ქურთისტანის უნივერსიტეტი
ქურთისტანის სახელმწიფო უნივერსიტეტი ირანის დასავლეთში, ქურთისტანის პროვინციაში, ქალაქ სანანდაჯში მდებარეობს. მან საგანმანათლებლო საქმიანობა "სანანდაჯის უმაღლესი სასწავლებლის" სახელით 1974 წელს დაიწყო და თეირანის მასწავლებელთა მოსამზადებელ უნივერსიტეტს ექვემდებარებოდა. 1991 წელს მეცნიერების, კვლევისა და ტექნოლოგიების სამინისტრომ იგი, როგორც "ქურთისტანის უნივერსიტეტი", ოფიციალურად ცნო. უნივერსიტეტს 7 ფაკულტეტი და სხვადასხვა საფეხურებზე 80 სასწავლო პროგრამა აქვს. ამ უნივერსიტეტში 350 პროფესორ-მასწავლებელი ასწავლის და პროფესიულ, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე 10 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. 2015 წელს, ირანში პირველად, ამ უნივერსიტეტში ქურთული ენისა და ლიტერატურის მიმართულება ამოქმედდა და 40 სტუდენტი მიიღო.
ფაკულტეტები:
ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი; ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; ფუნდამენტურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; ბუნებრივი რესურსების ფაკულტეტი; სოფლის მეურნეობის ფაკულტეტი; საინჟინრო ფაკულტეტი; ხელოვნებისა და არქიტექტურის ფაკულტეტი;
სამეცნიერო-კვლევითი და დაქვემდებარებული ცენტრები:
ნანოტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი; სამკურნალო მცენარეების კვლევითი განყოფილება; მარწყვის კვლევითი ცენტრი; ქურთისტანმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი; საზღვაო ინჟინერიის და მეცნიერებების კვლევითი ცენტრი; მიკრო და ჭკვიანი ქსელების კვლევითი ცენტრი; სატყეო განვითარებისა და კვლევის ცენტრი; ტექნოლოგიური ერთეულების განვითარების ცენტრი.
თაიმსის სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ გამოქეყნებული უახლესი შედეგების მიხედვით, 2021 წლის უნივერსიტეტთა გავლენიანობის რეიტინგში ქურთისტანის უნივერსიტეტი ირანის უნივერსიტეტებს შორის მე-15 ადგილზე, ირანის სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის მე-7 ადგილზე, მსოფლიოს უნივერსიტეტების რეიტინგში კი 601-800 ადგილზეა.
უნივერსიტეტის საიტი:
სახელი | ქურთისტანის უნივერსიტეტი |
ქვეყანა | ირანი |
მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი | 601-800 |
ტიპი | სამთავრობო |
სტუდენტების საერთო რაოდენობა | 10000 |
კონტაქტები | 8-33664600-087 |
ვებგვერდი | https://uok.ac.ir/ |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: