წარმომადგენლობა
ქურთისტანის სამედიცინო უნივერსიტეტი

ქურთისტანის სამედიცინო უნივერსიტეტი

ქურთისტანის სამედიცინო უნივერსიტეტი

ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვებამდე (1979 წ.) ქურთისტანის პროვინციაში მხოლოდ ერთი უმაღლესი განათლების ცენტრი არსებობდა, რომელიც დაკავშირებული იყო ქერმანშაჰის რაზის უნივერსიტეტთან. ამჟამად, ამ პროვინციის საუნივერსიტეტო ერთეულების რაოდენობა 47-ს შეადგენს, მათ შორის ქურთისტანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი პროვინციის ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო განათლების ცენტრია. ბოლო არსებული მონაცემებით, პროვინციაში სტუდენტების საერთო რაოდენობა დაახლოებით 60 ათასს შეადგენს.

 

ქურთისტანის სამედიცინო უნივერსიტეტის ისტორია

ქურთისტანის პროვინციაში სამედიცინო განათლებას საფუძველი ჩაეყარა 1988 წელს, საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის დაარსებით, როდესაც ამ პროვინციაში დაარსდა უმაღლესი განათლების ახალი ცენტრი. საგანმანათლებლო ცენტრში სტუდენტები მიიღებოდნენ ბაკალავრიატის საფეხურზე საექთნო და სამეანო საქმის სპეციალობით. ორი წლის შემდეგ ქურთისტანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი ოფიციალურად დაარსდა.

დღეს უნივერსიტეტში 38 მიმართულებაზე 2300-ზე მეტი ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტში 280 აკადემიური თანამშრომელია დასაქმებული. ქურთისტანის სამედიცინო  უნივერსიტეტში ხუთი ფაკულტეტია:

  1. მედიცინა
  2. სტომატოლოგია
  3. საზოგადოებრივი ჯანდაცვა
  4. საექთნო და სამეანო საქმე
  5. პარამედიცინა

2011 წელს ქალაქ საყეზში (ქალაქი დასავლეთ ირანში, ქურთისტანის პროვინცია) დაარსდა ქურთისტანის სამედიცინო უნივერსიტეტის ფილიალი "საყეზის ჯანდაცვის განათლების ინსტიტუტი", სადაც საექთნო საქმე ისწავლება.

ქურთისტანი სამედიცინო უნივერსიტეტის ზედამხედველობის ქვეშ, პროვინციის მოსახლეობას მომსახურებას უწევს 19 სპეციალიზებული და სუპერ სპეციალიზებული კლინიკა და 15 სპეციალიზებული და სუპერ სპეციალიზებული საავადმყოფო, აგრეთვე 53 სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორია, 45 რენტგენოგრაფიული ცენტრი, 618 ჯანმრთელობის ცენტრი, 148 საქალაქო და სასოფლო ჯანმრთელობის ცენტრი, 112 საქალაქო ჯანდაცვის ცენტრი და 43 საგზაო და საქალაქო სასწრაფო დახმარების ცენტრი.

ქურთისტანის სამედიცინო უნივერსიტეტის კვლევისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი არის ამ უნივერსიტეტის კვლევითი საქმიანობის წარმმართველი მთავარი უფლებამოსილი ორგანო. ჯანდაცვის ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი წარმოადგენს ამ დეპარტამენტის ერთ-ერთ ქვედანაყოფს, რომელიც მუშაობს სამედიცინო მეცნიერებათა სფეროში ტექნოლოგიების შექმნისა და მკვლევართა კვლევების შედეგების კომერციალიზაციის მიზნით. უნივერსიტეტში ფილიალები გახსნეს ჯანდაცვის სხვადასხვა დარგის რამდენიმე კვლევითმა და საწარმოო კომპანიამ. ასევე კვლევისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტში დაარსდა "მრეწველობასთან და სტანდარტებთან ურთიერთობის" ცენტრი ჯანდაცვის მომსახურების სფეროში მკვლევრებსა და აქტიურ მრეწველებს შორის ურთიერთობის გასაძლიერებლად.

 

ქურთისტანის სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო პოზიცია და საქმიანობა

2023 წელს ქურთისტანის სამედიცინო უნივერსიტეტი Times-ის რეიტინგის სისტემაში 351-დან 400-მდე ადგილით და მეორე საუკეთესო უნივერსიტეტია ირანში. ამ ანგარიშში ქურთისტანის სამედიცინო უნივერსიტეტს მიენიჭა პირველი ადგილი ირანის სამედიცინო უნივერსიტეტებს შორის. ეს რეიტინგული სისტემა  უნივერსიტეტების რეიტინგს 13 ინდიკატორის მიხედვით ადგენს განათლების, კვლევის, ცოდნის გადაცემის და საერთაშორისო პერსპექტივის ოთხ სფეროში. ქურთისტანის სამედიცინო უნივერსიტეტი მსოფლიოში 36-ე ადგილზეა.

ანალოგიურად, 2023 წელს გამოქვეყნებულ Round University Ranking-ში, ქურთისტანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტმა დაიკავა 545-ე ადგილი მსოფლიო უნივერსიტეტებს შორის და მე-8 ადგილი ირანის უნივერსიტეტებს შორის.

ყოველწლიურად უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას  უცხოელი სტუდენტებისთვის. უცხოელი სტუდენტების ბოლო მიღება გამოცხადდა 2023 წელს პროფესიული დოქტორის, სპეციალიზებული დოქტორისა და კლინიკური სპეციალიზებული დოქტორის მიმართულებით. უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტების მიღების პროცესი ეფუძნება სხვადასხვა სპეციალობის ხელმისაწვდომ შესაძლებლობებს.

სახელი ქურთისტანის სამედიცინო უნივერსიტეტი
ქვეყანა ირანი
ტიპისამთავრობო
სტუდენტების საერთო რაოდენობა2551
კონტაქტები08733229494
ვებგვერდიhttps://www.muk.ac.ir/Page?pageId=477

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: