იმამის მეჩეთი, ისპაჰანი
ისპაჰანის ისტორიული მოედნის, ნაყშე ჯაჰანის არქიტექტურულ ანსამბლში შედის ირანული კულტურის და ისლამური არქიტექტურის უბადლო ძეგლი, XVII საუკუნის არქიტექტურის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუში, შაჰის მეჩეთი (1979 წლიდან იმამის მეჩეთი). მეჩეთი აიგო შაჰ აბას I-ის მმართველობის პერიოდში, მისი უშუალო ბრძანებით და ის თავისი ეპოქის ძეგლებს შორის ყველაზე გრანდიოზულია. მეჩეთის ფასადის დიდებულება განპირობებულია შვიდფერი მოზაიკური ფილების სილამაზითა და კალიგრაფიული ორნამენტული წარწერებით. მეჩეთის შემკობა გაგრძელდა შაჰ აბას I-ის მემკვიდრეების მმართველობის პერიოდშიც, რასაც მეჩეთის გუმბათზე დატანილი წარწერები ადასტურებენ. მნახველზე შთაბეჭდილებას ახდენს მეჩეთის შიდა ეზოები, აივნები, მოჭიქული შორენკეცების განუმეორებელი ფერთა გამა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია სამხრეთ გუმბათი, რომელსაც უნიკალური აკუსტიკა გააჩნია. ნაყშე ჯაჰანის მოედანთან ერთად, მეჩეთი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში.
სახელი | იმამის მეჩეთი, ისპაჰანი |
ქვეყანა | ირანი |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: