შაჰრუდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
სემნანის პროვინცია ირანის ერთ-ერთი უდიდესი პროვინციაა. თითქმის სამი მილიარდი ტონა მინერალური მარაგისა და 40-ზე მეტი სახის წიაღისეულის არსებობამ სემნანი ირანის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროვინციად აქცია. აქ საბადოებისა და წიაღისეულის ათწლეულების კვლევითმა საქმიანობამ საბოლოოდ განაპირობა შაჰრუდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსება, როგორც უმაღლესი განათლების მნიშვნელოვანი ცენტრისა სამთო ინჟინერიის სფეროში ირანში.
უნივერსიტეტის ისტორია
შაჰრუდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ისტორია, 1973 წელს სემნანის პროვინციაში პირველი უმაღლესი განათლების ცენტრის -სამთო კოლეჯის დაარსების თარიღს უკავშირდება. სამთო კოლეჯს კერძო სექტორი მართავდა და ერთადერთი სპეციალობა - „ქვანახშირის მოპოვება“ ისწავლებოდა. ორი წლის შემდეგ კოლეჯი მაშინდელი სამთო მრეწველობისა სამინისტროს მმართველობაში გადავიდა, ხოლო 1982 წელს კოლეჯი გადაკეთდა უნივერსიტეტად და, ისევე როგორც ირანის სხვა უნივერსიტეტები, ექვემდებარება კულტურისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს.
უნივერსიტეტის განვითარება მომდევნო წლებშიც გაგრძელდა. 1987 წელს უნივერსიტეტის სასწავლო გეგმაში განისაზღვრა სამთო ინჟინერიის სხვადასხვა მიმართულება, ასევე სამშენებლო და ენერგეტიკის მიმართულებები. 1993 წელს, ამ აკადემიურ სივრცეს ოფიციალურად ეწოდა შაჰრუდის უნივერსიტეტი. ტექნიკური, სამრეწველო და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დამატების შემდეგ, 2002 წელს უნივერსიტეტის სახელწოდება შეიცვალა და ეწოდა „შაჰრუდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი“.
შაჰრუდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა
უნივერსიტეტში დაახლოებით 12000 სტუდენტი სწავლობს; აკადემიური პერსონალი რაოდენობა განისაზღვრება 340 პროფესორ-მასწავლებლით სრულ განაკვეთზე. შაჰრუდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში 14 ფაკულტეტია:
- ელექტროინჟინერია
- მექანიკის ინჟინერია
- სამოქალაქო ინჟინერია
- კომპიუტერული ინჟინერია
- სოფლის მეურნეობის ინჟინერია
- ქიმიური ინჟინერია და მასალათმცოდნეობა
- სამთო, ნავთობისა და გეოფიზიკის ინჟინერია
- არქიტექტურული და ურბანული ინჟინერია
- სამრეწველო ინჟინერია და მართვა
- მათემატიკური მეცნიერებები
- ფიზიკა და ბირთვული ინჟინერია
- ფიზიკური აღზრდა და სპორტი
- დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები
- ქიმია
ოთხი ფაკულტეტი "კომპიუტერული ინჟინერია", "ელექტრო ინჟინერია", "მექანიკური ინჟინერია" და "საქალაქო ინჟინერია" განლაგებულია შაჰრუდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ახალ კამპუსში, რომელიც აშენდა 2010-იანი წლების დასაწყისში, უნივერსიტეტის მთავარი კამპუსიდან ორი კილომეტრის დაშორებით.
უნივერსიტეტში აქტიურ საქმიანობას ეწევა ახალი ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი, რომლის მთავარი მიზანია ინოვაციებზე, ინდუსტრიების საჭიროებებზე და თანამედროვე კვლევებზე დაფუძნებული პროდუქტების და პროექტების კომერციალიზაცია. განვითარებადი ბიზნესებისთვის საჭირო სივრცის უზრუნველყოფა, ფინანსური დახმარების მიღებაში ხელშეწყობა და მკვლევრებსა და სხვადასხვა ინდუსტრიებს შორის კომუნიკაცია, ამ ცენტრის მომსახურებებს შორისაა.
შაჰრუდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გამოსცემს ოთხი სამეცნიერო პუბლიკაციას ინგლისურ ენაზე და ხუთს სპარსულ ენაზე. ამ უნივერსიტეტის სამი კვლევითი ინსტიტუტი "ავტომატიზაცია და ხელოვნური ინტელექტი", "სტუდენტური კვლევა" და "მავთულისა და კაბელების ინდუსტრია" ატარებს კვლევებს მათ სფეროებთან დაკავშირებულ სხვადასხვა დარგში.
შაჰრუდის უნივერსიტეტი ცნობილია, როგორც სამთო ინჟინერიის კვლევისა და სამეცნიერო ტექნოლოგიების ცენტრი ირანში, სადაც მრავალი აქტივობა ხორციელდება შესაბამისი ინდუსტრიების წარმართვისა და მხარდაჭერის მიზნით.
შაჰრუდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საერთაშორისო პოზიცია და საქმიანობა
შაჰრუდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ირანის ერთ-ერთი მზარდი უნივერსიტეტია. Times Institute-ის მიერ მოწოდებულ აზიის უნივერსიტეტების 2023 წლის რეიტინგში, შაჰრუდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 36 ქვეყნის 928 უნივერსიტეტს შორის 301-350 პოზიციას იკავებდა და ამ რეიტინგის მიხედვით, შაჰრუდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ირანის უნივერსიტეტებს შორის 34-ე ადგილს იკავებდა. გარდა ამისა, შანხაის რეიტინგის სისტემაში, რომელიც გამოქვეყნდა 2023 წელს, შაჰრუდის უნივერსიტეტმა დაიკავა 301-400 პოზიცია ენერგეტიკული მეცნიერებისა და ინჟინერიის დარგში, ხოლო მექანიკური ინჟინერიის დარგში 201-300 პოზიცია და დასახელდა ირანის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტად.
„სამეცნიერო და საერთაშორისო თანამშრომლობის ოფისის“ დაარსებით, შაჰრუდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ცდილობს გააფართოოს საერთაშორისო საქმიანობა, უფრო მეტად დაუკავშირდეს უცხო ქვეყნების კვლევით და აკადემიურ ცენტრებს და მოიზიდოს უცხოელი სტუდენტები.
სახელი | შაჰრუდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი |
ქვეყანა | ირანი |
მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი | 301 |
ტიპი | სამთავრობო |
სტუდენტების საერთო რაოდენობა | 11700 |
კონტაქტები | 02332392204 |
ვებგვერდი | https://shahroodut.ac.ir/fa/ |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: