წარმომადგენლობა
შაჰიდ ბეჰეშთის სახელობის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი

შაჰიდ ბეჰეშთის სახელობის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი

შაჰიდ ბეჰეშთის სახელობის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი

შაჰიდ ბეჰეშთის უნივერსიტეტის სამედიცინო მეცნიერებათა სკოლა, რომელიც 1962 წელს დაარსდა, ერთ-ერთი ყველაზე ძველი სკოლაა ირანის თანამედროვე მედიცინის სკოლებს შორის.

 

შაჰიდ ბეჰეშთის სახელობის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის ისტორია

1960-იანი წლების დასაწყისში ეროვნული უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ იქ დაარსდა ორი ფაკულტეტი „საბანკო და საფინანსო-ეკონომიკური მეცნიერებები“ და „არქიტექტურა“. მოგვიანებით, 1962 წელს, ამ უნივერსიტეტში ასევე დაარსდა მედიცინის ფაკულტეტი, რამაც ირანის ეროვნული უნივერსიტეტი ქვეყნის სამედიცინო მომზადების ერთ-ერთ მთავარ ცენტრად აქცია. სამედიცინო ფაკულტეტმა თეირანის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში შვიდსართულიან შენობაში 150 სტუდენტით დაიწყო სასწავლო საქმიანობა. სამი წლის შემდეგ, როდესაც აშენდა ახალი შენობები, რომლებიც დღეს ცნობილია, როგორც შაჰიდ ბეჰეშთის უნივერსიტეტის მთავარი კამპუსი, სამედიცინო ფაკულტეტი ახალ შენობაში გადავიდა.

თავიდან ირანის ეროვნული უნივერსიტეტში სწავლა  ფასიანი იყო, ამდენად, იქ მხოლოდ შეძლებული ოჯახების შვილებს შეეძლოთ განათლების მიღება. თუმცა შემდგომში, საჯარო უნივერსიტეტად გადაკეთების შემდეგ, სწავლის გადასახადი მოიხსნა, რათა უნივერსიტეტში საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელს შესძლებოდა სწავლა.

ეროვნულ უნივერსიტეტს 1983 წელს ეწოდა "შაჰიდ ბეჰეშთის სახელობის უნივერსიტეტი". 1986 წელს „სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტების გამოყოფის შესახებ“ კანონის დამტკიცების შემდეგ, შაჰიდ ბეჰეშთის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ზოგიერთი სხვა სამედიცინო და სასწავლო ცენტრებთან გაერთიანებით, ოფიციალურად დამოუკიდებელი უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა.

 

 

შაჰიდ ბეჰეშთის სახელობის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა

ამჟამად უნივერსიტეტში 13 ათასი სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტის სრულ განაკვეთზე აკადემიური პერსონალის რაოდენობა ათასზე მეტს აღწევს. უნივერსიტეტს აქვს 10 ფაკულტეტი:

  1. ჯანდაცვა და უსაფრთხოება
  2. მედიცინა
  3. პარამედიცინა
  4. საექთნო და სამეანო საქმე
  5. სტომატოლოგია
  6. ფარმაცია
  7. ტრადიციული მედიცინა
  8. კვების მეცნიერებები და კვების მრეწველობა
  9. რეაბილიტაცია
  10. ახალი სამედიცინო ტექნოლოგიები

გარდა ამისა, ამ უნივერსიტეტში ასევე შეიქმნა ვირტუალური ფაკულტეტი სახელწოდებით "ვირტუალური სამედიცინო განათლებისა და მენეჯმენტის სკოლა". შაჰიდ ბეჰეშთის სამედიცინო უნივერსიტეტის ზედამხედველობით ფუნქციონირებს ვარამინის ჯანდაცვის უმაღლესი სკოლა და 21 სამედიცინო-საგანმანათლებლო და სამკურნალო ცენტრი, ასევე ათი ჯანდაცვის ქსელი თეირანის პროვინციის სხვადასხვა ქალაქში.

შაჰიდ ბეჰეშთის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტს აქვს შვიდი კვლევითი ინსტიტუტი:

  1. სტომატოლოგიურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი
  2. ენდოკრინული მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი
  3. გასტროენტეროლოგიისა და ღვიძლის დაავადებათა კვლევითი ინსტიტუტი
  4. კვებისა და სურსათის ტექნოლოგიების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი
  5. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი
  6. ოფთალმოლოგიის კვლევითი ინსტიტუტი
  7. პედიატრიის კვლევითი ინსტიტუტი

 

შაჰიდ ბეჰეშთის სახელობის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთაშორისო სტატუსი და საქმიანობა

შესაბამისი საგანმანათლებლო პროცესებით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი შაჰიდ ბეჰეშთის სამედიცინო უნივერსიტეტი, ირანის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტად ითვლება, რაც დასტურდება სხვადასხვა გლობალური რეიტინგის სისტემებით. მაგალითად, შანხაის რანჟირების სისტემის 2023 წლის ანგარიშში, შაჰიდ ბეჰეშთის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი 201-300 პოზიციით, ირანის ოთხ საუკეთესო ოთხ უნივერსიტეტს შორის იკავებდა ადგილს სურსათის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში. ეს უნივერსიტეტი ასევე იკავებდა 401-500 პოზიციას ბიოტექნოლოგიისა და კლინიკური მედიცინის სფეროებში. საზოგადოებრივ ჯანდაცვის სფეროში უნივერსიტეტის პოზიცია იყო 301-400, ხოლო საექთნოში საქმის სფეროში 201-300.

ანალოგიურად, 2023 წელს გამოქვეყნებულ Times Institute-ის რეიტინგის სისტემაში შაჰიდ ბეჰეშთის სახელობის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი მე-19 ადგილზე იყო ირანის უნივერსიტეტებს შორის და მე-8 ადგილზე ირანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტებს შორის საერთო რეიტინგით 601-800. 2021 წლის ISC რეიტინგის მიხედვით შაჰიდ ბეჰეშთის სამედიცინო უნივერსიტეტი აღიარებულია ირანის მეორე საუკეთესო უნივერსიტეტად, თეირანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის შემდეგ, პოზიციით 301-350 წოდებით სამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებებში. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა სფეროშიც უნივერსიტეტი 351-400 პოზიციას იკავებდა.

შაჰიდ ბეჰეშთის სახელობის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტს მჭიდრო ურთიერთობა აქვს სხვადასხვა უცხოურ საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებასთან. ირანისა და საფრანგეთის სამეცნიერო, სამედიცინო და აკადემიური თანამშრომლობის ოფისი, სხვა ქვეყნებთან (ავსტრია - ვენის სამედიცინო სკოლა, იტალია - ტურინი და ფლორენცია, პორტუგალია - პორტუ) სამეცნიერო, სამედიცინო და აკადემიური თანამშრომლობის ოფისებთან ერთად, არის ერთ-ერთი ცენტრი, რომელიც შეიქმნა ერთობლივი სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის გასაფართოებლად.

სახელი შაჰიდ ბეჰეშთის სახელობის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი
ქვეყანა ირანი
მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი201
ტიპისამთავრობო
სტუდენტების საერთო რაოდენობა19153
კონტაქტები02123871
ვებგვერდიhttps://sbmu.ac.ir/

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: