წარმომადგენლობა
მაზანდარანის სამედიცინო უნივერსიტეტი და მისი უმაღლესი პოზიცია ირანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტებს შორის

მაზანდარანის სამედიცინო უნივერსიტეტი და მისი უმაღლესი პოზიცია ირანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტებს შორის

მაზანდარანის სამედიცინო უნივერსიტეტი და მისი უმაღლესი პოზიცია ირანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტებს შორის

საზოგადოებების განვითარებას და ჯანმრთელობის მნიშვნელობის გააზრებას, მოჰყვა სპეციალიზებული სამედიცინო სასწავლო და საზოგადოებრივი  ჯანდაცვის ცენტრების არსებობის აუცილებლობა. ქალაქ სარიში დაარსდა მაზანდარანის სამედიცინო უნივერსიტეტი, რომელიც ირანის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია ამ სფეროში. უნივერსიტეტის მიზანია სამედიცინო სფეროს სხვადასხვა დარგში კვალიფიციური  სპეციალისტების აღზრდა და მომზადება.

 

მაზანდარანის სამედიცინო უნივერსიტეტის ისტორია

მაზანდარანის სამედიცინო მეცნიერებათა და ჯანდაცვის  უნივერსიტეტს საფუძველი 1975 წელს, სარის სამეანო უმაღლესი სკოლის დაარსებით ჩაეყარა. მომდევნო ათწლეულის განმავლობაში სკოლა გაფართოვდა და 1988 წელს საექთნო და სამეანო ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. ურბანიზაციის მზარდმა პროცესებმა  მაზანდარანის პროვინციაში განაპირობა ორი უნივერსიტეტის - მაზანდარანის სამედიცინო უნივერსიტეტი (ქალაქ სარიში) და ბაბოლის სამედიცინო უნივერსიტეტი ერთმანეთისგან გამოყოფა და ცალ-ცალკე უმაღლესი განათლების ცენტრებად ჩამოყალიბება.

ამჟამად, მაზანდარანის სამედიცინო უნივერსიტეტი ჯანდაცვის სფეროში მომსახურებას უწევს სამ მილიონზე მეტ ადამიანს 1110 სასოფლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახლში, 315 სამედიცინო ცენტრში, 54 პოლიკლინიკასა და 21 ქსელურ და ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში. ბოლო წლებში სასოფლო დონეზე ჯანდაცვის სერვისების განვითარებით, უნივერსიტეტი ამ სფეროში მოწინავე ადგილს იკავებს ირანის მასშტაბით.

450-ზე მეტი პროფესორი ასწავლის და ამზადებს რვა ათასზე მეტ სტუდენტს სამედიცინო მეცნიერებების 104 სხვადასხვა დარგში შემდეგ შვიდ ფაკულტეტზე:

  1. მედიცინა
  2. ფარმაცია
  3. ჯანდაცვა
  4. საექთნო და სამეანო საქმე
  5. პარამედიცინა
  6. სტომატოლოგია
  7. ახალი სამედიცინო ტექნოლოგიები

ბეჰშაჰრის საექთნო ფაკულტეტი, ამოლის საექთნო და პარასამედიცინო ფაკულტეტები და რამსარის ავტონომიური კამპუსი, სამი საგანმანათლებლო ცენტრია, რომლებიც აფილირებულია ამ უნივერსიტეტთან.

მაზანდარანის სამედიცინო უნივერსიტეტი მართავს ოთხ ცოდნაზე დაფუძნებული კომპანიისა და 27 კვლევითი ცენტრის საქმიანობას, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში მოღვაწეობენ. უნივერსიტეტმა ასევე გამოსცემს ხუთ სამეცნიერო ჟურნალს სპარსულ და რვა ჟურნალს ინგლისურ ენებზე, სადაც ძირითადად იბეჭდება  სამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებათა დარგების მკვლევრების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. ამ უნივერსიტეტის კვლევითი საქმიანობა ხორციელდება  "კვლევისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის" მიერ, რომელიც დაარსდა 1991 წელს კვლევითი საქმიანობისა და კვლევითი ცენტრების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

 

მაზანდარანის სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო სტატუსი და საქმიანობა

საერთაშორისო საქმიანობის გაფართოების მიზნით, 2019 წელს უნივერსიტეტში შეიქმნა „საერთაშორისო საქმეთა დეპარტამენტი. საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის გარდა, დეპარტამენტი კოორდინირებას უწევს უნივერსიტეტის აქტივობებს მსოფლიო რეიტინგში პოზიციის გასაუმჯობესების მიზნით.  ვირტუალური საერთაშორისო კონფერენციებისა და შეხვედრების ორგანიზება და მსოფლიოში ცნობილი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების პროფესორებისა და მკვლევრების მოწვევა, ამ დეპარტამენტის სხვა მოვალეობებს შორისაა. მაზანდარანის სამედიცინო უნივერსიტეტმა მიიღო საერთაშორისო ფუნქციონირების ლიცენზია 2022 წლის ბოლოს და დაიწყო უცხოელი სტუდენტების მიღება. ლიცენზიის მიღების შემდეგ, პირველივე სასწავლო წელს უნივერსიტეტმა მიიღო 35 უცხოელი სტუდენტი.

საერთაშორისო მაჩვენებლების მხრივ, მაზანდარანის სამედიცინო უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი პოზიციები დაიკავა ირანის უნივერსიტეტებს შორის. მაგალითად, შანხაის რეიტინგის სისტემის 2023 წლის ანგარიშში, მაზანდარანის სამედიცინო უნივერსიტეტი ირანის სამ საუკეთესო უნივერსიტეტს შორის იყო კლინიკური მედიცინის დარგში რეიტინგით 201-დან 300-მდე. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში უნივერსიტეტმა ასევე აჩვენა მაღალი შეფასებები 301-დან 400-მდე რეიტინგით და თავი დამკვიდრდა როგორც ირანის ერთ-ერთმა საუკეთესო უნივერსიტეტმა.

ანალოგიურად, 2023 წელს გამოქვეყნებულ Times-ის რეიტინგული სისტემის ანგარიშში, მაზანდარანის სამედიცინო უნივერსიტეტი მეორე ადგილზე იყო ირანის სამედიცინო უნივერსიტეტებს შორის და მესამე ადგილზე ირანის ყველა სხვა უნივერსიტეტს შორის. ასევე, ISC რეიტინგის სისტემაში, უმაღლესი განათლების ეს ცენტრი ერთ-ერთი საუკეთესოა ირანში 501-დან 600-მდე რეიტინგით.

სახელი მაზანდარანის სამედიცინო უნივერსიტეტი და მისი უმაღლესი პოზიცია ირანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტებს შორის
ქვეყანა ირანი
მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი201-300
ტიპისამთავრობო
სტუდენტების საერთო რაოდენობა8200
უცხოელი სტუდენტების რაოდენობა35
კონტაქტები01133044000
ვებგვერდიhttps://www.mazums.ac.ir/

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: