წარმომადგენლობა
თეირანის სამედიცინო უნივერსიტეტი

თეირანის სამედიცინო უნივერსიტეტი

თეირანის სამედიცინო უნივერსიტეტი

საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა გამოცდილებით დაგროვდა სამკურნალო საშუალებები და მეთოდები, რომლებიც შემონახულ იქნა, მათ შორის ხალხურ მედიცინაში და რომლებიც მოგვიანებით მეცნიერული მედიცინის ნაწილი გახდა. თანამედროვე ეპოქაში, კვალიფიციური სამედიცინო კადრების მოსამზადებლად დაარსდა სამედიცინო კოლეჯები და უნივერსიტეტები. ირანში სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიური სწავლების ისტორიას რამდენიმე ასეული წლის ისტორია აქვს, მაგრამ თანამედროვე სტილის სამედიცინო უნივერსიტეტების ისტორია 200 წელზე ნაკლებს ითვლის.

პირველი თანამედროვე სტილის სასწავლებელი ირანში, სადაც სამკურნალო სასწავლო განყოფილებაც არსებობდა, „დარ ოლ-ფონუნი“ იყო. თეირანის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი,  დარ ოლ-ფონუნის სამკურნალო განყოფილების მემკვიდრედ მიიჩნევა, რომელიც მოგვიანებით მედიცინის სკოლად ჩამოყალიბდა.

დაახლოებით 60 წლის შემდეგ, 1911 წელს დაარსდა სამედიცინო სკოლა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, საქმიანობის გაფართოების შედეგად, 1934 წელს ეს სასწავლებელი თეირანის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტად გადაკეთდა. 1986 წელს, მას შემდეგ რაც დამტკიცდა სამედიცინო პროფილის უნივერსიტეტების ცალკე გამოყოფის გეგმა, თეირანის სამედიცინო ფაკულტეტი გამოეყო თეირანის უნივერსიტეტს და დამოუკიდებლად განაგრძო საქმიანობა.

 

თეირანის სამედიცინო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა

უნივერსიტეტში 11000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, აკადემიური პერსონალის რაოდენობა 1800-ზე მეტია. უნივერსიტეტის მეთვალყურეობის ქვეშ ფუნქციონირებს 12 საგანმანათლებლო ერთეული და 11 საავადმყოფო და ჰოსპიტალური კომპლექსი. ასევე პედიატრიული ცენტრი და თეირანის კარდიოლოგიის ცენტრი ამ უნივერსიტეტის ორი ძირითადი კერაა, რომლებიც ამ სფეროებში კვლევების ჩატარების გარდა, პაციენტებს სპეციალიზებულ მომსახურებას უწევენ.

თეირანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი აქვეყნებს 61 სამეცნიერო ჟურნალს. დღეისათვის ამ უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობა 67 ათასზე მეტია. თეირანის სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით 113 კვლევითი ცენტრი ფუნქციონირებს. ჯამში ამ უნივერსიტეტში 29000-მდე კვლევითი პროექტი განხორციელდა.

საუნივერსიტეტო სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილებებში ყოველწლიურად დაახლოებით ერთი მილიონი ვიზიტი ხორციელდება, ოპერაციების რაოდენობა 160 ათას შემთხვევას აღწევს. ასევე ყოველწლიურად დაახლოებით ორი მილიონი ვიზიტი ხორციელდება უნივერსიტეტის ამბულატორიულ კლინიკებსა და პოლიკლინიკებში.

სურსათისა და ფარმაციის სფეროში თეირანის სამედიცინო უნივერსიტეტი ზედამხედველობს 525 აფთიაქს და 243 საწარმოო ობიექტს და ყოველწლიურად პასუხობს დაახლოებით ორ მილიონ მოთხოვნას ფარმაცევტულ მომსახურებაზე.

 

თეირანის სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო სტატუსი და საქმიანობა

2023 წელს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თეირანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტში 40-ზე მეტი ქვეყნიდან 1815 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა.  უნივერსიტეტი ყოველწლიურად აცხადებს მიღებას უცხოელი სტუდენტებისთვის.

თეირანის სამედიცინო უნივერსიტეტი სხვადასხვა გლობალური რეიტინგის სისტემის მიხედვით, ირანის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია. 2023 წელს გამოქვეყნებულ შანხაის რეიტინგში, თეირანის სამედიცინო უნივერსიტეტი 201-300 პოზიციას იკავებდა  და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, საექთნო და სამედიცინო ინჟინერიის სფეროებში ირანის წამყვანი უნივერსიტეტი იყო. ასევე, ფარმაციის დარგში 301-400 პოზიციას იკავებდა და ირანის საუკეთესო უნივერსიტეტის ტიტული მოიპოვა. ამ რეიტინგის თანახმად თეირანის სამედიცინო უნივერსიტეტი ითვლება ირანის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტად კვების მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგში 201-300 პოზიციით და კლინიკური მედიცინისა და ბიოტექნოლოგიის დარგში 301-400 პოზიციით.

ISC რეიტინგის სისტემაში, რომელიც 2021 წელს გამოქვეყნდა, თეირანის სამედიცინო უნივერსიტეტს 601-700 პოზიცია ეკავა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ არეალში, 451-500 სოფლის მეურნეობის მეცნიერებების ორი დარგში, 451-500 ინჟინერიისა და ტექნოლოგიების დარგში და ირანის წამყვან უნივერსიტეტებს შორის მოიაზრებოდა. ამ რეიტინგის მიხედვით, თეირანის სამედიცინო უნივერსიტეტმა დაიკავა 221-ე გლობალურ რეიტინგში და პირველი ადგილი ირანის უნივერსიტეტებს შორის ამ საგნობრივ სფეროში.

„მსოფლიო უნივერსიტეტების ვებომეტრიული რეიტინგის“ მიხედვით თეირანის სამედიცინო უნივერსიტეტი 452-ე ადგილს იკავებს მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის, ხოლო ირანის მასშტაბით მეორე საუკეთესო უნივერსიტეტია. თეირანის უნივერსიტეტის შემდეგ.

სახელი თეირანის სამედიცინო უნივერსიტეტი
ქვეყანა ირანი
მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი201
ტიპისამთავრობო
სტუდენტების საერთო რაოდენობა11000
უცხოელი სტუდენტების რაოდენობა1815
კონტაქტები02181631
ვებგვერდიhttps://tums.ac.ir/

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: