ქალაქ ბაბოლის ნუშირვანის უნივერსიტეტი
ბაბოლის ნუშირვანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ერთ-ერთი საინჟინრო-ტექნიკური სახელმწიფო უნივესიტეტია, რომელიც ირანის მეცნიერების სამინისტროს ექვემდებარება და ქალაქ ბაბოლში, მაზანდარანის პროვინციაში მდებარეობს. უნივერისტში 6 ფაკულტეტია. მას 200 აკადემიური პერსონალი და დაახლოებით 6 ათასი სტუდენტი ჰყავს, რომელთა ერთი მეოთხედიც მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე სწავლობს.
2021 წელს US News -ის რეიტინგში ბაბოლის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა ინჟინერიის დარგში მსოფლიოში 156-ე ადგილი დაიკავა, ქიმიური ინჟინერიის დარგში კი - 175-ე. ამ უნივერსიტეტმა 2020 წლის შანხაის დარგობრივ რეიტინგში ასეთი შედეგები აჩვენა: მექანიკური ინჟინერია - მსოფლიოში 76-100, ირანში - მე-2; ენერგეტიკა - მსოფლიოში 151-200, ირანში - მე-2; ქიმიური ინჟინერია - მსოფლიოში 301-400, ირანში მე-6. აღსანიშნავია, რომ თაიმსის (THE) აზიის უნივერსიტეტების რეიტინგში ბაბოლის ნუშირვანის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა ირანის სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის მე-2 ადგილი დაიკავა. თაიმსის 2021-2022 წლების რეიტინგის შედეგების მიხედვით კი, ეს უნივერსიტეტი ირანის უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილზეა. უნივერსიტეტის ფაკულტეტებია: მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, სამრეწველო და მასალათმცოდნეობის ფაკულტეტი, ქიმიური ინჟინერიის ფაკულტეტი, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტი, სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტი, ფუნდამენტური მეცნიერებების ფაკულტეტი. ფაკულტეტების სასწავლო პროგრამები, ძირითადად, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებზეა ხელმისაწვდომი, ზოგიერთი მიმართულებებისა კი - დოქტორანტურის საფეხურზეც. უნივერსიტეტს 5 კვლევითი განყოფილება და რამდენიმე ლაბორატორია აქვს.
უნივერსიტეტის საიტი:
სახელი | ქალაქ ბაბოლის ნუშირვანის უნივერსიტეტი |
ქვეყანა | ირანი |
მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი | 156 |
ტიპი | სამთავრობო |
სტუდენტების საერთო რაოდენობა | 6000 |
ვებგვერდი | https://en.nit.ac.ir/ |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: