წარმომადგენლობა
ჯონდიშაფურის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი

ჯონდიშაფურის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი

ჯონდიშაფურის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი

დაახლოებით 1800 წლის წინ, ირანში ცივილიზაციის პროგრესის შედეგად დაარსდა უმაღლესი განათლების რამდენიმე ცენტრი, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო „ჯონდიშაფურის აკადემია“, რომელიც შეიქმნა III საუკუნეში სასანიდი მეფის შაპურ I -ის დროს. ამბობენ, შაპურმა ბრძანა ეთარგმნათ ბერძნული სამედიცინო ლიტერატურა ფაჰლაურ ენაზე. მოგვიანებით ამ ტერიტორიაზე დაარსდა დიდი საავადმყოფო და ჩამოყალიბდა უნიკალური სამედიცინო სკოლა. მიუხედავად იმისა, რომ ჯონდიშაფურში მედიცინის გარდა, ფილოსოფია, თეოლოგია და მეცნიერებაც ისწავლებოდა, ის ძირითადად ცნობილი იყო როგორც საავადმყოფო და სამედიცინო სკოლა. სწორედ ამიტომ, ხუზისტანის პროვინციის უდიდეს სამედიცინო სკოლას, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ირანის სამედიცინო მეცნიერებათა ერთ-ერთი უდიდესი უნივერსიტეტი, ეწოდა "ჯონდიშაფურის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი".

 

ჯონდიშაფურის სამედიცინო უნივერსიტეტის ისტორია

აჰვაზში მედიცინის ფაკულტეტი1951 წელს დაიწყო, რამაც საფუძველი ჩაუყარა ამ ქალაქში თანამედროვე სამედიცინო განათლების ჩამოყალიბებას. თავდაპირველად მედიცინის ფაკულტეტი აჰვაზის ჯონდიშაფურის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებობდა (ახლანდელი აჰვაზის შაჰიდ ჩამრანის უნივერსიტეტი). გარკვეული პერიოდის შემდეგ, მედიცინის ფაკულტეტს სხვა ფაკულტეტებიც დაემატა, მათ შორის1968 წელს საექთნო და სამეანო საქმის ფაკულტეტი, რომელმაც პირველივე წელს 20 ქალი სტუდენტი მიიღო. 1986 წელს, მას შემდეგ რაც მიღებულ იქნა კანონი სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტების დამოუკიდებელი გამოყოფის შესახებ, სამედიცინო პროფილის ფაკულტეტები გამოეყო აჰვაზის შაჰიდ ჩამრანის უნივერსიტეტს და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი  „აჰვაზის ჯონდიშაფურის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი“. ამჟამად უნივერსიტეტში სწავლობს 6400-მდე სტუდენტი; ჰყავს 650 აკადემიური პესონალი; ჯონდიშაფურის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტს შვიფი ფაკულტეტი აქვს:

  1. მედიცინა
  2. ჯანდაცვა
  3. ფარმაცია
  4. რეაბილიტაცია
  5. პარამედიცინა
  6. სტომატოლოგია
  7. ტრადიციული მედიცინა
  8. საექთნო და სამეანო საქმე

გარდა ამისა, უნივერსიტეტს აქვს უმაღლესი განათლების ორი შვილობილი ცენტრი, კერძოდ, საექთნო სკოლა ქალაქ ბუსტანში და უმაღლესი განათლების ინსტიტუტი ქალაქ შუშტარში. უნივერსიტეტს ასევე აქვს თვითმმართველი კამპუსი.

გარდა ამისა, აჰვაზ ჯონდიშაფურის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის ზედამხედველობით ფუნქციონირებს 9 საავადმყოფო და 20 სამედიცინო ცენტრი. ჯონდიშაფურის სამედიცინო უნივერსიტეტის კვლევითი საქმიანობა მიმდინარეობს 27 კვლევით ცენტრში.

 

ჯონდიშაფურის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთაშორისო საქმიანობა და სტატუსი

2022 წელს აკადემიური წლის დასასრულს ჯონდიშაფურის სამედიცინო უნივერსიტეტში 170 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა. უნივერსიტეტის განცხადების თანახმად, მომდევნო წლებში, უნივერსიტეტში არაირანელი სტუდენტების მოზიდვის შესაძლებლობების ზრდასთან ერთად, მოიმატებს უცხოელი სტუდენტების რაოდენობაც.

ამ უნივერსიტეტმა თავი წარმოაჩინა, როგორც ირანის ერთ-ერთმა საუკეთესო უნივერსიტეტმა სარეიტინგო ინსტიტუტების მიერ მოწოდებულ სხვადასხვა რეიტინგში. მაგალითად, შანხაის 2023 წლის სარეიტინგო სისტემაში,  აჰვაზის ჯონდიშაფურის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი 301-400 პოზიციას იკავბეს და ირანის საუკეთესო ოთხ უნივერსიტეტს შორისაა კლინიკური მედიცინის სფეროში. ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, ჯონდიშაფურის სამედიცინო უნივერსიტეტი იკავებს 401-500 პოზიციას, რაც მას ირანის უმაღლესი განათლების ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრად აქცევს.

ანალოგიურად, 2023 წელს გამოქვეყნებულ Times-ის რეიტინგის სისტემაში, ეს უნივერსიტეტი მე-10 ადგილზე იყო ირანის უნივერსიტეტებს შორის და მეხუთე ადგილზე ირანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტებს შორის. ასევე, 2021 წლის ISC რეიტინგის სისტემაში, აჰვაზ ჯუნდიშაპურის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი მოიაზრება ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტად სამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებათა საგნობრივ სფეროში და იკავებს 601-700 პოზიციას.

სახელი ჯონდიშაფურის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი
ქვეყანა ირანი
მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი301
ტიპისამთავრობო
სტუდენტების საერთო რაოდენობა6400
უცხოელი სტუდენტების რაოდენობა170
კონტაქტები0613367543
ვებგვერდიhttps://ajums.ac.ir/

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: