წარმომადგენლობა
თავრიზის უნივერსიტეტი

თავრიზის უნივერსიტეტი

თავრიზის უნივერსიტეტი

თავრიზის უნივერსიტეტი

თავრიზის უნივერსიტეტი მეცნიერების, კვლევისა და ტექნოლოგიების სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო უნივერსიტეტია და ქალაქ თავრიზში მდებარეობს. უნივერსიტეტი 20 ფაკულტეტს, 29 წამყვან სამეცნიერო ცენტრსა და სასწავლო დაწესებულებებს მოიცავს. კიდევ ერთი რამ, რაც თავრიზის უნივერსიტეტის შესახებ უნდა აღინიშნოს, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების სიმრავლეა. თავრიზის უნივერსიტეტს 800-ზე მეტი აკადემიური პერსონალი ჰყავს და აქ 24 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. თავრიზის უნივერსიტეტში სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს სწავლა შემდეგ მიმართულებებზე შეუძლიათ: 4 პროფესიული, 164 საბაკალავრო, 322 სამაგისტრო და 209 სადოქტორო პროგრამა. თავრიზის უნივერსიტეტი ორ კამპუსს მოიცავს - არასის საერთასორისო კამპუსი და თავრიზის კამპუსი. შანხაის დარგობრივ რეიტინგში (Shanghai Ranking) მსოფლიოს უნივერსიტეტებს შორის თავრიზის უნივერსიტეტი შემდეგ პოზიციებზეა: მანქანათმშენებლობა - 201-300; ელექტრონიკა და ელექტრო ინჟინერია -401-500; ავტომატიზაცია და კონტროლი - 151-200; მეცნიერება და ტექნოლოგიები - 101-150; სამოქალაქო ინჟინერია - 151-200; ქიმია 301-400; ენერგეტიკა - 201-300; წყლის რესურსები 76-100; კვების ინჟინერია 201-300.

უნივერსიტეტის საიტი:

https://tabrizu.ac.ir/en

ფაკულტეტები:

  • ქიმიური და ნავთობინჟინერიის ფაკულტეტი
  • სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტი
  • მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი
  • აჰარის ბუნებრივი რესურსებისა და სოფლის მეურნეობის ფაკულტეტი
  • მარანდის ტექნიკური სა საინჟინრო ფაკულტეტი
  • მინაეს ტექნიკური და საინჟინრო ფაკულტეტი
  • ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მეცნიერებათა ფაკულტეტი
  • განათლებისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი
  • მათემატიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
  • ფიზიკის  ფაკულტეტი
  • სოფლის მეურნეობის ფაკულტეტი
  • ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტი

 

  • ლიტერატურისა და უცხო ენების ფაკულტეტი
  • ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი
  • თეოლოგიისა და ისლამმცოდნობის ფაკულტეტი
  • დაგეგმარებისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებების ფაკულტეტი
  • სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  • ვეტერინარული მედიცინის ფაკულტეტი
  • ქიმიის ფაკულტეტი

 

წამყვანი სამეცნიერო ცენტრები:

 - მარცვლეულის მოლეკულური მოდიფიკაციის სამეცნიერო ცენტრი (ხორბალი და ქერი)

- ჰიდროინფორმატიკის სამეცნიერო ცენტრი

- ფოტონიკის სამეცნიერო ცენტრი

- ჯანდაცვის სოციოლოგიის სამეცნიერო ცენტრი

 

კვლევითი ცენტრები:

• გამოყენებითი ფიზიკისა და ასტრონომიის კვლევითი ცენტრი

• გარემოსდაცვითი კვლევითი ცენტრი

• ირანის ისტორიისა და კულტურის ინსტიტუტი

• კავკასიის, ანატოლიისა და შუა აზიის კვლევითი ინსტიტუტი

• ისლამურ-ჰუმანიტარული მეცნიერებების კვლევითი ინსტიტუტი

 

• სოციალური კვლევების ინსტიტუტი

• გეოტურიზმის კვლევითი ცენტრი

• გეოგრაფიის კვლევითი ჯგუფი

• მათემატიკის კვლევითი ცენტრი მრეწველობაში

• საინჟინრო და წყლის მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი

• მეცნიერებისა და ბიოტექნოლოგიის კვლევითი ცენტრი

სახელი თავრიზის უნივერსიტეტი
ქვეყანა ირანი
მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი684
ტიპისამთავრობო
სტუდენტების საერთო რაოდენობა24000
უცხოელი სტუდენტების რაოდენობა1100
კონტაქტები041-33340081-9
ვებგვერდიhttps://tabrizu.ac.ir/en

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: