წარმომადგენლობა
ჰამადანის სამედიცინო უნივერსიტეტი

ჰამადანის სამედიცინო უნივერსიტეტი

ჰამადანის სამედიცინო უნივერსიტეტი

ჰამადანი არის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ექიმის, აბუ ალი სინას (ლათინიზებული სახელი ავიცენა) დაბადების ადგილი. სახელგანთქმული ექიმი, ფილოსოფოსი და პოეტი აბუ ალი ალ-ჰუსეინ იბნ აბდულა იბნ ალ-ჰასან იბნ ალი იბნ სინა ალ-ბალხი ალ-ბუხარი დაიბადა ჰამადანში 980 წელს. არის ავტორი სისტემური შრომისა სახელწოდებით „სამკურნალო წიგნი“. ასევე ჩვენამდე ნაწილობრივ მოაღწია მისმა პოეტურმა მემკვიდრეობამ. აბუ ალი სინას გარდაიცვალა 1037 წელს მშობლიურ ქალაქ ჰამედანში, დაკრძალულია იქვე.  მის პატივსაცემად და უკვდავსაყოფად, ირანში 23 აგვისტოს ექიმის დღე აღინიშნება.

 

ჰამადანის სამედიცინო უნივერსიტეტის ისტორია

1972 წელს ირანსა და საფრანგეთს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზეც დაიწყო მუშაობა ჰამადანის ავიცენას სახელობის უნივერსიტეტმა. დაარსებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, უნივერსიტეტში დაარსდა მედიცინის, საექთნო საქმის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამი დარგი, რომელიც ქმნიდა უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ბირთვს. რამდენიმეწლიანი საქმიანობის შემდეგ, 1986 წელს ჰამადანის სამედიცინო უნივერსიტეტი დამოუკიდებელ საგანმანათლებლო ერთეულად ჩამოყალიბდა.

 

განათლება და კვლევითი საქმიანობა ჰამადანის სამედიცინო უნივერსიტეტში

უნივრსიტეტს ჰყავს 500-ზე მეტი აკადემიური პერსონალი. დღეისათვის უნივერსიტეტში შვიდი ათასზე მეტი სტუდენტი იღებს ცოდნას  სამედიცინო მეცნიერებათა 93 დარგში შემდეგ ფაკულტეტებზე:

  1. Საზოგადოებრივი ჯანდაცვა
  2. პაროდონტოლოგიის სკოლა
  3. საექთნო და სამეანო საქმე
  4. ფარმაცია
  5. მედიცინა
  6. პარამედიცინა
  7. რეაბილიტაცია
  8. სტომატოლოგია
  9. მოწინავე ტექნოლოგიები მედიცინაში

ნაჰავანდის პარასამედიცინო სკოლა, მალაიერის საექთნო სკოლა და ასადაბადის სამედიცინო მეცნიერებათა სკოლა, ჰამადანის სამედიცინო უნივერსიტეტის სხვა საგანმანათლებლო ერთეულებია პროვინციის სხვადასხვა ქალაქში.

ჰამადანის სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო კამპუსი 2013 წელს გაიხსნა. იმავე წელს მიიღო 140 სტუდენტი მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურზე. ეს კამპუსი მიზნად ისახავს დაეხმაროს ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების გაფართოებას ჯანმრთელობისა და მკურნალობის სფეროებში სამაგისტრო განათლების განვითარებით.

ჰამადანის სამედიცინო უნივერსიტეტში ოთხი კვლევითი ინსტიტუტი და 19 კვლევითი ცენტრია. უნივერსიტეტის ზედამხედველობის ქვეშ ფუნქციონირებს 19 საავადმყოფო, სამედიცინო ცენტრი, სამედიცინო სასწავლო ცენტრი და სპეციალიზებულ კლინიკა. ჰამადანის პროვინციის სხვადასხვა ქალაქში ასევე ფუნქციონირებს ჰამადანის სამედიცინო უნივერსიტეტთან აფილირებული ცხრა ჯანდაცვის ქსელი.

ჰამადანის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიხსნა ჯანმრთელობის ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი, რომლის მიზანია დაეხმაროს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს პროფესიაში და მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ინდუსტრიულ ერთეულებს ჯანდაცვის სფეროში. ცენტრი დაარსდა 2012 წელს და თავისი მოღვაწეობის მანძილზე განავითარა უახლესი ტექნოლოგიური ცენტრისა და მკვლევრების ახალი იდეები. ამავე ცენტრის მეთვალყურეობის ქვეშ ფუნქციონირებს „ინტელექტუალური საკუთრების და პატენტის“ და „მრეწველობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის“ ორი ოფისი, რათა უზრუნველყონ მკვლევრების მაქსიმალური მხარდაჭერა.

 

ჰამადანის სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო პოზიცია და საქმიანობა

ჰამადანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტების მიღების პროცესი დაიწყო 2020 წელს. 2023 წელს უნივერსიტეტმა მიიღო 500-ზე მეტი არაირანელი სტუდენტი. მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი სტუდენტები უმაღლეს განათლებას იღებენ ირანის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში  სპეციალობების 70%-ში, მედიცინის, სტომატოლოგიისა და ფარმაციის დარგებზე სტუდენტთა რაოდენობა   გაცილებით მეტია.

სახელი ჰამადანის სამედიცინო უნივერსიტეტი
ქვეყანა ირანი
ტიპისამთავრობო
სტუდენტების საერთო რაოდენობა4149
უცხოელი სტუდენტების რაოდენობა500
კონტაქტები08131310000
ვებგვერდიhttp://www.umsha.ac.ir/

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: