იმამ ხოეინის საერთაშორისო უნივერსიტეტი
იმამ ხოეინის საერთაშორისო უნივერსიტეტი
იმამ ხომეინის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საგანმანათლებლო საქმიანობა 1996 წელს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საბჭოს მეჯლისის მიერ უნივერსიტეტის დაარსების კანონის გამოცემის შემდეგ დაიწყო. მან დღემდე ასამდე ქვეყნის ძვირფას სტუმარს უმასპინძლა და ახლაც პატივი აქვს, უმასპინძლოს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან. უცხოელი სტუდენტები ბაკალავრიატის საფეხურის 30-ზე მეტ, მაგისტრატურის 70-ზე მეტ და დოქტორანტურის 30 მიმართულებაზე სწავლობენ. უნივერსიტეტში 33 სასწავლო ჯგუფი მეცნიერების შესწავლითაა დაკავებული.
ამჟამად უნივერსიტეტში სპარსული ენის სასწავლო ცენტრი და 7 ფაკულტეტი ფუნქციონირებს: ისლამური მეცნიერებები და კვლევები, ლიტერატურა და ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, ფუნდამენტური მეცნიერებები, ტექნიკური და საინჟინრო ფაკულტეტი, სოფლის მეურნეობა და ბუნებრივი რესურსები, არქიტექტურა და ქალაქგეგმარება. ამ უნივერსიტეტში 6509 ირანელი და 693 უცხოელი სტუდენტი ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 100-ზე მეტ სასწავლო მიმართულებაზე სწავლობს, 920 არაირანელი კი სპარსული ენის შესწავლითაა დაკავებული. ფაკულტეტებს შესაბამისი საგანმანათლებლო საშუალებები და აღჭურვილობა აქვთ, - 60-ზე მეტი სპეციალიზებული ლაბორატორია და სახელოსნო, ობსერვატორია, სათბური და კვლევითი ფერმა, 10-ზე მეტი კომპიუტერული ცენტრი, საკონფერენციო დარბაზები. სპარსული ენის სასწავლო ცენტრმა ამ დრომდე 90 ეროვნების 4000-ზე მეტი სტუდენტი მიიღო. ეს ცენტრი მეცნიერების, კვლევისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მიერ შერჩეულია, როგორც არაირანელებისათვის სპარსული ენის სწავლების ერთადერთი ოფიციალური სასწავლო ცენტრი.
უნივერსიტეტში 300 პროფესორ-მასწავლებელი სამეცნიერო საქმიანობითა და სწავლებითაა დაკავებული, მათ 77 პროცენტს ასისტენტ-პროფესორის ან უფრო მაღალი წოდება აქვს და ყველა მათგანი თავიანთი დარგის პროფესიონალია. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მრავალი ნაშრომი, გამოგონება და სამეცნიერო მიღწევა ეკუთვნით. მათ მიღწევებს შორის შევიძლია, გამოვყოთ: პირველი ადგილი 1983 წელს წიგნების თარგმნაში, მათემატიკის დარგში ყველაზე ციტირებადი პუბლიკაცია 2005-2010 წლებში, 334 გამოქვეყნებული სტატია საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში, 137 წიგნისა და თარგმანის ავტორობა, 15 გამოგონების რეგისტრაცია 1985 წლიდან დღემდე.
უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ფართობი 4060 კვადრატულ მეტრს აღემატება. მის ბეჭდურ სამეცნიერო რესურსებს შორისაა: 115840 არაბული და სპარსული წიგნი; 20398 უცხოური წიგნი; 55 სპარსული და უცხოური მიმდინარე ჟურნალი; 8000-ზე მეტი სპარსული და უცხოური ჟურნალის არქივი. 152 კვლევითი პროექტი და 3488 დისერტაცია. მონაცემთა ბაზებში უზრუნველყოფილია სრულ ტექსტებზე და ელექტრონულ რესურსებზე წვდომა.
უნივერსიტეტის საიტი:
http://www.ikiu.ac.ir/en/
ვირტუალური ტური იმამ ხომეინის საერთაშორისო უნივერსიტეტში:
სახელი | იმამ ხოეინის საერთაშორისო უნივერსიტეტი |
ქვეყანა | ირანი |
მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი | 151-200 |
ტიპი | სამთავრობო |
სტუდენტების საერთო რაოდენობა | 8127 |
უცხოელი სტუდენტების რაოდენობა | 1618 |
კონტაქტები | 0098-28-33780021 |
ვებგვერდი | http://www.ikiu.ac.ir/en/ |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: