წარმომადგენლობა
წმინდა თადეოზის მონასტერი

წმინდა თადეოზის მონასტერი

წმინდა თადეოზის მონასტერი

წმინდა თადეოზის მონასტერი, ასევე ცნობილი სახელით "ყარა ქელისა" (აზერბაიჯანულ ენაიდან - შავი ეკლესია), უძველესი სომხური მონასტერია დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის მთიან მხარეში, ქალაქ მაქუდან 20 კმ. მოშორებით. მონასტერი თავისი გამორჩეული კონუსური გუმბათებით, შორი მანძილიდან იპყრობს მზერას.

სომხური სამოციქულო ეკლესიის ტრადიციის თანახმად, წმინდა მოციქული იუდა-თადეოზი, ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი, სახარებას სომხეთსა და სპარსეთში ქადაგებდა. იგივე ტრადიციის თანახმად, წმინდა მოციქული მოწამებრივად აღესრულა სომხეთში. გადმოცემის თანახმად, მის სახელზე აშენებული პირველი ეკლესია ახლანდელი  "ყარა ქელისას" ადგილას აიგო 68 წელს. პირველი ცნობები მონასტრის შესახებ VII საუკუნეში ჩნდება. 1319 წლის მიწისძვრის შედეგად, ძველი ტაძარი საგრძნობლად დაზიანდა და 1329 წელს, ის ფაქტობრივად თავიდან ააგეს. დღევანდელი ნაგებობის უდიდესი ნაწილი XIX საუკუნის ადრეული წლებით თარიღდება, როდესაც ყაჯარების დინასტიის პრინცის, აბას მირზას დახმარებით მონასტერს აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა. მონასტერს გარს არტყამს თავდაცვითი გალავანი და დღეისათვის მიტოვებული სამონასტრო შენობა-ნაგებობები. "ყარა ქელისა"კიდევ ორ სხვა სომხურ მონასტერთან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

სახელი წმინდა თადეოზის მონასტერი
ქვეყანა ირანი
რეგიონიდასავლეთ აზერბაიჯანი

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: