მოარაყქარი (მოზაიკა)

მოარაყქარი (მოზაიკა)

მოარაყქარი (მოზაიკა)

მოარაყქარი მონუმენტური ხელოვნების ერთ-ერთი სახეა. ოსტატი ხის  ან სხვა მასალის პატარ-პატარა ნაჭრების  ერთმანეთის გვერდით განთავსებით ხელოვნების ძვირფას ნიმუშს ქმნის. ხის ნაჭრების ფერი, ხის მასალიდან გამომდინარე, ერთმანეთისგან განსხვავდება.  მოზაიკა ხით, ქვით ან სხვა მასალით სრულდება. მისი ყველაზე ცნობილი სახეობა ხის მოზაიკაა. მოარაყქარი ყვავის ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ისპაჰანი, იაზდი, ქაშანი და თაბრიზი.

მოზაიკის უძველეს ნიმუშებზე დაყრდნობით, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ხის მოზაიკამდე კერამიკის მოზაიკა იყო გავრცელებული. შესაძლოა,  ხის მასალის ხანმოკლე გამძლეობა, ხის მოზაიკის ადრეული ნიმუშების გაქრობის მიზეზი გამხდარიყო. ჩვენამდე მოღწეული ნიმუშები წარმოდგენას გვიქმნიან ხელოვნების ამ დარგის ისტორიის შესახებ. დღემდე შემორჩენილი ერთ-ერთი  ძეგლი, სადაც მოზაიკის ხელოვნებაა გამოყენებული, ილხანების დროს, ქალაქ მარაყეში აშენებული წითელი გუმბათია. გუმბათზე კერამიკული მოზაიკის საწყისი ფორმებია გამოყენებული, რომლებსაც ძალიან ლამაზი ვიზუალური ეფექტი აქვთ.

კერამიკის ნატეხებისგან შექმნილი მოზაიკა  სელჩუკთა პერიოდში, მე-11 საუკენეში, ძალიან გავრცელდა. მოზაიკის ხელოვნებამ სეფიანთა დროს, არდაბილში  განვითარების მწვერვალს მიაღწია. დედაქალაქის ისპაჰანში გადატანასთან ერთად, ამ ხელოვნების ცენტრმაც ისპაჰანში გადაინაცვლა.  შეიხ საფი ად-დინ არდაბილის მეჩეთი მოზაიკითაა მოპირკეთებული. მოარაყქარი დღესაც პოპულარულია და  შესწავლის ბევრი მსურველიც ჰყავს. ეს ხელოვნება  შენობის შიდა ინტერიერის გასაფორმებლად და კედლის მხატვრობაში გამოიყენება.

მოარაყქარი, ძირითადად, ხეზე შესრულებულ მოზაიკას გულისხმობს.  ეს ხელოვნება, მკვლევართა აზრით, კერამიკის მოზაიკის შემდეგ გავრცელდა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი ძველი ნიმუშები, შესაძლოა, კერამიკასთან ან ლითონთან შედარებით ხის ნაკლები გამძლეობის გამო  არ შემოგვრჩა.  ხეზე შესრულებული მოზაიკის უძველესი ნიმუში ხის სავარცხელზე შესრულებული მოზაიკაა, რომელიც შაჰრე სუხთეს არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს.  ამ სავარცხლის ზედაპირზე ირანული ორნამენტებია გამოსახული და მას ქრისტეშობამდე 5 ათასი წლით ათარიღებენ. მოარაყქარი  მონღოლთა მმართველობის  დროსაც იყო გავრცელებული და სეფიანთა პერიოდში განვითარების მწვერვალს მიაღწია.

 

 

 

სახელი მოარაყქარი (მოზაიკა)
ქვეყანა ირანი

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: