წარმომადგენლობა
ფირდოუსის უნივერსიტეტი

ფირდოუსის უნივერსიტეტი

ფირდოუსის უნივერსიტეტი

ფირდოუსის უნივერსიტეტი

ფირდოუსის უნივერსიტეტი, რომელიც ირანში მე-3 უძველესი უნივერსიტეტია, წმინდა ქალაქ მეშჰედში 1949 წელს დაარსდა. აღმოსავლეთ ირანის ამ უდიდესი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის რაოდენობა რვაასია. ამჟამად ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე 15 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს, მათგან 2000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტია. უნივერსიტეტს ძალიან დიდი, ლამაზი, მწვანე კამპუსი აქვს და ათწლეულზე მეტია, როგორც "მწვანე უნივერსიტეტი", გარემოს აქტიურად იცავს. ფირდოუსის უნივერსიტეტი ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში უნიკალურ სერვისებს გვთავაზობს. იგი მეცნიერულად ამტკიცებს და აფასებს გამოგონებებს. როგორც ქვეყნის აღმოსავლეთში ირანის სამეცნიერო ლაბორატორიების ქსელის მდივანი და ნანოტექნოლოგიური ლაბორატორიული ქსელის წევრი - მრავალფეროვანი ლაბორატორიული სერვისების მიმწოდებელია და "აფას" ლაბორატორიაში საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოებას უზრუნველჰყოფს. US News-ის სარეიტინგო სისტემის უახლესი შედეგების მიხედვით, რომელშიც 86 ქვეყნის 1500-ზე მეტი უნივერსიტეტი მონაწილეობს, მეშჰედის ფირდოუსის უნივერსიტეტი ირანის ტოპ უნივერსიტეტებს შორის დასახელდა და მსოფლიოში 941-ე, აზიაში 229-ე,  სამინისტროს დაქვემდებარებულ უნივერსიტეტებს შორის კი მე-10 ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, 2021 წელს ამავე სარეიტინგო სისტემის დარგობრივ კლასიფიკაციაში, მეშჰედის ფირდოუსის უნივერსიტეტმა მსოფლიოს უნივერსიტეტებს შორის 7 სამეცნიერო დარგში შემდეგი ადგილები დაიკავა: სოფლის მეურნეობა - 171-ე, ქიმიური ინჟინერია -246-ე, ქიმია - 688-ე, ელექტრონიკა და ელექტრონული ინჟინერია 287-ე, საწვავი და ენერგეტიკა - 192-ე, ინჟინერია - 249-ე, მექანიკური ინჟინერია 64-ე.

ფაკულტეტები:

• ლიტერატურა და ჰუმანიტარული მეცნიერებები

• თეოლოგია და ისლამმცოდნეობა

• სპორტის მეცნიერებები

• ვეტერინარია

• ადმინისტრაციული და ეკონომიკური მეცნიერებები

• მეცნიერებები

 

 

• განათლების მეცნიერებები და ფსიქოლოგია

• მათემატიკა

• სოფლის მეურნეობა

• ინჟინერია

• არქიტექტურა, ქალაქგეგმარება

• ბუნებრივი რესურსები და გარემო

• საუნივერსიტეტო კოლეჯი

 

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები:

• მზის ენერგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

• ბოტანიკის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

• წყლისა და გარემოს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

• ბიოტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

 

• ნავთობისა და გაზის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

• კოსმოსური ტექნოლოგიებისა და მეცნიერებების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

• პილიგრიმობისა და ტურიზმის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

• ისლამური სწავლებების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში

კვლევითი ცენტრები:

• გამოყენებითი ზოოლოგიის კვლევითი ცენტრი

• საგზაო უსაფრთხოების ტექნიკურ-ეკონომიკური სწავლებების კვლევითი ცენტრი

უნივერსიტეტის საიტი:

http://en.um.ac.ir/

სახელი ფირდოუსის უნივერსიტეტი
ქვეყანა ირანი
მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი601-700
ტიპისამთავრობო
სტუდენტების საერთო რაოდენობა25000
უცხოელი სტუდენტების რაოდენობა2513
კონტაქტები ۰۵۱-۳۸۸۰۲۰۰۰-۴۰۰۰
ვებგვერდიhttp://en.um.ac.ir/

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: