ჰამადანის ბუ-ალი სინას სახელობის უნივერსიტეტი
ჰამადანის ბუ-ალი სინას სახელობის უნივერსიტეტი
ბუ-ალი სინას სახელობის უნივერსიტეტის დაარსების ბრძანება 1973 წელს გაიცა და უნივერსიტეტმა საგანმანათლებლო საქმიანობა, სხვადასხვა საფეხურზე 200 სტუდენტით, 1976 წელს დაიწყო. უნივერსიტეტის მთავარი კამპუსი თითქმის 250 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს, მისი ტერიტორიის საერთო ფართობი 205 ათასი ჰექტარია. ამ უნივერსიტეტში პროფესორებისა და სტუდენტების თანაფარდობა ერთი ოცდაორთანაა. უნივერსიტეტი ხშირად მასპინძლობს უცხოელ სტუდენტებსა და სპარსული ენის შესწავლით დაინტერესებულ არაირანელებს.
ბუ-ალი სინას უნივერსიტეტმა ვებომეტრიქსის (Webometrics) სარეიტინგო სისტემის მიხედვით მსოფლიოში 1825-ე, აზიაში 561-ე, შუა აზიაში მე-80, ირანის უნივერსიტეტებს შორის კი 23-ე ადგილი დაიკავა. როგორც ერთ-ერთი გავლენიანი უნივერსიტეტი, თაიმსის სარეიტინგო სისტემაში (Times Higher Education (THE)) იგი შემდეგ პოზიციებს იკავებს: საინჟინრო მეცნიერებები - 601-800, ფიზიკის მეცნიერებები - 801-1000, ბიოლოგიის მეცნიერებები - 800 +, აზიის ქვეყნების უნივერსიტეტებს შორის - 301-350.
ეს უნივერსიტეტი ლეიდენის სარეიტინგო სისტემაში (CWTS Leiden Ranking) მე-1000 ადგილს იკავებს. ISC-ის მონაცემების მიხედვით, ირანის საუკეთესო საჯარო უნივერსიტეტებს შორის მე-8, ხოლო ისლამური ქვეყნების უნივერსიტეტებს შორის 50-ე ადგილზეა. გარდა ამისა, იგი ციტირებადი პუბლიკაციების რაოდენობით ქვეყნის მასშტაბით მე-5 ადგილზეა და ციტირებადი მეცნიერების რაოდენობითაც მე-5 ადგილს იკავებს.
უნივერსიტეტს 440 აკადემიური პერსონალი, 700-მდე თანამშრომელი, 14 000 სტუდენტი და დაახლოებით 47 000 კურსდამთავრებული ჰყავს. ბუ-ალი სინას უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე 317 აქტიური სასწავლო მიმართულება არსებობს.
უნივერსიტეტში 13 ფაკულტეტია: ფუნდამენტური მეცნიერებები, ქიმია, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სპორტის მეცნიერებები, ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებები, ინჟინერია, სოფლის მეურნეობა, ხელოვნება და არქიტექტურა, ვეტერინარია, თუისერქანის ტექნიკური და ბუნებრივი რესურსები, კაბუდრაჰენგის ტექნიკური და ბუნებრივი რესურსები, რაზანის მენეჯმენტი და ბუღალტერია, ბაჰარის კვების მრეწველობა.
ამ ფაკულტეტებს შორის სამეცნიერო დონისა და სტუდენტების ჩარიცხვის კუთხით, ქიმიის, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, ფუნდამენტური მეცნიერებებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტები ლიდერობენ.
ბუ-ალი სინას უნივერსიტეტი გამორჩეულია თავისი სამეცნიერო მიღწევებითა და სრული განათლების ხელშეწყობით. ამ უნივერსიტეტის 9 პროფესორი და 4 კურსდამთავრებული მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ციტირებად მეცნიერთა შორის დასახელდა, რაც ამ უნივერსიტეტის რექტორატის, პროფესორ-მასწავლებლების, თანამშრომლებისა და სტუდენტების მრავალწლიანი შრომის შედეგია. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, ეს უნივერსიტეტი ქიმიის დარგში და აკადემიური პერსონალის პუბლიკაციების ციტირების სიხშირით, ირანსა და მსოფლიოში ინდექსად და ბრენდად ითვლება, რის საფუძველზეც, ბუ-ალი სინას უნივერსიტეტი, შეიძლება, მსოფლიოს ტოპ უნივერსიტეტების 1 პროცენტში ჩაითვალოს.
ბუ-ალი სინას უნივერსიტეტის მრეწველობისა და ბიზნესის ცენტრს, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების, ელექტრონიკისა და ელექტროენერგიის და სხვა სფეროებში 38 მოქმედი კომპანიითაა წარმოდგენილი, სტუდენტების, პროფესორების, ახალი ტექნოლოგიური გეგმებისა და იდეების მოზიდვის კუთხით, შესანიშნავი წინსვლა აქვს.
იგი კულტურულ და საზოგადოებრივ სფეროებში - 5 სტუდენტური სამეცნიერო გაერთიანებით, კულტურისა და ხელოვნების 13 სტუდენტური ცენტრით, 5 ისლამური სტუდენტური ორგანიზაციით და 23 აქტიური სტუდენტური პუბლიკაციით - ერთ-ერთი მოწინავე უნივერსიტეტია.
ბუ-ალი სინას უნივერსიტეტის ბუნების ისტორიის მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და მიმზიდველი სამეცნიერო მუზეუმია ირანში და რეგიონშიც კი, რომელსაც ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს. იგი მსოფლიო აღმოჩენებს, უნიკალურ ექსპონანტებს, მრავალი წლის განმავლობაში მთელი ირანიდან და მსოფლიოდან შეგროვებულ და მოპოვებულ გადაშენების პირას მყოფ ან უკვე გადაშენებულ ნიმუშებს და სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ძეგლებს მოიცავს და 9 მთავარი დარბაზითაა წარმოდგენილი. მუზეუმს ყოველწლიურად ათასობით დაინტერესებული პირი, ადგილობრივი და უცხოელი დამთვალიერებელი, დარგის მკვლევარი, მეცნიერი და სტუდენტი სტუმრობ.
უნივერსიტეტის საიტი:
სახელი | ჰამადანის ბუ-ალი სინას სახელობის უნივერსიტეტი |
ქვეყანა | ირანი |
მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი | 1825 |
ტიპი | სამთავრობო |
სტუდენტების საერთო რაოდენობა | 12000 |
კონტაქტები | 98-81-31400000+ |
ვებგვერდი | https://basu.ac.ir/en/home |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: