წარმომადგენლობა
ირანის ნავთობის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ნავთობით მდიდარ ქვეყანაში

ირანის ნავთობის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ნავთობით მდიდარ ქვეყანაში

ირანის ნავთობის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ნავთობით მდიდარ ქვეყანაში

ირანი ნავთობით მდიდარი ქვეყანაა და ნავთობისა და გაზის რესურსების მხრივ ის მსოფლიოს პირველ ქვეყნებს შორისაა. ამ საკითხმა ირანის ნავთობის ინდუსტრიაში კვალიფიციური კადრების საჭიროება გააჩინა; სწორედ ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვანი საჭიროების დასაკმაყოფილებლად დაარსდა „ნავთობის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი“, რომლის მიზანი იყო ტექნიკური და სპეციალიზებული ცოდნის მქონე კადრები აღზრდა ნავთობის რესურსების უკეთესი ათვისებისთვის. უნივერსიტეტი ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის ზედამხედველობის ქვეშ ფუნქციონირებს.

 

უნივერსიტეტის ისტორია

ირანში და დასავლეთ აზიაში პირველი სანავთობო ჭაბურღილის გათხრა 1907 წელს დაიწყო ხუზისტანის პროვინციაში, ქალაქ მასჯედე სოლეიმანის ახლოს. 1908 წლის 26 მაისს, ჭაბურღილში პირველი ნავთობი ამოვიდა. ეს თარიღი ირანის სანავთობო წარმოების განვითარების და ირანის  ისტორიის ახალი თავის დასაწყისად არის მიჩნეული. ამ მოვლენიდან დაახლოებით ოცდაათი წლის შემდეგ, 1939 წელს, დაარსდა ნავთობის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომლის მიზანიც იყო ამ ახალი ინდუსტრიის მხარდაჭერა და გაძლიერება კვლევისა და კვალიფიციური კადრების მომზადების თვალსაზრისით. უნივერსიტეტის სახელწოდება რამდენჯერმე შეიცვალა. თავდაპირველად უნივერსიტეტს „ნავთობის მრეწველობის ტექნიკური კოლეჯი“ ერქვა, 1958 წლიდან კი „ნავთობის ტექნოლოგიური ინსტიტუტი“ ეწოდა. უნივერსიტეტში სტუდენტების მიღება 1979 წლამდე ხდებოდა აბადანში (ქალაქი მდებარეობს სამხრეთ ირანში, ხუზისტანის პროვინციაში), მაგრამ ირანში ერაყის სამხედრო შემოჭრის გამო, უნივერსიტეტის საქმიანობა მცირე ხნით შეჩერდა. საბოლოოდ, საქმიანობის გაფართოებისა და სტუდენტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, 1989 წელს უნივერსიტეტად გადაკეთდა.

 

ნავთობის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ფაკულტეტები

ადვევ ნავთობის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი შედგება ოთხი ფაკულტეტისაგან (ოთხ სხვადასხვა ქალაქში) და გვთავაზობს 13 საბაკალავრო, 11 სამაგისტრო და სამ სადოქტორო პროგრამას:

  • აჰვაზის ნავთობის ფაკულტეტი (PUT Ahvaz)
  • აბადანის ნავთობის ფაკულტეტი (PUT Abadan)
  • თეირანის ნავთობის ფაკულტეტი (N.I.O.C. ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსების სკოლა) (PUT Tehran),
  • მაჰმუდაბადის საზღვაო მეცნიერებათა ფაკულტეტი (PUT Mahmudabad).

უნივერსიტეტს ასევე აქვს ოთხი კვლევითი ცენტრი: აჰვაზის ფაკულტეტის ნავთობის კვლევითი ცენტრი; აბადანის ფაკულტეტის ნავთობის კვლევითი ცენტრი; თეირანის ფაკულტეტის ნავთობის კვლევითი ცენტრი და მაჰმუდაბადის საზღვაო მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფშორული ნავთობისა და გაზის მრეწველობის კვლევის ცენტრი. უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლოს მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან.

 

კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის ცენტრი

„ნავთობის მრეწველობის ფიზიკური აქტივების მართვის სისტემის განვითარების ცენტრი", ერთ-ერთია უნივერსიტეტის სხვა ცენტრებს შორის და მწარმოადგენს ერთადერთი აქტიური სამეცნიერო ცნობარს ფიზიკური აქტივების მართვის სფეროში ირანში.  ცენტრი  გამოსცემს სპეციალიზებულ ჟურნალს "პეტროფამ".

ნავთობის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ბიზნეს ინკუბატორი, რომელიც მხარს უჭერს უნივერსიტეტთან დაკავშირებულ კვლევით ერთეულებსა და ინდუსტრიებს სტარტაპების სახით, რომლებიც თავისმხრივ სხვადასხვა ტექნოლოგიების სფეროში მუშაობენ. ცენტრში მიღებული ერთეულები იღებენ სამიდან ხუთ წლამდე მხარდაჭერას, მათ შეუძლიათ გამოიყენონ უნივერსიტეტის მკვლევარების სამეცნიერო მიღწევები, იდეების სტაბილიზაციისა და მასობრივი წარმოების ეტაპებზე მომგებიანობის მისაღწევად.

სახელი ირანის ნავთობის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ნავთობით მდიდარ ქვეყანაში
ქვეყანა ირანი
კონტაქტები06153153000
ვებგვერდიhttps://www.put.ac.ir/

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: