წარმომადგენლობა
თავრიზის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი, 750 წლიანი სამედიცინო განათლების გაგრძელებელი თავრიზში

თავრიზის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი, 750 წლიანი სამედიცინო განათლების გაგრძელებელი თავრიზში

თავრიზის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი, 750 წლიანი სამედიცინო განათლების გაგრძელებელი თავრიზში

750 წელზე მეტი ხნის წინ (XIII ს.) თავრიზში არსებობდა უნივერსიტეტი „რაბე რაშიდი“. ეს უზარმაზარი სამეცნიერო და საგანმანათლებლო კომპლექსი დააარსა იმ პერიოდის სახელმწიფო მოღვაწემ, ექიმმა და ენციკლოპედისტმა, ილხანთა ვეზირმა რაშიდ ად-დინ ფაზლოლლაჰ ჰამედანიმ. ვინაიდან რაშიდ ად-დინი ექიმი იყო, რაბე რაშიდის სამედიცინო სკოლას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა და ითვლებოდა რეგიონში სამედიცინო კვლევისა და მკურნალობის მოწინავე ცენტრად. რაბე რაშიდის სამედიცინო სკოლაში სწავლების განსაკუთრებული მეთოდი არსებობდა - თითოეული ექიმი პაციენტების მკურნალობის პროცესში ასწავლიდა 5-10 სტუდენტს ორ ცვლაში, დილით (თეორიული მეცადინეობა) და საღამოს (პრაქტიკული მეცადინეობა). ხუთი წლის შემდეგ სტუდენტები სწავლების სრულ კურსს ასრულებდნენ და ეძლეოდათ ე.წ. "ნებართვა" რაც დღევანდელი მედიცინის და ქირურგიის ბაკალავრის ხარისხის ტოლფასი იყო. ამ საავადმყოფოსა და უნივერსიტეტის თითოეული პაციენტი სამი სახის შემწეობას იღებდა - ჰიგიენისთვის, კვებისა და ტანსაცმლისათვის.

ახლა, შვიდ საუკუნეზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ, თავრიზის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი "რაბე რაშიდის" სამედიცინო სკოლის მემკვიდრეა და პასუხისმგებელია ამ ქალაქის მოსახლეობისთვის სამედიცინო და ჯანდაცვის სერვისების მიწოდებაზე. თავრიზის სამედიცინო უნივერსიტეტმა ოფიციალურად დაიწყო საქმიანობა 1947 წელს. პირველ სასწავლო წელს დასაქმდა 10 ექიმი, რომლებიც 75 სტუდენტის აძლევდა სამედიცინო განათლებას. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის გაძლიერების მიზნით, ორი წლის შემდეგ უნივერსიტეტში 10 ირანელი და ოთხი ავსტრიელი ექიმი მიიწვიეს . პარალელურად, უნივერსიტეტის მეთვალყურეობის ქვეშ ექვსი საავადმყოფო მუშაობდა. თავრიზის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტში თავდაპირველად სამი მიმართულება არსებობდა სამეანო საქმე, მედიცინა და ფარმაცია.

 

თავრიზის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა

ამჟამად, თავრიზის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტში დაახლოებით 9 ათასი სტუდენტი იღებს უმაღლეს განათლებას. უნივერსიტეტის სრულ განაკვეთზე აკადემიური პერსონალის რაოდენობა 890 აღწევს. უნივერსიტეტს აქვს 11 ფაკულტეტი:

  1. ჯანდაცვა
  2. საექთნო და სამეანო საქმე
  3. ფარმაცია
  4. პარამედიცინა
  5. კვება და კვების მრეწველობა
  6. ფარმაცია
  7. სტომატოლოგია
  8. ტრადიციული მედიცინა
  9. ფიზიკური ჯანმრთელობა და რეაბილიტაცია
  10. თანამედროვე სამედიცინო მეცნიერებები
  11. ჯანდაცვის მენეჯმენტი და საინფორმაციო სისტემა

უნივერსიტეტის მეთვალყურეობით ფუნქციონირებს 32 საგანმანათლებლო ერთეული და 30 კვლევითი ცენტრი. ყოველწლიურად უნივერსიტეტის სასწრაფო დახმარების ცენტრში ორ მილიონზე მეტი ვიზიტი ხორციელდება, ჩატარებული ოპერაციების რაოდენობა კი წელიწადში 280 ათასს შეადგენს.

თავრიზის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი გამოსცემს 13 სპეციალიზებულ სამედიცინო ჟურნალს. პირველი სამედიცინო ჟურნალი გამოიცა 1951 წელს და მას შემდეგ რეგულარულად იბეჭდება.

 

თავრიზის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთაშორისო საქმიანობა და სტატუსი

უნივერსიტეტის ოფიციალური ინფორმაციით, 2023 წელს უნივერსიტეტში 463 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა. თავრიზის სამედიცინო უნივერსიტეტი  ყოველწლიურად აცხადებს მიღებას უცხოელი სტუდენტებისთვის.

უნივერსიტეტში არსებობს "საერთაშორისო ურთიერთობების მართვის" ცენტრი, რომლის მთავარი ამოცანაა უცხოურ უნივერსიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება, ერთობლივი შეხვედრების გამართვა სხვადასხვა ქვეყნის აკადემიური და კვლევითი ცენტრების მკვლევრებთან და პროფესორებთან. ამჟამად ეს უნივერსიტეტი თანამშრომლობს ათი სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო და კვლევით განყოფილებასთან.

საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, თავრიზის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი ირანის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტად მიიჩნევა. 2023 წელს გამოქვეყნებულ შანხაის რეიტინგულ სისტემაში, თავრიზის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი 151-200 პოზიციას იკავებდა და ირანში მესამე ადგილზე იყო კვების მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგში. ასევე, 201-300 პოზიციით ბიოტექნოლოგიის დარგში ირანში საუკეთესო უნივერსიტეტად დასახელდა. ანალოგიურად, კლინიკური მედიცინის სფეროებში 401-500 პოზიციით, საექთნო საქმეში 201-300 და ფარმაცევტულ მეცნიერებებში 401-500 პოზიციით, თავრიზის სამედიცინო უნივერსიტეტი ირანის საუკეთესო უნივერსიტეტებს შორისაა.

Times-ის რეიტინგის მიხედვით თავრიზის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი 2023 წელს 22-ე საუკეთესო უნივერსიტეტი იყო ირანში. ამ რეიტინგის სისტემაში თავრიზის სამედიცინო უნივერსიტეტი მეცხრე ადგილზე იყო ირანის სამედიცინო პროფილის უნივერსიტეტებს შორის. ანალოგიურად, 2021 წელს გამოქვეყნებულ ISC რეიტინგის სისტემაში, თავრიზის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი 501-600 პოზიციას იკავებდა და სამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებათა სფეროში და 451-500 სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა სფეროში.

სახელი თავრიზის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი, 750 წლიანი სამედიცინო განათლების გაგრძელებელი თავრიზში
ქვეყანა ირანი
მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი151
ტიპისამთავრობო
სტუდენტების საერთო რაოდენობა8500
უცხოელი სტუდენტების რაოდენობა463
კონტაქტები04133355921
ვებგვერდიhttps://www.tbzmed.ac.ir/

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: