წარმომადგენლობა
აზერბაიჯანის შაჰიდ მადანის სახელობის უნივერსიტეტი

აზერბაიჯანის შაჰიდ მადანის სახელობის უნივერსიტეტი

აზერბაიჯანის შაჰიდ მადანის სახელობის უნივერსიტეტი

აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინცია ირანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროვინციაა, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ როლს თამაშობდა ქვეყნის ისტორიულ მოვლენებში. აზერბაიჯანის შაჰიდ მადანის სახელობის უნივერსიტეტი, ამ პროვინციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უნივერსიტეტია, რომელიც მდებარეობს ქალაქ აზარშაჰრის მახლობლად, თავრიზიდან 35 კმ. მანძილზე.

 

ვინ იყო შაჰიდ მადანი?

მირ ასადულა მადანი იყო ირანელი პოლიტიკოსი და შიიტი სასულიერო პირი. იგი დაიბადა ქალაქ აზარშაჰრში 1914 წელს. სწავლობდა რელიგიას და მასთან დაკავშირებულ  მეცნიერებებს იაზდში, ყუმსა და ნაჯაფში;  აქტიურად მონაწილეობდა ბრძოლებში, რაც საბოლოოდ, 1979 წელს ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვებით დაგვირგვინდა. შაჰიდ მადანი მოკლეს 1981 წელს, პარასკევის ლოცვის დროს.

 

შაჰიდ მადანის სახელობის უნივერსიტეტის ისტორია

შაჰიდ მადანის უნივერსიტეტის ისტორია 1989 წლიდან იწყება. უმაღლესი განათლების ეს ცენტრი თავდაპირველად დაარსდა როგორც "თავრიზის პედაგოგიური უნივერსიტეტი" და 13 წლის განმავლობაში ითვლებოდა პედაგოგთა მომზადების უმაღლესი განათლების მთავარ ცენტრად ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

ირანის უმაღლესი განათლების სისტემაში გარკვეული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, უნივერსიტეტი გაფართოვდა და 2001 წელს ჩამოყალიბდა მრავალდისციპლინურ არაკომერციულ უმაღლესი განათლების საჯარო დაწესებულებად და ეწოდა "აზერბაიჯანის პედაგოგიური უნივერსიტეტი". 2011 წელს, შაჰიდ მადანის პატივსაცემად, უნივერსიტეტს  მიენიჭა მისი სახელი.

 

საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა

შაჰიდ მადანის უნივერსიტეტს აქვს ორი კამპუსი, აქედან მთავარი კამპუსი, ფართობით 1200 ჰა.,  მდებარეობს ქალაქ აზარშაჰრის მახლობლად. თავრიზის კამპუსი, რომლის საქმიანობა მეტწილად  ორიენტირებულია კვლევებზე, ქმნის გარემოს სტუდენტების ინოვაციური იდეების კულტივირებისთვის.

ამჟამად, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის რაოდენობა შეადგენს 280-ს. უნივერსიტეტში დაახლოებით 7500 სტუდენტი იღებს უმაღლეს განათლებას ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურებზე. უნივერსიტეტს აქვს შვიდი ფაკულტეტი:

  1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
  2. ინჟინერიის
  3. საინფორმაციო ტექნოლოგიები და კომპიუტერული ინჟინერიის
  4. სოფლის მეურნეობის
  5. ლიტერატურა და ჰუმანიტარული მეცნიერებების
  6. პედაგოგიური მეცნიერებები და ფსიქოლოგიის
  7. ღვთისმეტყველების

არსებული სტატისტიკის თანახმად, 2023 წლისთვის შაჰიდ მადანის სახელობის უნივერსიტეტს 25 ათასზე მეტი კურსდამთავრებული ყავდა.

უნივერსიტეტში ორი კვლევითი ინსტიტუტია - „ენერგეტიკული სისტემების გამოყენებითი კვლევები“ და „სოციალური და ფსიქოსოციალური ჯანმრთელობა“, ასევე არის ორი ლაბორატორია „მოლეკულური სიმულაცია“ და „მდგრადი სმარტ ქსელები“ , რომლებიც ხელმისაწვდომია  მკვლევარების კვლევითი საქმიანობის განხორციელების მიზნით.

 

შაჰიდ მადანის სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტატუსი და საქმიანობა

2023 წელს გამოქვეყნებული Times Higher Education Institute-ის რეიტინგის სისტემის საფუძველზე, შაჰიდ მადანის სახელობის უნივერსიტეტი აზიის უნივერსიტეტებს შორის 174-ე ადგილზე, ხოლო ირანის უნივერსიტეტებს შორის 23-ე ადგილზეა. ეს უნივერსიტეტი საკმაოდ აქტიურად ახორციელებდა კვლევებს და უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ წარმოებული 10 ათასზე მეტი კვლევითი ნაშრომი გამოქვეყნდა საერთაშორისო ჟურნალებში, რამაც დადებითად იმოქმედა ამ უნივერსიტეტის საერთაშორისო რეიტინგზე.

უმაღლესი განათლების ამ აკადემიურ ცენტრს აქვს სამეცნიერო და კვლევითი თანამშრომლობა არაერთ უცხოურ უნივერსიტეტთან სხვადასხვა დარგში. პროვინციის ისტორიულ ძეგლებზე მიწისძვრის ზემოქმედების სფეროში თანამშრომლობა იაპონიის კანაძავას უნივერსიტეტთან და იტალიის ბარი ალდო მოროს უნივერსიტეტთან ერთობლივი კვლევითი პროექტი არასბარანის ეკოლოგიური მრავალფეროვნების შესასწავლად, შაჰიდ მადანის უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობებს შორისაა.

ყოველწლიურად უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას უცხოელი სტუდენტებისთვის. ამ უნივერსიტეტში მუშაობს „სამეცნიერო და საერთაშორისო თანამშრომლობის“ ოფისი, რომლის ვალდებულებებს შორისაა ურთიერთგაგების მემორანდუმების გაფორმება და სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებისა და ღონისძიებების ჩატარება, ასევე უცხოელი სტუდენტების განათლებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.

სახელი აზერბაიჯანის შაჰიდ მადანის სახელობის უნივერსიტეტი
ქვეყანა ირანი
ტიპისამთავრობო
სტუდენტების საერთო რაოდენობა7500
კონტაქტები04134327500
ვებგვერდიhttps://www.azaruniv.ac.ir/?PageID=0

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: