თეირანის სახელმწიფო უნივერსიტეტი უდიდესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ირანში. მას დედა უნივერსიტეტს და უმაღლესი განათლების სიმბოლოს უწოდებენ. იგი 1934 წელს დაარსდა და 25 ფაკულტეტს, 9 კამპუსს და 16 კვლევით ცენტრს მოიცავს.
- საინჟინრო მეცნიერებათა ფაკულტეტი
- ფუმანის ტექნიკური ფაკულტეტი
- კასპიის ტექნიკური ფაკულტეტი
- მეცნიერებათა კამპუსი
- მათემატიკის, სტატისტიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტი
- გეოლოგიის ფაკულტეტი
- ბიოლოგიის ფაკულტეტი
- სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების კამპუსი
- ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფაკულტეტი
|
- აბურაიჰანის კამპუსი
- მებაღეობის დეპარტამენტი
- ენტომოლოგიისა და მცენარეთა დაავადებათა დეპარტამენტი
- მეცხოველეობისა და მეფრინველეობის მეცნიერებათა დეპარტამენტი
- სახვითი ხელოვნების კამპუსი
- არქიტექტურის ფაკულტეტი
- ქალაქგეგმაების ფაკულტეტი
- ვიზუალური ხელოვნების ფაკულტეტი
- ფარაბის კამპუსი
- მენეჯმენტისა და ბუღალტრული აღრიცხვის ფაკულტეტი
|
- სხვა რეგიონალური კამპუსები
- იალბუზის კამპუსი
- არასის საერთაშორისო კამპუსი
- ქიშის საერთაშორისო კამპუსი
- ლიტერატურისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
- თეოლოგიისა და ისლამმცოდნეობის ფაკულტეტი
- იურიდიული და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი
- ეკონომიკის ფაკულტეტი
- სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი
- თანამედროვე ტექნოლოგიების და მეცნიერებათა ფაკულტეტი
|
თეირანის უნივერსიტეტი 3 სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, 3 კვლევით ინსტიტუტს, იუნესკოს 3 კათედრასა და 19 წამყვან სამეცნიერო ცენტრს აერთიანებს. მას ირანში უდიდესი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა აქვს ბიბლიოთეკის შენობა ცხრასართულიანია და ფართობით 22 000 კვადრატულ მეტრს აღემატება. უნივერსიტეტი ამჟამად 139 დარგობრივ ჟურნალს გამოსცემს, მათგან 97 მეცნიერებების, კვლევისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მიერ ავტორიტეტულ სამეცნიერო-კვლევით გამოცემად არის აღიარებული. თაიმსის უმაღლესი განათლების (ТНЕ) 2021 წლის რეიტინგში აზიის ქვეყნებს შორის თეირანის უნივერსიტეტი 104-ე ადგილს იკავებს.
უნივერსიტეტის საიტის ბმული: