წარმომადგენლობა
ისპაჰანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი

ისპაჰანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი

ისპაჰანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი

ისპაჰანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი  დაარსდა 1946 წელს, როგორც ისპაჰანის სამედიცინო განათლების უმაღლესი სკოლა. ამჟამად ეს უნივერსიტეტი ჩართულია ისპაჰანის სამედიცინო და ჯანდაცვის პროცესების მართვის საკითხებში. უახლესი სტატისტიკის მიხედვით, ისპაჰანის სამედიცინო უნივერსიტეტისა და მასთან დაკავშირებული ინსტიტუტების მომსახურებით დაახლოებით ოთხი მილიონ 700 ათასი ადამიანი სარგებლობს.

 

 

ისპაჰანის სამედიცინო უნივერსიტეტის ისტორია

ისპაჰანის ჯანდაცვის უმაღლესი სკოლა დაარსდა ისპაჰანიში, აჰმადაბადის უბანში მდებარე პატარა სახლში. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამ სკოლის მთავარი ბირთვი გადავიდა ცნობილ საადის საშუალო სკოლაში, რათა საადის სკოლის ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები გამოეყენებინათ  განათლების პროცესისთვის. ოთხი წლის შემდეგ, 1950 წელს, ისპაჰანის ჯანდაცვის უმაღლესი სკოლასთან საგანმანათლებლოს საქმიანობა დაიწყო "სამედიცინო კოლეჯმა", რომელმაც შეძლო ექვსწლიანი სასწავლო კურსის ლიცენზიის მოპოვება, რომლის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულს მედიცინისა და ქირურგიის ბაკალავრის ხარისხი ენიჭებოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ისპაჰანის ჯანდაცვის უმაღლესი სკოლა გაერთიანდა  სამედიცინო კოლეჯთან.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, 1955 წელს, სასწავლებელში ჩამოყალიბდა ფარმაცევტული ფაკულტეტი, რომელმაც ორი წლის შემდეგ ცალკე ინსტიტუტად გააგრძელა საქმიანობა. სამი წლის შემდეგ კი ისპაჰანის სამედიცინო კოლეჯის, ფარმაცევტული ინსტიტუტს და ახლად დაარსებული ლიტერატურის ფაკულტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდა „ისპაჰანის უნივერსიტეტი“. სამი ახალი აკადემიური კურსის - ფარმაკოლოგიის, განათლების და საექთნო საქმის დამატებით და სორაიასა და ხორშიდის სამედიცინო ცენტრებთან სპეციალური საუნივერსიტეტო კლინიკის დაარსებით 1968 წელს, დაჩქარდა უნივერსიტეტის განვითარება. მომდევნო წლებში უნივერსიტეტის სტრუქტურას დაემატა მიკრობიოლოგიის, პარაზიტოლოგიისა და სამედიცინო დიაგნოსტიკის კურსები და სტომატოლოგიის ფაკულტეტი. საბოლოოდ 1985 წელს, სამედიცინო უნივერსიტეტების ცალკე უნივერსიტეტებად გამოყოფის შესახებ კანონის თანახმად, შექმნა და დამოუკიდებლად დაიწყო საქმიანობა ისპაჰანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტმა.

 

ისპაჰანის სამედიცინო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა

ისპაჰანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტში 10 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი1000 აღემატება. სამედიცინო უნივერსიტეტს აქვს 10 ფაკულტეტი:

  1. ჯანდაცვის ფაკულტეტი
  2. საექთნო და სამეანო საქმის ფაკულტეტი
  3. მედიცინის ფაკულტეტი
  4. პარამედიცინის ფაკულტეტი
  5. კვების და კვების მეცნიერებათა ფაკულტეტი
  6. ფარმაციის და ფარმაკოლოგიურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  7. სტომატოლოგიური ფაკულტეტი
  8. სარეაბილიტაციო მეცნიერებათა ფაკულტეტი
  9. სამედიცინო ტექნოლოგიების ფაკულტეტი
  10. ჯანდაცვის მენეჯმენტი და საინფორმაციო სისტემების ფაკულტეტი

გარდა ამისა, ამ უნივერსიტეტთან არის დაკავშირებული ქალაქ ხომეინშაჰრის ჯანდაცვის საგანმანათლებლო ინსტიტუტი. ისპაჰანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის მეთვალყურეობით ასევე მუშაობს 39 საგანმანათლებლო და სამედიცინო ცენტრი და საავადმყოფო და 46 კვლევითი ცენტრი. უნივერსიტეტის სამი კვლევითი ინსტიტუტი აქვს: "სტომატოლოგიურ მეცნიერებების", "არაგადამდებ სნეულებათა პირველადი პრევენციის" და "კარდიოლოგიის", რომლებიც ატარებენ კვლევებს სპეციალიზებულ სფეროებში. უნივერსიტეტი აქვეყნებს 18 სამეცნიერო ჟურნალს (7 სპარსულ და 11 ინგლისურ ენაზე), რომლებშიც გამოქვეყნებულია უნივერსიტეტის და სხვა მკვლევართა კვლევის შედეგები მედიცინისა და ჯანმრთელობის დარგებში.

 

ისპაჰანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთაშორისო პოზიცია და საქმიანობა

Times Institute-ის მიერ 2023 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ისპაჰანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი მეორე ადგილზეა ირანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტებს შორის, რაც 2022 წელთან შედარებით ერთი საფეხურით გაუმჯობესებული შედეგია. ამ უნივერსიტეტმა ასევე მოიპოვა ირანის საუკეთესო უნივერსიტეტის ტიტული შანხაის რეიტინგის სისტემაში 2023 წელს, საექთნო სფეროში, პოზიციით 201-300. 2021 წლის ISC რეიტინგის სისტემაში, ისპაჰანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი პოზიციით 501-600, ირანის  საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის იყო.

ისპაჰანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტს გააფორმებული აქვს ურთიერთგაგების მემორანდუმები გერმანიის, იაპონიის, სამხრეთ კორეის ზოგიერთ საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრთან ერთობლივი კვლევითი პროექტების განსახორციელებლად. ასევე პერიოდულად ატარებს ერთობლივ შეხვედრებსა და სემინარებს უცხოელი პროფესორებისა და მკვლევრების მონაწილეობით.

არსებული ვაკანსიებისა და შესაძლებლობების მიხედვით, ისპაჰანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი ყოველწლიურად აცხადებს მიღებას უცხოელი სტუდენტების შეზღუდული რაოდენობისთვის.

 

სახელი ისპაჰანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი
ქვეყანა ირანი
მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი201
ტიპისამთავრობო
სტუდენტების საერთო რაოდენობა10000
უცხოელი სტუდენტების რაოდენობა400
კონტაქტები03136680048
ვებგვერდიhttps://mui.ac.ir/fa

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: