აინედუზი (დეკორატიული დანიშნულებით ქსოვილში სარკეების ჩაკერება)
აინედუზი სისტან-ბელუჯისტანელი ხელოვანი ქალებისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი საქმიანობაა.
ბელუჯისტანში აინედუზი ხელნაკეთობის ერთ-ერთ ულამაზეს სახეობად მიიჩნევა. ამ ხელსაქმეს ადგილობრივ დიალექტზე სხვა სახელებითაც მოიხსენიებენ.
სისტან-ბელუჯისტანის ქალაქი ზაბოლი ამ ხელსაქმის სამშობლოა და მას სხვა ადგილებში რთულად თუ შეხვდებით. აინედუზის ადგილობრივ დიალექტზე „ირან სამანსაც“ (ირანის სიმდიდრე) ეძახიან. ხელოვნების ეს სახეობა ადგილობრივ მაცხოვრებლებში მეტად გავრცელებულია. მას ძირითადად ახალდაქორწინებულების ცხენის მოსართავად, საცხოვრებელი სახლების ოთახების და ტანსაცმლის გასაფორმებლადაც გამოიყენებენ. აინედუზი ქსოვილებში არამხოლოდ სარკეების, არამედ ფერად-ფერადი, კაშკაშა საგნების (მაგალითად, კილიტები) ჩაკერებასაც გულისხმობს. სისტანელი ხელოვანები სარკესთან ერთად სხვადასხვა ფორმის მძივებს, თასმებს და ღილებს იყენებენ.
აინედუზის ადგილობრივი შესამოსელის, აზღუდების, სარტყელების, კედლებზე ჩამოსაკიდებლების და საწოლის ქვედა ნაწილის დეკორირებისთვის, მისაღები ოთახის კედლის ზემოთა კიდეების მართკუთხა, გრძივი ორნამენტებით გასაფორმებლად, მომთაბარე ტომების კარვებში სამკუთხა საკიდების სახით და ზოგიერთი ცხოველის, მაგალითად აქლემის მოსართავად გამოიყენებენ.
თავდაპირველად, სარკეს ქსოვილზე სასურველი ფორმით დებენ, შემდეგ მას სხვადასხვა კუთხიდან ძაფს ჯვარედინებად შემოანასკვავენ და ქსოვილზე ამგვარად ამაგრებენ.
ირანშაჰრი, ესფაქე, ჩანფი, აჰვარანი, დაშთიარი, სარჰადის რაიონი, ზაჰედანის და ხაშის სოფლები - აინედუზის მთავარი ცენტრებია.
სახელი | აინედუზი (დეკორატიული დანიშნულებით ქსოვილში სარკეების ჩაკერება) |
ქვეყანა | ირანი |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: