სი-ო-სე ფოლ - ოცდაცამეტმალიანი ხიდი, ირანის ეროვნული მემკვიდრეობა
ალავერდი-ხან უნდილაძის მიერ ქალაქ ისპაჰანში მდინარე ზაიანდერუდზე აგებული 33 მალიანი ხიდი, დღემდე ითვლება სეფიანთა ეპოქის ირანის არქიტექტურის ერთ-ერთ ბრწყინვალე ნიმუშად. აშენდა 1599-1602 წლებში, შაჰ-აბას I-ის მმართველობის დროს. ხიდი ორსართულიანია, კედლები თხელი აგურით არის ნაშენები. ხიდის საერთო სიგრძე 297,76 მ, სიგანე კი 14,75 მ.-ია. სი-ო-სე ფოლის თაღოვან-კამაროვანი ხიდი შედგება 33 მალისაგან, რის გამოც მიიღო თავისი სახელწოდება (სი ო სე სპარსულად ოცდაცამეტს ნიშნავს). ხიდს სავალი ნაწილის ორივე მხარეს გასდევს თაღედები, რომლებიც თავდაპირველად მოხატული იყო.
სეფიანთა ეპოქაში, სწორედ სი-ო-სე ფოლის მიმდებარედ იმართებოდა ისეთი სახალხო დღესასწაული,როგორიცაა აბფაშანი, ასევე ისპაჰანელი სომხების რელიგიური დღესასწაული ხაჯშუაიანი (ნათლისღების დღესასწაული).
სი-ო-სე ფოლი, რომელსაც ხალხში ალავერდი ხანის ხიდის სახელითაც არის ცნობილი, ირანული არქიტექტურის ერთ-ერთი ბრწყინვალე შედევრია. ხიდმა საუკუნეებს გაუძლო და დღესაც იზიდავს უამრავ მნახველს თავის უნიკალური სილამაზით, სიდიადით და სინატიფით.
სახელი | სი-ო-სე ფოლ - ოცდაცამეტმალიანი ხიდი, ირანის ეროვნული მემკვიდრეობა |
ქვეყანა | ირანი |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: