წარმომადგენლობა
ამირქაბირის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

ამირქაბირის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

ამირქაბირის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, ამირქაბირის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ირანის ორ-სამ წამყვან უნივერსიტეტს შორის საპატიო ადგილს იკავებს. თანამედროვე ინფრასტრუქტურა და აღჭურვილი ლაბორატორიები განაპირობებს ამ უნივერსიტეტის გამორჩეულ წამყვან პოზიციას სხვა უნივერსიტეტებს შორის. თანამგზავრების მშენებლობა და გაშვება, სუპერ კლასტერული სუპერკომპიუტერის დაპროექტება და კონსტრუირება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევითი პროექტია, რომელიც განხორციელდა ამირქაბირის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ბოლო წლებში.

ამირქაბირის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი განიხილება, როგორც ირანის სამეცნიერო კერა მანქანათმშენებლობის, ელექტრო ინჟინერიის, ქიმიური ინჟინერიის, ტექსტილის ინჟინერიის, სამედიცინო ინჟინერიის, კოსმოსური ინჟინერიის, სამოქალაქო ინჟინერიის, კომპიუტერული ინჟინერიისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში. უნივერსიტეტის სტუდენტებმა რამდენიმე საერთაშორისო სტუდენტურ ოლიმპიადაში და რობოტიკის შეჯიბრებებში უმაღლესი შეფასებები მოიპოვეს. ამირქაბირის ტექნოლოგიური უნივერსიტეტმა რამდენჯერმე ზედიზედ მოიპოვა პირველი ადგილი ირანის ტექნიკურ უნივერსიტეტებს შორის კვლევების მიმართულებით.

 

ამირქაბირის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ისტორია

1956 წლის ოქტომბერში ჰაბიბ ნაფისის ძალისხმევით ჩამოყალიბდა „თეირანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი“ რომელიც შემდგომში „ამირ ქაბირის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ სახელით გახდა ცნობილი. იმ დროს თეირანში არსებობდა ორი ტექნიკური ინსტიტუტი: „ტექნოლოგიური ინსტიტუტი“ და „უმაღლესი ხელოვნების ცენტრი“. „თეირანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის“ დაარსების მიზანი იყო ამ ორი ინსტიტუტის საქმიანობის გაერთიანება და გაფართოება. „თეირანის პოლიტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ სტუდენტების მიღება 1957 წლიდან დაიწყო, ხოლო 1958 წელს, ხუთი საინჟინრო დარგის დაარსებით („ელექტროენერგია და ელექტრონიკა“, „მექანიკა“, „ტექსტილი“, „ქიმია“ და „სამოქალაქო და გზების მშენებლობა“) პროცესებმა უფრო თანმიმდევრული ხასიათი მიიღო.

ისლამური რევოლუციის გამარჯვებიდან ერთი წლის შემდეგ, ანუ 1980 წელს, „თეირანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტს“ ოფიციალურად ეწოდა „ამირქაბირის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი“; უნივერსიტეტს ეწოდა ამირქაბირის სახელით,  ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურის ირანის თანამედროვე ისტორიაში, რომელმაც შექმნა პირველი თანამედროვე უმაღლესი განათლების ცენტრი ირანში „დარ-ოლ-ფონუნი".

 

ფაკულტეტები და საგანმანათლებლო ერთეულები

ამჟამად,ამირქაბირისტექნოლოგიურ უნივერსიტეტს აქვს 16 ფაკულტეტი, ოთხი დამოუკიდებელი საგანმანათლებლო ჯგუფი (უცხო ენები, განათლება და ჰუმანიტარული მეცნიერებები, ფიზიკური აღზრდა და ენის საერთაშორისო ცენტრი) და შვიდი ინტერდისციპლინარული ჯგუფი (რობოტიკა, მექატრონიკა, კოსმოსური ინჟინერია დაავიონიკა, მასალათა მედეგობა და კოროზია, ენერგეტიკული ინჟინერია, საინფორმაციო ტექნოლოგიები და საზღვაო ინჟინერია). 

ამირქაბირის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კამპუსები

მაჰშაჰრის კამპუსი: ცნობილია, როგორც ირანის ნავთობქიმიური ინდუსტრიის კერა. მაჰშაჰრის კამპუსში სწავლა უფასოა. კამპუსი დაარსდა 2001 წელს; თავდაპირველად ორი მიმართულებით ხორციელდებოდა სწავლება: პოლიმერული ინჟინერია და ნავთობქიმიური ინჟინერია. მოგვიანებით, საჭირო ინფრასტრუქტურის გაფართოებით, საგანმანათლებლო პროგრამებს კიდევ რამდენიმე დისციპლინა დაემატა.

ბანდარ აბასის კამპუსი: ამირქაბირის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ამ კამპუსი ძირითადად ისწავლება ორი მიმართულება: საზღვაო ინჟინერია და საზღვაო მანქანების ინჟინერია.

გარმსარის კამპუსი: დაარსდა 2010 წელს მეწარმეობის ხელშეწყობისა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით; უმაღლესი განათლების ეს ცენტრი განლაგებულია თითქმის 1800 კვადრატულ მეტრ ფართობზე და აღჭურვილია სხვადასხვა კვლევითი, სპორტული და საგანმანათლებლო ობიექტებით.

ქიშის საერთაშორისო კამპუსი: ეს კამპუსი დაარსდა 2018 წელს უმაღლესი განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნისა და უცხოელი სტუდენტების მოზიდვის მიზნით. ბიზნესის მენეჯმენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების ინჟინერია, უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს ინჟინერია და სამოქალაქო ინჟინერია (სამშენებლო მენეჯმენტი) ის მიმართულებებია, რომლებზეც ამ კამპუსის პირველი სტუდენტები იღებდნენ განათლებას. 

 

ამირქაბირის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებ

ამირქაბირის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია პირდაპირი კონტაქტი და ურთიერთქმედება მსოფლიოს აკადემიურ ცენტრებთან და უნივერსიტეტებთან და მათთან სამეცნიერო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა. ამიტომ, გარდა სხვადასხვა კამპუსების გახსნისა და უცხოელი სტუდენტების მოზიდვისა, ამირქაბირის უნივერსიტეტმა დააარსა „ენების საერთაშორისო ცენტრი“. უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის უცხო ენების სწავლებით, ეს ცენტრი საშუალებას აძლევს მათ, ჰქონდეთ აქტიური სამეცნიერო ურთიერთობა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან.

 

სახელი ამირქაბირის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
ქვეყანა ირანი
მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი141
ტიპისამთავრობო
სტუდენტების საერთო რაოდენობა13400
კონტაქტები02164540
ვებგვერდიhttps://aut.ac.ir/

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: