წარმომადგენლობა
ხათამქარი (ინკრუსტაცია)

ხათამქარი (ინკრუსტაცია)

ხათამქარი (ინკრუსტაცია)

ხათამქარი (ინკრუსტაცია)

 

ხათამქარი ირანის ნატიფ ხელნაკეთობებს შორისაა, რომელსაც უძელესი ისტორია აქვს. ეს ხელოვნება ირანში უძველესი დროიდან იყო  გავრცელებული და მისი გამოყენებით მრავალი ნამუშევარია შექმნილი.

ისტორიული ძეგლები და ნიმუშები, სადაც ინკრუსტაციაა გამოყენებული:

1. შირაზის უძველესი ჯამე მეჩეთის ინკრუსტრირებული მინბარი, რომელიც 1000 წელზე მეტი ხნისაა.

2. შირაზის უძველესი ჯამე მეჩეთის მე-14  საუკუნის აივნის   ჭერი.

3. შთამბეჭდავი ინკრუსტაცია სამარყანდში თიმურ გორგანის დელგოშას სახელით ცნობილი სასახლის და მისივე მავზოლეუმის კარებზე (ამჯამად მდებარეობს უზბეკეთში).

4. ბერლინის მუზეუმში დაცული კაკლის ხისგან დამზადებული ინკრუსტრირებული კარები, ძვლის  და სხვა ხის მასალის გადასაკრავი - დამზადებული ოსტატ ჰაბიბოლას მიერ 1581 წელს.

5. ინგლისში, ვიქტორია ალბერტის მუზეუმში დაცული ყვავილების და ბუჩქების ორნამენტებით მორთული კარები.

6. ისპაჰანში ლობნანის (ლიბანის) მეჩეთის გეომეტრიული ფორმის ორნამენტებით და ვერცხლის კომპონენტებით გაფორმებული ხის მინბარი (1702 ).

7. ეროვნული საკრებულოს დარბაზი, სადაც ინკრუსტრირებულია 400 კვ.მ. სიდიდის ზედაპირი.

ხათამქარი სეფიანთა პერიოდში აყვავდა და სრულიქმნა. ოსტატები მთელი ქვეყნიდან მაშინდელი დედაქალაქისკენ - ისპაჰანისკენ დაიძრნენ და ამ ქვეყნის ხელოვნების მივიწყებული  დარგები აღადგინეს. საქმიანობა დაიწყეს  შემდეგი მიმართულებებით:  ხათამქარი (ინკრუსტაცია), მონაბათქარი (ხეზე კვეთა), ქაში ქარი (მოჭიქული ფილების დამზადება), გერეჰჩინი (მოპირკეთება), ძველი შენობების, ძეგლების, წმინდა ადგილების, სალოცავების რესტავრირება და აშენება.

ისლამური რევოლუციის შემდეგ,  ყოფილი კულტურისა და ხელოვნების  და ახლანდელი უმაღლესი განათლების და კულტურის სამინისტროს ინკრუსტრირების ხელოვნების სახელოსნოში  დიზაინის მიმართულება შეიცვალა, - უცხოური ორნამენტები გაიფილტრა და მეტი ყურადღება ტრადიციონალიზმს ეთმობა,  ორნამენტებს წარწერბიც დაემატა.

 

სახელი ხათამქარი (ინკრუსტაცია)
ქვეყანა ირანი

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: