მოჰაყეყ არდაბილის სახელობის უნივერსიტეტი
არდებილი ირანის ერთ-ერთი სასაზღვრო პროვინციაა და მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ეს პროვინცია განთქმულია ბუნებრივი ტურისტული ატრაქციებითა და დიდი სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიებით. პროვინციის უმსხვილესი საგანმანათლებლო ცენტრია „მოჰაყეყ არდაბილის სახელობის უნივერსიტეტი“, რომლის მთავარი კამპუსი მდებარეობს ქალაქ არდებილში.
ვინ იყო მაჰაყეყ არდაბილი?
აჰმად იბნ მუჰამედ არდაბილი XVI საუკუნის ცნობილის სწავლული მუსლიმი ღვთისმეტყველი იყო. იგი დაიბადა არდებილში. სწავლობდა და ასწავლიდა ისეთ ქალაქებში, როგორიცაა შირაზი და ნაჯაფი. წმინდა რელიგიური ასკეტიზმის გამო მას მეტსახელად „მოყადას არდაბილი“ შეარქვეს, ხოლო სხვადასხვა მეცნიერებაში მისი განსწავლულობის გამო ცნობილი იყო სახელით „მოჰაყეყ არდაბილი“. მაჰაყეყ არდაბილი გარდაიცვალა 1585 წ.
მოჰაყეყ არდაბილის სახელობის უნივერსიტეტის ისტორია
უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1978 წლიდან, როდესაც არდებილში პირველად გაიხსნა თავრიზის უნივერსიტეტის სტრუქტურული საგანმანათლებლო ერთეული - სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი. ინსტიტუტში პირველ წელს 30 სტუდენტი ჩაირიცხა. 1991 წელს ინსტიტუტი გამოეყო თავრიზის უნივერსიტეტს და დამოუკიდებლად განაგრძო საქმიანობა. 1996 წელს მაჰაყეყ არდაბილის პატივსაცემად გამართულ სადღესასწაულო ყრილობაზე, ინსტიტუტის სტატუსი უნივერსიტეტის სტატუსამდე ამაღლდა და ამ დიდი ირანელი მეცნიერის სახელი ეწოდა.
მოჰაყეყ არდაბილის სახელობის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა
ეს უნივერსიტეტი ითვლება ერთადერთ ყველაზე დიდ უნივერსიტეტად არდებილის პროვინციაში (ირანის ჩრდილო-დასავლეთით). უნივერსიტეტის მთავარი კამპუსი მდებარეობს ქალაქ არდებილში, ხოლო მისი სამი შვილობილი კამპუსი მდებარეობს ქალაქებში ნამინში, მოღანსა და მეშქინშაჰრში. ამჟამად ამ უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების რაოდენობა, შესაბამისად, 13 ათასს და თითქმის 400-ს შეადგენს. მოჰაყეყ არდაბილის სახ.უნივერსიტეტს აქვს 9 ფაკულტეტი, რომელთაგან ექვსი მის მთავარ კამპუსშია განთავსებული:
- საინჟინრო ფაკულტეტი
- მეცნიერებათა ფაკულტეტი
- განათლების მეცნიერებათა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი
- ლიტერატურისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
- სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
- სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების ფაკულტეტი
უნივერსიტეტის სამი შვილობილი კამპუსი მოიცავს სოფლის მეურნეობის ფაკულტეტს ქალაქ მეშქინშაჰრში, სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებისა და ბუნებრივი რესურსების ფაკულტეტს ქალაქ მოღანში და ახალი ტექნოლოგიების ფაკულტეტს ქალაქ ნამინში.
კვლევითი საქმიანობის გაძლიერების მიზნით უნივერსიტეტში დაარსდა სამი კვლევითი ინსტიტუტი: „წყლისა და მინერალური წყლების საინჟინრო კვლევითი ინსტიტუტი“, „წყლის რესურსების მართვის ინსტიტუტი“ და „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კვლევითი ინსტიტუტი". უნივერსიტეტის სხვა კვლევით ცენტრებს შორისაა "სამკურნალო მცენარეების ბიოტექნოლოგიის კვლევის ცენტრი", "სალამათ გოსთარის კვლევითი ცენტრი" და "ენერგორესურსების მართვის კვლევითი ცენტრი". უნივერსიტეტში სულ 19 კვლევითი ცენტრი მუშაობს, რომლებიც აწარმოებენ კვლევებს კვების და სოფლის მეურნეობის მრეწველობის კვლევის საჭიროებებისა და სამეცნიერო მხარდაჭერის მიმართულებით.
მოჰაყეყ არდაბილის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტატუსი და საქმიანობა
მიუხედავად იმისა, რომ მოჰაყეყ არდაბილის უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტების მიღება 2020 წლიდან დაიწყო, 2023 წელს უკვე 100-ზე მეტი სტუდენტი ირიცხებოდა სხვადასხვა ქვეყნიდან. ამ უნივერსიტეტის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადების თანახმად, უნივერსიტეტში შესაძლებლობებისა მატებასთან ერთად, მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტი უცხოელი სტუდენტის მოზიდვის შესაძლებლობა განიხილება.
მოჰაყეყ არდაბილის უნივერსიტეტის სამეცნიერო და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს ევალება სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება, სტუდენტების გაგზავნა საერთაშორისო სამეცნიერო და სპორტულ შეჯიბრებებზე, უცხოელი სტუდენტების საკონსულო მომსახურების გაწევა, უცხოელი პროფესორებისა და მკვლევრების მოწვევა სხვადასხვა ქვეყნიდან.
2023 წელს გამოქვეყნებული შანხაის რეიტინგის მიხედვით, მოჰაყეყ არდაბილის უნივერსიტეტი საუკეთესოა ირანში ინჟინერიის ძირითად და მასალების ინჟინერიის დარგში, პოზიციით 301-400. Times-ის რეიტინგში მოჰაყეყ არდაბილის უნივერსიტეტი მე-9 ადგილზეა ირანის საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის. ასევე, 2021 წელს გამოქვეყნებულ ISC-ის რეიტინგის ანგარიშში, ეს უნივერსიტეტი იყო ირანის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დარგში და იკავებდა 601-700 პოზიციას.
სახელი | მოჰაყეყ არდაბილის სახელობის უნივერსიტეტი |
ქვეყანა | ირანი |
მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი | 301 |
ტიპი | სამთავრობო |
სტუდენტების საერთო რაოდენობა | 12000 |
უცხოელი სტუდენტების რაოდენობა | 100 |
კონტაქტები | 04531500000 |
ვებგვერდი | https://www.uma.ac.ir/ |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: