შირაზის სამედიცინო უნივერსიტეტი, სამედიცინო მეცნიერებათა ყველაზე დიდი უნივერსიტეტი ფარსის პროვინციაში
ფარსის პროვინციის უმსხვილესი სამედიცინო პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო კერა -შირაზის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროვინციაში სამედიცინო მეცნიერებათა დარგის სტუდენტების განათლების, გადამზადებისა და ჯანდაცვის სერვისების მიწოდების პროცესში.
შირაზის სამედიცინო უნივერსიტეტის ისტორია
შირაზის სამედიცინო უნივერსიტეტი დაარსდა 1946 წელს, როგორც უმაღლესი ჯანდაცვის ოთხწლიანი საგანმანათლებლო ცენტრი. დაარსებიდან სამი წლის შემდეგ ეს ცენტრი „სამედიცინო ფაკულტეტად" ჩამოყალიბდა და მუშაობა განაგრძო როგორც შირაზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტმა. 1953 წელს საექთნო და სამეანო საქმის უმაღლესი სკოლის დაარსებით ფაკულტეტის საქმიანობა გაფართოვდა. 1976 წლისთვის ფაკულტეტს დაემატა შვიდი სხვა სკოლა, მათ შორის საექთნო სკოლა, სტომატოლოგიის სკოლა, კვება და კვების ტექნოლოგიების სკოლა, ჯანდაცვის სკოლა, პარასამედიცინო მეცნიერებათა სკოლა, ფარმაციის სკოლა და რეაბილიტაციის სკოლა. 1986 წელს, მას შემდეგ რაც მიღებულ იქნა კანონი სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტების ცალკე გამოყოფის შესახებ, ცალკე ერთეულად გამოეყო და დამოუკიდებლად დაასდა შირაზის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი.
შირაზის სამედიცინო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა
ამჟამად შირაზის სამედიცინო უნივერსიტეტის 91 დარგსა და მიმართულებაზე 10 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტის სრულ განაკვეთზე პროფესორ-მასწავლებლების რაოდენობა (2023 წელს) 782 შეადგენს. უნივერსიტეტის ცენტრალურ კამპუსში 10 ფაკულტეტია:
- მედიცინა
- სტომატოლოგია
- ფარმაცია
- პარასამედიცინო მეცნიერებები
- საექთნო და სამეანო საქმე
- სარეაბილიტაციო მეცნიერებები
- მოწინავე სამედიცინო მეცნიერებები და ტექნოლოგიები
- ჯანდაცვა
- ჯანდაცვის მენეჯმენტი და საინფორმაციო მეცნიერებები
- კვება და კვების მეცნიერებები
2008 წლიდან უნივერსიტეტი ავითარებს სტრატეგიულ გეგმას და უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურას ელექტრონული სწავლების უზრუნველსაყოფად აპლიკანტებისთვის მთელ ირანში. ამრიგად უნივერსიტეტში დაარსდა „ვირტუალური ფაკულტეტი“ თანმიმდევრული განათლების უზრუნველსაყოფად.
უნივერსიტეტის მთავარი კამპუსის ფაკულტეტების გარდა, შირაზის სამედიცინო უნივერსიტეტთან დაკავშირებული სხვა სამედიცინო მიმართულების სკოლებია „უმაღლესი ჯანდაცვის საგანმანათლებლო კომპლექსი“ მამასანში, „ბაყირ ალ-ულუმის ჯანდაცვის საგანმანათლებლო კომპლექსი“ სეფიდანში, "პარამედიცინის ფაკულტეტი" დარაბში, "პარამედიცინის ფაკულტეტი" ესთეჰბანში, "ჰაზრათ უმ ალ-ბანინის საექთნო სკოლა" ლამარდში და "ჰაზრათ ზაჰრას საექთნო სკოლა" აბადეჰში.
შირაზის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტში ითვალისწინებს ისეთ კომპლექსური სამედიცინო მომსახურებას, როგორიცაა ღვიძლის, გულის და თირკმლის ტრანსპლანტაცია.
ღეროვანი უჯრედებისა და რეგენერაციული მედიცინის კომპლექსური ცენტრი შირაზის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი კვლევითი ცენტრია, რომელმაც მუშაობა 2017 წელს დაიწყო. გარდა ამისა, უნივერსიტეტის მეთვალყურეობის ქვეშ ფუნქციონირებს კიდევ 54 კვლევითი ცენტრი.
დამხმარე სერვისების მიწოდების მიზნით უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა რამდენიმე ცენტრი, რომელიც ეხმარება მცირე და საშუალო მეწარმეებს იდეების კომერციალიზაციაში. ეს ცენტრები ახორციელებენ მომსახურებას "ბიოტექნოლოგიის", "სამედიცინო აღჭურვილობის", "სამკურნალო მცენარეული პროდუქტებისა და ტრადიციული მედიცინის", "ინფორმაციული ტექნოლოგიების", "ფარმაცევტული პროდუქტების ტექნოლოგიური ერთეულების" და "ქსოვილის ინჟინერიისა და ღეროვანი უჯრედების" სფეროებში.
შირაზის სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო პოზიცია და საქმიანობა
2023 წელს გამოქვეყნებულ შანხაის რეიტინგში, შირაზის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი 401-500 პოზიციას იკავებს და ირანის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია კლინიკური მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში. ანალოგიურად, 2023 წელს გამოქვეყნებული Times-ის რეიტინგის მიხედვით, შირაზის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი 801-1000 პოზიციით, 28-ე ადგილზს იკავებს ირანის ყველა უნივერსიტეტს შორის. ამ სარეიტინგო სისტემის თანახმად, შირაზის სამედიცინო უნივერსიტეტი მე-12 ადგილზეა ირანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტებს შორის. ასევე, 2021 წლის ISC რეიტინგის სისტემაში შირაზის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი 501- 600 პოზიციას იკავებდა იყო და ირანის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი სამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებების სფეროში.
ირანული უმაღლესი განათლების ეს ცენტრი ყოველწლიურად აცხადებს მირებას უცხოელი სტუდენტებისთვის. უნივერსიტეტის ოფიციალური განცხადების თანახმად, 2022-2023 სასწავლო წელს უნივერსიტეტში შემოვიდა უცხოელის სტუდენტების განაცხადი მსოფლიოს 42 ქვეყნიდან, საიდანაც უნივერსიტეტმა დააკმაყოფილადა 80 უცხოელი სტუდენტის განაცხადი.
სახელი | შირაზის სამედიცინო უნივერსიტეტი, სამედიცინო მეცნიერებათა ყველაზე დიდი უნივერსიტეტი ფარსის პროვინციაში |
ქვეყანა | ირანი |
მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი | 401 |
ტიპი | სამთავრობო |
სტუდენტების საერთო რაოდენობა | 11000 |
უცხოელი სტუდენტების რაოდენობა | 80 |
კონტაქტები | 07132305410 |
ვებგვერდი | https://sums.ac.ir/ |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: