ურმიის უნივერსიტეტი
ურმიის უნივერსიტეტი
ქალაქ ურმიაში მდებარე ურმიის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეცნიერების, კვლევისა და ტექნოლოგიების სამინისტროს დაქვემდებარებული ერთ-ერთი პრესტიჟული სახელმწიფო უნივერსიტეტია. მას 16370 სტუდენტი და 780 აკადემიური პერსონალი ჰყავს. ურმიის უნივერსიტეტი ვებომეტრიქსის (Webometrics) სარეიტინგო სისტემაში გასული ერთი წლის ბოლო კვლევების თანახმად, 29 ქვეყნის 1902 უნივერსიტეტს შორის საგრძნობლად დაწინაურდა.
უნივერსიტეტის საიტი:
ფაკულტეტები:
|
|
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და ცენტრები:
|
|
სახელი | ურმიის უნივერსიტეტი |
ქვეყანა | ირანი |
მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი | 1902 |
ტიპი | სამთავრობო |
სტუდენტების საერთო რაოდენობა | 16370 |
უცხოელი სტუდენტების რაოდენობა | 1800 |
ვებგვერდი | http://en.urmia.ac.ir |
ურმიის უნივერსიტეტი
ურმია ცნობილია როგორც თანამედროვე ირანის ერთ-ერთი პიონერული ქალაქი. ამ ქალაქში ამოქმედდა პირველი თანამედროვე საავადმყოფო, პირველი თანამედროვე სამედიცინო განათლების ცენტრი, პირველი ადგილობრივი ტელეარხი და ირანის პირველი ადგილობრივი გამოცემა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ურმიის უნივერსიტეტი ირანის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია.
ურმიის უნივერსიტეტის ისტორია
ურმიაში დაბადებულმა ამერიკელმა ექიმმა ჯოზეფ პლამბ კოკრანმა მე-19 საუკუნის ბოლოს ამ ქალაქში დააარსა სამედიცინო კოლეჯი, რომელიც შემდგომში ურმიის უნივერსიტეტის „საუნივერსიტეტო კამპუსად“ ჩამოყალიბდა. სასწავლო დაწესებულებამ, რომელიც ცნობილი იყო „ვესტმინსტერის“ სახელით, თავისი საქმიანობა 1878 წელს დაიწყო, ანუ ურმიის სოფლის მეურნეობის კოლეჯის დაარსებამდე 87 წლით ადრე და თეირანის უნივერსიტეტის (ირანის პირველი თანამედროვე უნივერსიტეტის) დაარსებამდე 56 წლით ადრე და შეწყვიტა ფუნქციონირება 1905 წელს დოქტორ კოკრანის უეცარი გარდაცვალების შემდეგ. 27 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, კოლეჯი 26 ირანელმა ექიმმა დაამთავრა.
ურმიის უნივერსიტეტის დაარსება თარიღდება 1965 წლით, როდესაც შეიქმნა განათლების ცენტრი შეზღუდული რაოდენობის აკადემიური პერსონალით და 30-მდე სტუდენტით „სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა“ დარგში. სტუდენტებს, რომლებსაც სურდათ უმაღლესი განათლების გაგრძელება ბაკალავრის ხარისხის მისაღებად, სწავლა უნდა გაეგრძელებინათ ურმიიდან 700 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქარაჯში, სოფლის მეურნეობის ფაკულტეტზე რომელიც თეირანის უნივერსიტეტთან იყო აფილირებული.
ურმიაში ამ სასწავლო ცენტრის დაარსებიდან 4 წლის შემდეგ, მაშინდელ კულტურის სამინისტროსა და ფონდს „Near East Foundation“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც დაიგეგმა ოთხწლიანი სასწავლო კურსები. სოფლის მეურნეობის ფაკულტეტთან ერთად შეიქმნა ვეტერინარული ფაკულტეტიც და დაიწყო საჭირო სასწავლო ლიტერატურისა და აღჭურვილობის მომზადება. თანდათანობით ურმიის უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ხუთი საგანმანათლებლო ჯგუფი „ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა“, „ბოტანიკის“, „მეცხოველეობის“, „სოფლის მეურნეობის ინჟინერიისა“ და „სასოფლო განათლების საგანმანათლებლო ჯგუფი". სტუდენტების რაოდენობამ წელიწადში 150-ს მიაღწია. ურმიის უნივერსიტეტის თანამშრომლობამ ახლო აღმოსავლეთის ფონდთან ასევე განაპირობა ურმიის გარეუბანში, ნაზლუს ტერიტორიაზე 400 ჰექტარი ფართობის დიდი მეურნეობის დაარსება. ამ გზით ძირითადი კამპუსიდან 19 კმ-ის მანძილზე საუნივერსიტეტო კამპუსი ჩამოყალიბდა და გაშენდა ინფრასტრუქტურა სადაც სამი ფაკულტეტი - „სოფლის მეურნეობა-მეცხოველეობის“, „ვეტერინარიის“ და „საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა“ გადავიდა.
მომდევნო წლებში უნივერსიტეტს დაემატა სამედიცინო ფაკულტეტი (დაარსდა 1980 წელს და გამოეყო როგორც დამოუკიდებელი უნივერსიტეტი 1985 წელს), ლიტერატურისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების (დაარსდა 1988 წელს) და ტექნოლოგიების (დაარსდა 1990 წელს) ფაკულტეტები.
დღეისათვის ურმიის უნივერსიტეტს აქვს 11 ფაკულტეტი: ლიტერატურისა და ჰუმანიტარული მეცნიერებათა, ეკონომიკისა და მენეჯმენტის, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის, ვეტერინარული მედიცინის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ქიმიის, სპორტის, საინჟინრო, სასოფლო-სამეურნეო, ბუნებრივი რესურსების მართვის და არქიტექტურისა და ხელოვნების. უნივერსიტეტს ჰყავს 500-ზე მეტი აკადემიური პერსონალი; 17 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამ საფეხურზე.
ურმიის უნივერსიტეტის საერთაშორისო საქმიანობა
ურმიის უნივერსიტეტი ირანის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტად ითვლება. 2023 წელს გამოქვეყნებულ შანხაის რეიტინგში, უნივერსიტეტი 301-400 პოზიციას იკავებდა მანქანათმშენებლობის დარგში, ხოლო კვების მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში უნივერსიტეტი 201-300 პოზიციას იკავებდა. ანალოგიურად, 2023 წლის Times-ის რეიტინგში, ურმიის უნივერსიტეტმა 501-600 პოზიცია დაიკავა, რაც მეხუთეა ირანის უნივერსიტეტებს შორის. 2021 წელს გამოქვეყნებულ ISC-ის რეიტინგში, ურმიის უნივერსიტეტს 451-500 პოზიცია ეკავა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დარგში.
ურმიის უნივერსიტეტის მაღალმა სტანდარტებმა განაპირობა უცხოელი სტუდენტების მოზიდვა უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად. უნივერსიტეტის ოფიციალური განცხადების თანახმად, 2022 წელს ამ უნივერსიტეტში 1800-მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, რაც სტუდენტთა დაახლოებით 10%-ს შეადგენდა. 2012 წელს საერთაშორისო კამპუსის დაარსების შემდეგ, უნივერსიტეტმა შექმნა შესაფერისი სწავლისა და ცხოვრებისათვის პირობები უცხოელი სტუდენტებისთვის. ამ კამპუსში ისწავლება ხუთი საინჟინრო დისციპლინა "სამრეწველო", "სამშენებლო", "ელექტროენერგია-ტელეკომუნიკაცია", "ელექტროენერგია-ელექტრონიკა" და "კომპიუტერი". გარკვეული გეგმები და მიზნები აქვს უნივერსიტეტის „მეცნიერული და საერთაშორისო თანამშრომლობის მართვის ცენტრს“ საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებისა და ერთობლივი კვლევითი პროექტების განსახორციელებლად უცხოურ უნივერსიტეტებთან და სხვა სამეცნიერო და კვლევით ცენტრებთან.
სახელი | ურმიის უნივერსიტეტი |
ქვეყანა | ირანი |
მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი | 301 |
ტიპი | სამთავრობო |
სტუდენტების საერთო რაოდენობა | 17000 |
კონტაქტები | 044-32752741 |
ვებგვერდი | https://en.urmia.ac.ir/ |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: