წარმომადგენლობა
ქერმანის სამედიცინო უნივერსიტეტი

ქერმანის სამედიცინო უნივერსიტეტი

ქერმანის სამედიცინო უნივერსიტეტი

ქერმანი ირანის ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი პროვინციაა, მდიდარი წიაღისეულით და განვითარებული მრეწველობით. ისტორიის მანძილზე ქერმანის პროვინცია ცივილიზაციის აკვნად ითვლებოდა, ის მსოფლიოში ცნობილია ტრადიციული ხელნაკეთი ნივთებით და ტურისტული ღირსშესანიშნაობებით. დღეისათვის ქერმანის პროვინციაში ფუნქციონირებს 110-ზე მეტი აკადემიური და უმაღლესი საგანმანათლებლო ცენტრი, ქერმანის სამედიცინო უნივერსიტეტი არის სამედიცინო მეცნიერების სფეროში უმაღლესი განათლების გაცემისა და პროვინციის 1,3 მილიონზე მეტი მოსახლის ჯანმრთელობისა და სამედიცინო სერვისების მიწოდების მთავარი ცენტრი.

უნივერსიტეტის ისტორია

1977 წელს ქერმანის უნივერსიტეტმა უმაღლესი განათლების მისაღებად მედიცინის ფაკულტეტზე 50 სტუდენტი  მიიღო. სამი წლის შემდეგ ამ ფაკულტეტის საქმიანობა გაფართოვდა და დაიწყო სტუდენტების მიღება საექთნო საქმის და მედიცინის ფაკულტეტებზე.  1984 წელს ქერმანის უნივერსიტეტში დაარსდა ჯანდაცვის ფაკულტეტი. ერთი წლის შემდეგ, სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტების სხვა პროფილების მქონე უნივერსიტეტებიდან გამოყოფის შესახებ კანონის შესაბამისად, ქერმანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტმა დაიწყო საქმიანობა, როგორც დამოუკიდებელმა უმაღლესი განათლების ცენტრმა.

დღეისათვის ქერმანის უნივერსიტეტში 580-ზე მეტი  აკადემიური პერსონალია და 5400-ზე მეტი სტუდენტი იღებს უმაღლეს განათლებას შემდეგ ფაკულტეტებზე:

1. მედიცინა

2. სტომატოლოგია

3. ფარმაცია

4. ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია

5. საზოგადოებრივი ჯანდაცვა

6. მენეჯმენტი და სამედიცინო ინფორმაცია

7. სპარსული მედიცინა

8. საექთნო და სამეანო საქმე

ქერმანის უნივერსიტეტის ზარანდის ფილიალი, რომელიც დაარსდა 1992 წელს, საქმიანობა დაიწყო 15 სტუდენტის მიღებით. ახლა აქ სტუდენტები ორი მიმართულებით საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და საექთნო საქმის მიმართულებით სწავლობენ.

ქერმანის სამედიცინო უნივერსიტეტს ასევე აქვს მისი მეთვალყურეობის ქვეშ მოქმედი 26 კვლევითი ცენტრი, რომელთა საქმიანობის განმავლობაში დასრულდა 720-ზე მეტი კვლევითი პროექტი და გამოქვეყნებულია 1300-ზე მეტი სტატია მკვლევართა მიერ. ქერმანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის H ინდექსია 106 (მეცნიერის პროდუქტიულობის და მნიშვნელოვნების რიცხობრივი მაჩვენებელი, რომლის დაანგარიშება ხდება პუბლიკაციებისა და მათი ციტირებების გათვალისწინებით).

ქერმანი სამედიცინო უნივერსიტეტი აფილირებულია 24 საავადმყოფოსთან, 9 ჯანდაცვისა და სამკურნალო ქსელსა და ოთხ სამედიცინო სასწავლო ცენტრთან. ჯანმრთელობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პარკი, უნივერსიტეტის ერთ-ერთი სპეციალური განყოფილებაა, რომელიც დაარსდა 2020 წელს და მისი მთავარი მიზანია მართოს ცოდნისა და ტექნოლოგიების ნაკადი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრებს შორის და ხელი შეუწყოს  ჯანმრთელობაზე ორიენტირებული ტექნოლოგიების განვითარებას. ამ პარკის გარდა, უნივერსიტეტის აქვს "განვითარების და ზრდია ცენტრი" რომელიც მხარს უჭერს ტექნოლოგიურ ერთეულებს ჯანდაცვის სფეროში. ამ ცენტრმა თავისი საქმიანობა 2010 წელს დაიწყო და ეწეოდა მკვლევართა და კვლევაზე ორიენტირებული ერთეულების მომსახურებას.

ქერმანის სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო პოზიცია და საქმიანობა

უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი პასუხისმგებელია უცხოურ უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო დაწესებულებებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებაზე, უცხოელი მკვლევარების და პროფესორების მოწვევასა და უცხოელი სტუდენტების მიღებაზე. ქერმანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით,  2023 წლის დასაწყისში ამ უნივერსიტეტში 211 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა. უნივერსიტეტის „უცხოელ სტუდენტთა საქმეთა ცენტრი", რომელიც მუშაობს 2016 წლიდან, ითვალისწინებს უცხოელი სტუდენტების კეთილდღეობის, საგანმანათლებლო და განსახლების მოთხოვნებს.

საერთაშორისო რეიტინგული სისტემების მიხედვით ქერმანის სამედიცინო უნივერსიტეტი ირანის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია. შანხაის რეიტინგის სისტემაში, რომელიც გამოქვეყნდა 2023 წელს, ქერმანის სამედიცინო უნივერსიტეტი იყო 301-დან 400-მდე ადგილზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში და, ამრიგად, იგი შედიოდა ირანის ამ სფეროს საუკეთესო ხუთეულში.

2023 წლის Times-ის რეიტინგის სისტემაში ქერმანის სამედიცინო უნივერსიტეტი მე-15 ადგილზე იყო ირანის უნივერსიტეტებს შორის. ამ რეიტინგში ქერმანის სამედიცინო უნივერსიტეტი მეექვსე ადგილზეა ირანის სამედიცინო პროფილის უნივერსიტეტებს შორის, საერთო რეიტინგით 601-დან 800-მდე. ანალოგიურად, 2021 წელს გამოქვეყნებულ ISC-ის რეიტინგში, ქერმანის სამედიცინო უნივერსიტეტი იყო ერთ-ერთი საუკეთესო ირანის უნივერსიტეტებს შორი მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში.

სახელი ქერმანის სამედიცინო უნივერსიტეტი
ქვეყანა ირანი
მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი301-400
ტიპისამთავრობო
სტუდენტების საერთო რაოდენობა6136
უცხოელი სტუდენტების რაოდენობა211
კონტაქტები03431325700
ვებგვერდიhttps://www.kmu.ac.ir/fa

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: