იმამ ხომეინის სასწავლო -კვლევითი ინსტიტუტი და ირანის ისლამური რევოლუციის თეორეტიზება
იმამ ხომეინის სასწავლო -კვლევითი ინსტიტუტი და ირანის ისლამური რევოლუციის თეორეტიზება
ირანის ისლამური რევოლუცია (1979) დიდი მოვლენა იყო, რომელმაც მარქსიზმისა და ლიბერალიზმის გზაგასაყარზე მყოფი მსოფლიო მოაზროვნეები გააერთიანა. ეს რევოლუცია იყო რელიგიაზე დაფუძნებული მოვლენა, რომელიც თავიდანვე რელიგიური ლოზუნგებით დაიბადა და მისი განვითარებისა და ზრდის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მემარცხენე თუ ლიბერალური ჯგუფი ცდილობდა მისთვის არარელიგიური სახე მიეცა, არჩეული გზიდან არ გადაუხვევია. ისლამური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ შეიქმნა ცენტრები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ რევოლუციის მთავარი არსის მსოფლიოსთვის გაცნობას და ამ კუთხით კვლევების განხორციელებას. ერთ-ერთი ასეთი ცენტრია იმამ ხომეინის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელმაც ფუნქციონირება 1995 წელს დაიწყო.
იმამ ხომეინის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის საქმიანობა
იმ თეორიის პოზიციის გარკვევა, საიდანაც წარმოიშვა ისლამური რევოლუცია, მოითხოვს ისლამური მეცნიერებების სფეროში სამეცნიერო ნაშრომების კვლევას და წარმოებას და სხვა სკოლების მეცნიერულ კრიტიკას. ამრიგად, ინსტიტუტის მთავარ მიზნებია ისლამური ჰუმანიტარული მეცნიერებების წარმოება და ამ სფეროში მნიშვნელოვანი ნაშრომების შექმნა.
იმამ ხომეინის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტიში სწავლა ხორციელდება სამ საფეხურზე: ბაკალავრიატი (minor/major), მაგისტრატურა და დოქტორანტურა. ინსტიტუტში 13 აკადემიური დეპარტამენტია:
- ეთიკა
- ისლამური სწავლებები და რელიგიები
- ეკონომია
- ისტორია
- თაფსირი და ყურანის მეცნიერებები
- სოციოლოგია
- იურიდიული
- ფსიქოლოგია
- პოლიტოლოგია
- ფილოსოფია
- პედაგოგიკა
- მეცნიერება დისკურსის შესახებ
- მართვა
ამჟამად (2023) ამ დაწესებულებაში სწავლობს და კვლევითი საქმიანობით დაკავებულია დაახლოებით 1100 ბაკალავრიატის, 250 მაგისტრატურის და 160 დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტი. ასევე, ინსტიტუტს თავისი საქმიანობის მანძილზე, 4200-ზე მეტმა კურსდამთავრებული ჰყავს.
იმამ ხომეინის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო ჟურნალები
იმამ ხომეინის სასწავლო-კვლევით ინსტიტუტში ხუთი ზოგადი პუბლიკაციის გარდა, 19 დასახელების ჟურნალი იბეჭდება, საიდანაც 12 მათგანი სამეცნიერო-კვლევითი ხასიათისაა:
- „მარეფათ-ე ეყთესადე-ე ესლამი“ ყოველ ექვს თვეში ერთხელ
- "თარიხ-ე ესლამ დარ აინე-იე ფაჟუჰეში" ყოველ ექვს თვეში ერთხელ
- „ყორანშენხთ“ ყოველ ექვს თვეში ერთხელ
- "მარეფათ-ე სიასი" ყოველ ექვს თვეში ერთხელ
- "მაარეფ-ე ქალამი" ყოველ ექვს თვეში ერთხელ
- კვარტალური ჟურნალი "რავანშენასი ვა დინ".
- კვარტალური ჟურნალი "მარეფათ-ე ადიან"
- კვარტალური ჟურნალი "მარეფათ-ე ფარჰანგე ეჯთემა'ი"
- კვარტალური ჟურნალი "მარეფათ-ე ფალსაფი"
- "ესლამ ვა ფაჟუჰეშჰა-იე თარბიათი" ყოველ ექვს თვეში ერთხელ
- "ანვა'-ე მარეფათ" ყოველ ექვს თვეში ერთხელ
- "მაარეფ-ე მანთეყი" ყოველ ექვს თვეში ერთხელ
გარდა ამისა, ყოველ ექვს თვეში ერთხელ გამოდის სპეციალიზებული სამეცნიერო რეიტინგული ჟურნალი Horizons of Thought.
ისლამური რაციონალური მეცნიერებების ენციკლოპედიის კვლევის ცენტრი
ისლამური რაციონალური მეცნიერებების დარგში ცნობარების და ლექსიკონების შედგენის მიზნით დამოუკიდებელი ცენტრის შექმნა, იმამ ხომეინის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ერთ-ერთი გრძელვადიანი და ფართომასშტაბიანი პროექტია. ისლამური რაციონალური მეცნიერებების ენციკლოპედიის კვლევის ცენტრის მისიაა, ისლამურ მეცნიერებებთან გაცნობის უზრუნველყოფა, ყოველგვარ გაყალბებასა დამახინჯებებთან გამკლავება და კვლევითი შესაძლებლობების შექმნა ისლამური რაციონალური მეცნიერებების სფეროში.
კონფერენციები და სამეცნიერო შეხვედრები
კვლევაზე ორიენტირებული ღონისძიებების ჩატარება, სამეცნიერო და კვლევითი ცენტრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმიანობაა. სწორედ ამიტომ იმამ ხომეინის სახელობის სასწავლო-კვლევით ინსტიტუტში შეიქმნა განყოფილება სახელწოდებით „სამეცნიერო კონფერენციები და შეხვედრები“. ეს განყოფილება ვალდებულია ორგანიზება გაუწიოს და ჩაატაროს ეროვნული და საერთაშორისო დონის კონფერენციები და სხდომები. ინსტიტუტის არსებობის პერიოდში გაიმართა არაერთი სამეცნიერო კონფერენცია და სხდომა, გამოიცა ამ კონფერენციების სტატიები კრებულების სახით.
საქმიანობა საგამომცემლო ბაზარზე
იმამ ხომეინის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის გამომცემლობა აქტიურად საქმიანობს საგამომცემლო ბაზარზე, იმდენად, რომ ამ გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნების დასახელებამ 700-ს გადააჭარბა. ინსტიტუტის გამომცემლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა 83 განსხვავებული რეიტინგის მოპოვება სხვადასხვა შეფასების და რეიტინგის სისტემაში. გარდა საკუთარი წიგნებისა, გამომცემლობას აქვს ლიცენზია გაყიდოს შვიდი ათასი სხვადასხვა დასახელების წიგნი ისლამური ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში.
თავისუფალი კურსები
იმამ ხომეინის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი, საგანმანათლებლო საქმიანობის გაფართოების მიზნით, მუდმივად გეგმავს და ახორციელებს კურსებს სხვადასხვა მიზნობრივი აუდიტორიისთვის. შინაარსიდან და აუდიტორიიდან გამომდინარე, კურსების ხანგრძლივობა შეიძლება იყოს ერთდღიანი ან რამდენიმე სემესტრიანი. ამ დროისათვის ასეთი სასწავლო კურსების რაოდენობა 200-ს აჭარბებს.
სახელი | იმამ ხომეინის სასწავლო -კვლევითი ინსტიტუტი და ირანის ისლამური რევოლუციის თეორეტიზება |
ქვეყანა | ირანი |
ტიპი | სამთავრობო |
სტუდენტების საერთო რაოდენობა | 1100 |
კონტაქტები | 02532936002 |
ვებგვერდი | https://iki.ac.ir/ |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: